Страницы

воскресенье, 4 октября 2015 г.

რუსეთის უახლოესი მომავალი!

ვიდრე კონკრეტულად თემის განხილვაზე გადავიდოდე ერთ საკითხს უნდა შევეხო რომელიც იმას გაჩვენებთ თუ რა რაკურსით ვუყურებ ამ პროცესებს. ზოგადად მაკრო სოციალური პროცესების დაკვირვების საკითხი ერთობ პრობლემატური თემაა, ოპტიკური ტერმინი რომ ვიხმარო მაღალი დეტალიზაციის გამო.
იმისთვის რომ პროცესის ლოგიკა აღქმული იყოს სრულად, საჭიროებს დაბალი დეტალიზაციის მიღწევას. მაღალ დეტალიზაციაში ვგულისხმობ მიკრო სოციალურ პროცესებს და მათ შინაარსებს. რომელიც რა თქმა უნდა რომ ძირითადი ლოგიკის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ არ ასახავს ლოგიკის სრულ კონსტრუქციას. ამიტომ ზოგჯერ საჭიროა გარკვეული მიკრო პროცესებისთვის გვერდის ავლა, რათა არ მოხდეს პროცესებში მონაწილე დაინტერესებული მხარის პროპაგანდისტული გავლენის, დამკვირვებლის აღქმაზე გავლენა.

რუსეთს დაშლა გარდაუვალია: რუსეთი ჩემი მუდმივი დაკვირვების ობიექტია. შესაბამისად ყოველი მისი ქმედების აღქმა სწორედ დაბალი დეტალიზაციით ხდება. ამ რაკურსით კი რუსეთის დაშლის, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით ფრაგმენტაციის საკითხი, არ არის ფანტასტიკის სფერო და ის საკმაოდ დიდი ხნის დაწყებულია. მისი როგორც იმპერიის მოშლა, საბჭოთა კაშირის დაშლასთან ერთად დაიწყო. ამას აცნობიერებს რუსეთის პოლიტიკური ელიტაც და ამიტომაც არის რუსული პროპაგანდისთვის დღეს დასახულ მიზანთა შორის უპირველესი, საკუთარი «პრივილეგირებული გავლენის ზონის» ტერმინის დამკვიდრება საერთაშორისო დიპლომატიურ ლექსიკაში. აღნიშნული ზონის გარეშე ანუ მის სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო დასავლეთ საზღვრებთან მდებარე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გარეშე, რუსეთი როგორც იმპერია წარმოუდგენელია რადგან თავად ტერმინი იმპერია გულისხმობს სხვა კულტურისა და ეთნიკურად განსხვავებულ ერებზე ბატონობას. მხოლოდ საკუთარ საზღვრებში კონტროლი კი იმეპრიის კრიტერიუმებს ვერაფრისდიდებით ვერ აკმაყოფილებს. გარდა იმისა რომ რუსეთის იმპერიის როგორც ასეთის არსებობა შეუძლებელი გახდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მისი ფრაგმენტაციის გარდაუვალობაზე ის ბუნებრივი გარემოც მეტყველებს რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებ და რომელიც, რუსეთის უზარმაზარ აუთვისებელ ტერიტორიასა და რესურსებში მდგომარეობს. აღნიშნული ბუნებრიობა კი განაპირობებს, მსოფლიო ეკონომიკისა და დემოგრაფიული გავითარებისთვის საჭირო სივრცესა და რესურსებს. 

რატომ ფრაგმენტაცია და არა დაშლა? იმიტომ რომ უახლოესი მომავლის პერსპექტივაში რუსეთის როგორც ერთიანი სივრცის აღქმა შესაძლოა არ მოიშალოს და სავარაუდოდ ასეც იქნება. ამ ტერიტორიის შიგნით შეიძლება წარმოიქმნას რეგიონალური ცენტრები, რომლებიც თავის ირგვლივ შემოიკრებენ ახლომახლო ტერიტორებს, ხოლო საკუთარ თავს ისევ ე.წ. «რუსული სამყაროს» წევრებად მოიაზრებენ. ასეთი სცენარი განპირობებულია გარემოში არსებული დეფიციტებით, ტერიტორიების პრობლემა უამრავ სახელმწიფოს აქვს, განსაკუთრებით აზიის ნაწილში, სადაც საქართველოს ხელა ტერიტორიაზე ათეულობით მილიონი ადამიანი ცხოვრობს. აქვე ისიც გასათვალისწინებელია რომ ამ მილიონობით ადამიანის საცხოვრებელი ადგილები არ არის გამოსადეგი სავარგულებად, მაშინ როდესაც რუსეთის ტერიტორიის ძალიან დიდი ნაწილი ამ დანიშნულებით საკმაოდ მოსავლიანი და სასარგებლოა. შესაბამისად პროდუქტებისა და რსურსების დეფიციტიდან გამომდინარე, ეს მიწები უბრალოდ ვერ დარჩება, ერთი პოლიტიკური დაჯგუფების ამბიციის გამო, აუთვისებელი. როგორც არ უდნა შეეწინააღმდეგოს რუსეთი ამ პროცესს ის ბუნებრივად მოხდება. 
ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ამ დარბაზში მსხდომი ადამიანები აუცილებლად მოვესწრებით რუსეთის ე.წ. «გლუბინკის» მასიური ათვისები პროცესს, რომელიც თავად რუსეთის დღევანდელი პოლიტიკური ელიტისთვის, უმტკივნეულო უკვე აღარ იქნება. ეს არ უნდა გავიგოთ ისე რომ ვინმე ჩასაფრებულია და ერთი სული აქვს როდის ჩამოაგდებენ «ხელმწიფე პუტინს». სწორედ ვითარების ამგვარად წარმოჩინებას ცდილობს რუსული პროპაგანდა როდესაც NATO-ს გაფართოებისა და მათ საზღვრებთან მიახლოების საფრთხეზე ლაპრაკობენ მაგრამ ამ კონტექსტში, გავიხსენოთ ის რომ რუსეთს NATO-სთან და მის ერთერთ მთავარ ძალასთან ანუ აშშ-სთან, საერთო საზღვარი აქვს, თანაც იმ ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც რუსეთის რესურსების უმეტესი ნაწილია განთავსებული მაგრამ იქ ვერანაირ პრობლემას რუსეთისთვის შექმნილს ვერ ვხედავთ. ანუ გამოდის რომ რუსული პროპგანდა ალოგიკურ თეზას გვთვაზობს როდესაც ამბობს რომ NATO-ს გაფართოება და მის საზღვრებთან მიახლოვება მისთვის საფრთხეს წარმოადგენს!  

თუ მაინც არ არის ასე და NATO-ს მიახლოება მის საზღვრებთან საფრთხეს წარმოადგენს?! 
რა თქმა უდა რომ ასეა! ციმბირის უკიდურეს ნაწილში დასახლება მეჩხერია და შესაბამისად იქ დასავლეთს იდეოლოგიური გავლენა არა არის კრიტიკულად საშიში. თუმცა რუსეთის სახელმწიფო ადმინისტრაციისათვის პოლიტიკური გავლენის თვალსაზრისით ესეც პროიბლემაა რადგან ასეთი მიდგომა უკვე შესამჩნევი ხდება შორეული აღმოსავლეთის და ბაიკალს იქითა რეგიონების მოსახლეობისთვის. 

აი რაც შეეხება რუსეთის ევროპულ ნაწილს, იქ კი საშიშია რადგან, ამ ნაწილში პოლიტიკურად აქტიური და ამავე დროს მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა, თანაც ევროპულ ნაწილთან ახლოს არსებობს პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრები ევროპა და თურქეთი, რომელიც სანიმუშო შეიძლება გახდეს აღნიშული ტერიტორიების მოსახლეობისთვის და შესაბამისად რუსეთის მმართველობის დღევანდელ «ვერტიკალს» უდიდესი საფრთხე შეექმნას ანუ ეს თეზე NATO-ს გაფართოებს საფრთხის შესახებ, უფრო მეატდ შიდა მომხმარებელზეა მიმართული ვიდრე გარეშე ძალების მიმართ. 

ამ კონტექსტში მოდით შევხედოთ ასე - რუსეთს რომ თავის დროზე, ანუ 90-იანების დასაწყისში საკუთარი პოლიტიკური მზერა მიემრათა არა დასავლეთისაკენ, არამედ აღმოსავლეთისაკენ და დასავლეთ ბლოკისთვის შეეთავაზებინა მისი ათვისება მსოფლიო ეკონომიკის სტანდარტების მიხედვით, დღეს რუსეთი გაცილებით უკეთეს პოზიციებზე იქნებოდა ვიდრე არის. სანაცვლოდ კი ვხედათ იმას რომ ნაცვლად საკუთარი აუთვისებელი და განუვითარებელი ტერიტორიებისა, აბსულუტურად საწინააღმდეგო მიმართულების რეგიონულ კომფლიქტებს ქმნის და კიდევ უფრო შორს მიდის.

ახლო აღმოსავლეთის კომფლიქტში ჩართვით, რომლითაც რუსეთი ცდილობს რეგიონის კიდევ უფრო მეტ დესტაბილიზაციას, საკუთარი აგრესიული პოლიტიკის შედეგად მიღებული სანქციების გავლენის შემცირებისთვის. ამ ნაბიჯის მიზანი მხოლოდ რეგიონის მაქსიმალური დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად, განსაკუთრებით კი საუდიტების გავლენის შემცირებას. იემენის კომფლიქტის გაღვივებით საუდიტებსთვის პრობლემის შექმნას ცდილობს რომ ნავთობის ფასების მატება მოხდეს. 

სირიაში რუსული არმიის შესვლით გამოანთავისუფლა ირანი, რომელიც იემენისკენ უფრო მეტი ენერგიით იქნება მიმართული, რაც საუდიტების მხრიდან ომის წარმოაების აუცილებლობასა და შესაბამისად სახსრების ხარჯვის საჭიროებას აჩენს. ახლო აღმოსავლეთის რეგიონის დესტაბილიზაცია კი პირდაპირ აისახება ევროკავშირში საემგირაციო კრიზისის სახით, რომელსაც აღნიშული კრიზისის გამო, ევროპის კონტინენტის აღმოსავლეთით შექმნილი უკრაინის კრიზისისა და მოსალოდნელი ბალტიის პირეთის ქვეყნების პრობლემისთვის დრო და რესურსები უბრალოდ აღარ დარჩება. 

იგივე ლოგიკა იკვეთება ყარაბახის კომფლიქტის განახლებაშიც რომელიც თუ კარგად დაუკვირდებით მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ირანისა და დასავლეთის შეთანხმების კონტურები გამოიკვეთა, ირანის ბირთვული პროგრამის კონტექსტში. ირანი ძლიერ დაზარალებულია მრავლწლიანი ეკონომიკური სანქციებით და ეხლა რუსეთის ინტერესების გათვალისწინებას ვერ დაიწყებს რადგან საკუთარი ამოცანები აქვს გადასაჭრელი. ირანისა და რუსეთის მოკავშირეობა კი არასოდეს ყოფილა ბუნებრივი და არც ამ პოლიტიკურ კონტექსტში გახდება შესაძლებელი. 

 რუსეთის დაშლის გარდაუვალობა რა თქმა უნდა რომ სასიამოვნო პერსპექტივა არ არის იმ თვალსაზრისით რომ მას მოჰყვება კომფლიქტები კავკასიასა და ციმბირში. რომელიც ასევე პრობლემატურია საქართველოსთვის რადგან კომფლიქტი კავკასიაში, ჩვენ გვერდს ვერ აგვივლის. 

რაც შეეხება მთავარ თემას რუსეთის ფრაგმენტაციის კონფიგურაცია სავარაუდოდ შემდეგნაირი იქნება. ევროპული ნაწილი, რომელიც სავრადუდო დარჩება რუსეთის სახელწოდებით, გავა აღმოსავლეთ ევროპის გეპოლიტიკურ სივრცეში. ცენტრალურ ნაწილში ურალის ქედამდე სავარაუდოდ ახალი სახელმწიფოები წარმოქმნება, ხოლო ამჟამად რუსეთის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკები დამოუკდებელ სტატუსს მიიღებენ და ისინიც ევროპისა და ცენტრალური აზიის ერთიან გეოპოლიტიკურ სივრცეში გადანაწილდებიან. რთული ვითარება და ახალი კომფლიქტის გაჩენის ალბათობა ჩნდება ციმბირში, სადაც ჩინეთსა და იაპონიას შორის დაპირისპირებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ასევე არ არის გამორიცხული ვიხილოთ ისეთი ფენმენი როგორიც არის საერთაშორისო მიწები, საერთაშორისო წყლების მსგავსად (ნაკლებ სავარაუდოა), თუმცა კი ამ დანაწილებას განაპირობებს ის თუ როდის მოხდება ეს და რა პროცესები წარუძღვება წინ. პროცესების ხასიათი  დამოკიდებული იქნება დღევანდელი კრემლის მმართველების ქცევაზე რამდენად შორს შეტოპავენ კომფლიქტებში რომელიც გააჩაღა.

რუსეთის ირგვლივ არსებული გარემო - დღეს არსებული გარემო, რომელშიც უწევს არსებობა და საკუთარი მიზნების განხორციელება რუსეთს, ერთიანი და საკმაოდ ხანდაზმული სტრატეგიით მოქმედი გარემოა რომელშიც რუსეთი, თავისი პოსტასაბჭოთა ნეოიმპერიალისტური მიზნებით, ახალგაზრდა მოთამაშეა.

არსებული გარემოს ძირითადი ფუნდამენტი ეკონომიკა და მასთან დაკავშირებული საკითხებია. დასავლური ბიზნესი, ეს არის ბლოკის ყველა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი. რომლის ხელშეწყობასაც ნებისმიერი ხელისუფალი თავის უპირველეს ვალდებულებად მიიჩნევს. ეს განპირობებულია არა იმით რომ დასავლეთ ქვეყნების ხელისუფლებები კორუმპირებულები ან საკუთარი ბიზნეს ინტერესების გამტარებლები არიან, არამედ იმით რომ დასავლეთ-დემოკრატიის ქვეყნებში არსებობს ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობა პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და ბიზნესს შორის - ერთი ქმნის საჭირო ადმინისტრაციულ გარემოს, მეორე დოვლათს, ხოლო დოვლათის შექმნაში ჩართულია ქვეყნის მოსახლეობა, რომელიც ხელისუფლების მიერ შექმნილი გარემოს გამო, უზრუნველყოფილია პირველადი მოთხოვნილებებისა და თვითრეალიზაციის ანუ ფუნდამენტური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობებით. შესაბამისად პოლიტიკური ხელმძღვანელობის საგარეო პოლიტიკური საქმიანობა მიმართულია აღნიშული დოვლათის შემქმნელებისთვის ახალი ბაზრის ან ნედლეულის მიწოდების წყაროების მოძიებითა და ამ წყაროების გამართული მუშაობისკენ. ზემოთ თქმულის საილუსტრაციოდ საკმაოდ კარგი მაგალითია საბჭოთა კავშირისა და ვარშავის შეთანხმების ბლოკის დაშლა, რომელმაც უძლიერესი იმპულსი მისცა მსოფლიო ეკონომიკას და ამ ყველაფრის მოწმენი ჩვენ თავად გავხდით. ეკონიმისტებმა შესაძლოა შეისწავლოს ეს საკითხი და დაადგინონ 2008 წელს დამდგარი კრიზისი, რომელიც 2006 წელს დაიყო, ხომ არ იყო ამ იმპულსის არა საჭირო ეტაპზე შეჩერებით გამოწვეული?! 
 აქვე ისიც უნდა ვთქვათ რომ კომუნისტური ბლოკის მოშლამ და მასში დასავლეთ დემოკრატიის შემოსვლამ, არ გამოიწვია ერების განადგურება მენტალურად ან ფიზიკურად, როგორც კომუნისტური პროპაგანდა ტრანსლირებდა, არამედ პირიქით - ყოფილი კომუნისტური ბლოკის წევრ ერებს,  განვითარების დამატებითი სტიმული გაუჩნდათ რადგან რკინის ფარდის მოშლის შემდეგ, პირსისხლიანი კაპიტალისტები სულაც არ აღმოჩნდნენ ისეთი არაადამიანურები და ბოროტები, როგორც ეს საბჭოთა მოქალაქეს წარმოედგინა საბჭოთა პროპაგანდიდან გამომდინარე. ის ეროვნული შესაძლებლობები კი რომელიც თითოეულ ამ ერს გააჩნდა, საჭირო აღმოჩნდა გლობალური ეკონომიკისთვის, რომელთა ათვისებასაც პოლიტიკური სტაბილურობა ესაჭიროება.

 თუ კარგად დაუკვირდებით, პოსტსაბჭოთა ტრიტორაზე პირველივე წლებში აღმოცენებული კონფლიქტების დანიშნულებაც ეს იყო რომ არ მომხდარიყო ამ ერებში საკუთარი სარგებლიანობის გაცნობიერება და საკუთარი ადგილის დანახვა გლობალური, ცივილიზებული საზოგადოების წიაღში. ასმისთვის საჭირო იყო ტექნოლოგიების იმპორტი აღნიშნულ ტერიტორიებზე რომელიც შესაბამის პოლიტიკურ სისტემასა და სახელმწიფო ადმინისტრირების სტანდარტებს საჭიროებს. 

თანამედროვე გლობალური ეკონომიკა თანამედროვე ტექნოლოგიებს ეფუძნება, ამ მცნების ყველაზე ფართო გაგებით! მუხედავად ამისა რუსულ პროპაგანდაში ტერმინი «კორპორაცია» ისეთნაირად არის შეტანილი რომ უარყოფით კონტექსტს გულისხმობს. სწორედ აღნიშულ უარყოფით კონტექსტს არის დაფუძნებული რუსული პროპაგანდა ამ ნაწილში, რომელიც «რუსული სამყაროს» დანარჩენი სამყაროსგან იმით განასხვავებს რომ არ აქვს კორპორაციები რაც რა თქმა უნდა რომ ილუზიაა და კორპორაცია ეს  არის ორგანიზაციის ფორმა რომელიც ყველა საბაზრო ეკონომიკის პრინციპების მქონე სახელმწიფოში არსებობს ანუ იქ სადაც კერძო ბიზნესი არსებობს. რუსული პროპაგანადა მომხარებელში ასეთი ილუზიის შექმნას ემსახურება, თითქოს «ძალაუფლების ვერტიკალი» ტიტულოვან ერზე სოციალურად ორიენტირებულია. სინამდვილეში კი რუსეთის ეკონომიკა სრულად არის დაქვემდებარებული იმავე ვერტიკალს და ყველა ძალით ცდილობს ეს პროპგანდისტული ინსტრუმენტებით გადაფაროს, არსენალში კი დასავლეთისგან მტრის ხატის შექმნის გარდა არაფერია და მთელი რუსეთი სანგრებში ჰყავს ჩასმული!  


შენარჩუნებული ტექნოლოგიური «ჩუმი» ემბარგო: 
დღევანელი რუსეთის ერთერთი ფუნდამენტური პრობლემა ტექნოლოგიების არქონაა რომელიც მისი განვითარებისთვის საკმაოდ დიდი მუხრუჭია. სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში განჩდა იმედი რომ ტექნოლოგიური ემბარგო, რომელიც დასავლეთს ჰქონდა დაწესებული სსრკ-სთვის მოიხსნებოდა და რუსეთი მიიღებდა ტექნოლოგიური განვითარებისთვის საჭირო ცოდნას, თუმცა ეს ასე არ მოხდა და ამას, ძალიან ბევრი მიზეზი აქვს გარდა პოლიტიკურისა (ამაზე ოდნავ ქვმეოთ). 

პირველ რიგში, მომავალი რუსული პოლიტიკისადმი ნდობის დაკარგვას ხელი შეუწყო იმ ქმედებებმა ახლო სამეზობლოში რომელსაც რუსეთი ანხორციელებდა და როგორც უკვე ვთქვი მიმართული იყო დასავლეთის ბლოკის გავლენის შეზღუდვისკენ ან მთლიანად აკრძალვისკენ. ეს იყო ეთნიკურ ნიადაგზე ხელოვნური კომფლიქტების გაღვივება და ამ კომფლიქტებში რუსული სპეცსამსახურებისა და ГРУ-ს აშკარა კვალი. რომელიც მდგომარეობდა იმაში რომ დაპირისპირებულ მხარეებს აიარაღებდა და აქეზებდა ერთმანეთის წინააღმდეგ. ამ კომფლიქტების გაღვივების მიზანი კი იყო არასტაბილურობის შექმნა და ტერიტორიების უსარგებლოდ ქცევა დასავლეთის პოლიტიკური და შესაბამისად ეკონომიკური გავლენის გვარცელებისათვის. 

შესაბამისად ასეთ პირობებში, როდესაც დასავლეთმა დაინახა რომ რუსეთის მხრიდან არ ხდებოდა გლობალურ პოლიტიკაში ინტეგრირების სურვილის დემონსტრირება იმ კლასიკური გაგებით რომელიც მათთვის იყო მისაღები და თუ გნებვათ გასაგები, რა თქმა უნდა რომ გამოიწვია თავშეკავება და ტექნოლოგიური ემბარგო გაგრძელდა ავტომატურად, რადგან გარდა პოლიტიკური გაურკვევლობისა, როგორც ზემოთ ვთქვი, აშკარა გახდა რომ ახალი რუსეთი იდეოლოგიურ მოწინააღდმეგედ რჩებოდა და არ აეკთებდა უმთავრესს - საკუთარი სივრცის მენტალურ გარდაქმნას.

აქვე უნდა აღინიშნოს რომ მაშინდელი რუსეთის ანუ 90-ანების დასაწყისის რუსეთი, არ იყო ერთიანი პოლიტიკური მმართველობის ქვეშ, თუმცა აშკარა იყო რომ არც ახალი «ელიტა» იქმნებოდა და ყოფილი კომუნისტები ისევ ძალაუფლებას ინარჩუნებდნენ, რომლებიც ძნელად დასაჯერებელი იყო რომ კლასიკურ დემოკრატებად გარდაქმნილიყვნენ. აღნიშნული კომუნისტური ელიტის საკვანძო ფიგურებმა საკუთარი გავლენების გაძლიერება/შენარჩუნება, სსრკ-ს დაშლის შემდეგ ერთადერთ ორგანიზებულ ჯგუფთან - კრიმინალთან  შეკვრით გადაწყვიტა და ეს გახდა პირველი პრობლემა დასავლეთსა და რუსეთს შორის. პოლიტიკური ელიტისა და კრიმინალის ასეთი კავშირის შედეგი იყო 90-იანების განმავლობაში ის აურაცხელი მკვლელობები რომელიც მოსკოვისა და რუსეთის სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში ხდებოდა.  

ერთერთი შესაძლო მიზეზი როს გამოც სსრკ-ს დაშლის შემდეგ არ გამოვიდა დასავლეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა სწორდ ის იყო რომ დარჩენილმა ელიტამ, წარსული დაპირისპირების მთავარ კონტექსტზე უარი არ თქვა და «ორგანიზებული დანაშაულის» გავლენის გამოყენებას შეეცადა საკუთარი პოზიციების გასამყარებლად. თუმცა მხოლოდ ეს ფაქტორი არ იყო და გარდა «ქურდული სამყაროსი» ამ დაპისპირების ინსიპირირება მოხდა რელიგიის ხაზით ანუ ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა რომ ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორია, იქ სადაც კრემლის ელიტა გავლენას შეინარჩუნებდა არ გარდაიქმნებოდა (აქ შეიძება გავიხსენო მიხეილ ლუბიმოვის წიგნი «გოლგოთა» ანუ ანდროპოვის გეგმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მომხდარი პროცესების შესახებ)! ამიტომაც დასავლეთმა რუსული ინტერესების იგნორირებით დანარჩენი, ახლად ჩამოყალიებებული ნაციონალური რესპუბლიკების ტერიტორიების ათვისებას მიჰყო ხელი, რომლებიც გახდებოდა ერთგვარი «შოუ რუმი» ახალი რუსეთის მოქალაქეებისათვის! 

პოსტსაბჭოთა რუსეთ: პოსტსაბჭოთა რუსეთი და სივრცე, ერთობ საინტერესო ფენომენია მრავალი თვალსაზრისით. პირველ რიგში იმით თუ როგორ მოხდა მმართველი ელიტისთვის ძალაუფლების შენარჩუნება და კომუნისტური მსოფლმხედველობიდან, რელიგიური შინაარსის მქონეზე გადასვლა, რომელიც მოგვიანებით მართლმადიდებლობით შეივსო. 

ეს პროცესი იდეოლოგიურ საფუძვლების ჩანაცვლებისა ასევე ძალიან საინტერესოა და შეიძლება ითქვას უნიკალური გამოცდილებაა რომელიც ასეთი მაშტაბით შესაძლოა ვეღარც ვიხილოთ. 

ლაპარაკია საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო თვეების განამვლობაში ცენტრალური ტელევიზიით ტრანსლირებული მასობრივი ჰოპნოზი რომელსაც ყველასთვის ნაცნობი კაშპიროვსკი გვიტარებდა, რომლის   გაცხადებული მიზანიც საბჭოთა მოქალაქეების განკურნება იყო(?!) სინამდვილეში კი კომუნისტების მიერ მატერიალურ დიალექტიზმზე დაფუძნებული ათეისტური სტერეოტიპების დანგრევის პირველი ნაბიჯი იყო რომელსაც მოჰყვა რა თქმა უნდა გარკვეული ხელშეწყობის შედეგად «მფრინავი თეფშების» შემოსევა და მოგვიანებით ამ ყველაფრით დაშინებული ხალხის მასისათვის, ისევ ექსტრასენსებისა და ათასი ჯურის «მკითხავების» შემოსევა. რომელმაც ასევე მასობრივი ხასიათი მიიღო და ყველა ადამიანი საკუთარ თავში ცდილობდა ასეთი უნარების აღმოჩენას! გახსოვთ ალბათ მარჯანიშვილის მეტროშიც კი იდგა ბიოდენების საზომი აპარატი! 

ამ ყველაფერს მოჰყვა ასევე უამრავი  რელიგიური სექტების გაჩენა და ეს პროცესი დასრულდა ავანსცენაზე მართლმადიდებლური რუსეთის საპატრიარქოს გამოსვლით.  

ეს რომ არ გეკეთებინა მაშინდელი საბჭოთა ელიტას, რომელიც ისევ ინარჩუნებდა სპეცსამსახურებზე გავლენას, ვერ მოახერხებდა ისეთი იდეოლოგიური საფუძვლის შექმნას, რომელიც მმართველი ელიტისთვის  უმტკივნეულოდ ჩაანაცვლებდა კომუნისტურ იდეოლოგიას და არ გააჩენდა მათ მიმართ წარსული იდეოლოგიის გამო უნდობლობას ან უხერხულ კითხვებს. 

ზემოთ აღწერილი პროცესის შედეგია ის რუსოცენტრული მართლმადიდებლობა რომელიც რუსული პროპგანდის ერთერთი მთავრი ტრანსლიატორია და რომელმაც თვითნებურად გამოაცხადა მისიონერიზმი პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც კარგად აისახა მიმდინარე წლის 28 აგვისტოს რუსეთის პატრიაქრქის სიტყვაში რომელიც წარმოსთქვა  დიდი ალექსანდრიის პაპისა და პატრიარქის თეოდორ მეორესთან შეხვდერაზე. ეს მისიონერიზმი რელურად არის რუსული გავლენის აღდგენა ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე რომლის გამოვლინებასაც ყოველდღიურად ვხედავთ, განსაკუთრებით კი უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ. 

კიდევ ერთი მაგალითი იმისა რომ სსრკ-ს დაშლის ბოლო ეტაპზე დაწყებული ფსიქოლოგიური შეტევა მოქალაქეებზე კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა არის ის ისტორიული შეზავება მერთლმადიდებლობასთან რომელსაც დღეს ვხედავთ. ეს ისტორია რომელიც საბჭოთა ისტორიის გადასხვაფერებული ვერსიაა, წარმოადგენს რევიზირებულ ისტორიას რომლიდანაც ამოღებულია კომუნისტური შინაარსი და შეტანილია მართლმადიდებლობა როგორც ფუნდამენტი პოსტსაბჭოთა სივრცის ერების ერთობისა.  

ისევ უკან რომ დაუბრუნდეთ დროს, რელიგიური შინაარსის გარდა პოსტსაბჭოთა რუსეთის პირველ ეტაპზე, ზემო უკვე აღნიშნული კიდევ ერთი საინტერესო ფენომენი გამოიკვეთა - ეს არის ირგანიზაებული დანაშაული ანუ ე.წ. «ქურდული სამყარო» რომელიც არც თუ უსაფუძვლოდ სსრკ-ს უსაფრთხოების სამსახურების მიერ შექმნილად მიიჩნევა. ის იყო გამოყენებული სსრკ-ს მოქალაქეთა იმ ნაწილის იდეოლოგიური «ათვისებისთვის» რომელიც ზებუნებრივი შეინაარსების გავლენას არ ექვემდებარებოდა. თანაც ეს ფენომენი იყო ერთადერთი რომელიც სსრკ-ს სისტემის მოშლის შემდეგ, პირველი წლების განმავლობაში პრაქტიკულად უცვლელი დარჩა და სისიტემური კონტროლის გარეშე დარჩენილი კიდევ უფრო გაძლიერდა, თანაც მყისიერად. 
გამომდინარე ზემოთქმულიდან პოლიტიკურმა ელიტამ მასთან კავშირი შეინარჩუნა და საკუთარი მიზნების განხორციელებაში კონკრეტული ადგილიც მიუჩინა, რომელიც დღემდე წარმატებით მოქმედებს. 

რაც შეეხება არმიას რომელიც რა თქმა უნდა რომ ძალზედ მნიშვნელოვანი კმპონენტი იყო და არის, პოლიტიკური გავლენის განსახორციელებლად, მათთვის პირდაპირი ფუნქცია განისაზღრვა პოსტ-სსრკ-ს სივრცეში გაჩენილი კომფლიქტებით. გენერალიტეტის «ერთგულება» იქნა შენარჩუნებული შემდეგნაირად - კონფლიქტები აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ყარაბახსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საჭიროებდა საწვავს, რომელიც იარაღისა და გაწვრთნილი მებრძოლების ორივე ან «საჭირო» მხარისთვის მიწოდებას გულისხმობდა. შესაბამისად რუსი გენარალიტეტისთვის გახსნილი იყო ყოფილი საბჭოთა იარაღის რეზერვები და გაწვრთნილი მებრძოლების დაუსაქმებელი არმია. იარაღი აურაცხელი რაოდენობით იყიდებოდა არა მხოლოდ აღნიშნულ კონფლიქტებში მონაწილე მხარეებს შორის, არამედ ახლო აღმოსავლეთის მარგინალური ხელისუფლების მქონე ქვეყნებშიც, რაც უზარმაზარი შემოსავალი იყო და თანაც განაპირობებდა გენარალიტეტის კომპრომეტირებას, რომელიც საჭირო იქნებოდა შემდგომში გენერალიტეტის ლოიალობის შენარჩუნებისთვის. 

 აქ პრაქტიკულად მოკლედ მიმოვიხილეთ ის სამი გავლენის ინსტრიუმენტი რომელიც დღევადნელ რუსეთის პოლიტიკურ აგრესიას ისევ ისე ემსახურება როგორც სსრკ-ს დროს. ის რომ საბჭოთა პოლიტიკური ნომეკლატურა ძალაუფლებას ინარჩუნებს დღესაც დადასტურებულია თავად რუსეთის პრეზიდენტის ვლადიემრ პუტინის არსებობითა და ამდენი ხნით ძალაუფლების სადავეებთან გაჩერებით. შესაბამისად არ მგონია ამას დამატებითი არგუმენტირება სჭირდებოდეს!

რუსეთის რეგიონების წარმოდგენითი (ფსიქოლოგიური) კუთვნილება:  
გასული თემებიდან გამომდინარე ალბთ შეგემნათ წარმოდგენა რომ რუსული პოლიტიკური გავლენის მექნიზმები მთლიანად ორიენტირებულია საგარეო გავლენებზე, ეს მართლაც ასეა. 

შიდა სივრცე კი სრულად არის მინდობილი რეპრესიულ ინსტრუმენტებს და უნდა ითქვას რომ საკმაოდ ეფექტურად მოქმედებენ, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმრაველესობა საბჭოთა მენტალობის მატარებელია. ამ თვალსაზრისით მგონი რომ თავად რუსულ რეპრესიულ მანქანას, გარკვეული დროის განმავალობაში გამორჩენილი ჰქონდა რუსეთის რეგიონების ფსიქოლოგიური კუთვნილების ფენომენი, რომელიც საკმაოდ გავრცელებული ყოველდღიურ განხილვებში. თუმცა მგონია რომ ბოლო დროს ექსტრემიზმის აღმოფხვრისთვის გატარებული რეპრესიული ღონისძიებები სწორედ ამ ფენომენის დაფიქსირებას უკავშირდება.  

მარტივად რომ ავღწეროთ რას ნიშნავს ფსიქოლოგიური ან წარმოდგენითი კუთვნილება, მაგალითისთვის მოვიყვან კავკასიას, რომელიც საერთო რუსულ მოცულობაში არ ჯდება. მისი ფსიქოლოგიური კუთვნილება მუსულმანური სამყაროსკენ არის მიმართული. კავკასიის ასეთი ფსიქოლოგიური აღქმა განაპირობა სსრკ-ს დაშლის შემდეგ ახალგაზრდების სასწავლებლად გაგზავნამ მუსლიმანურ ქვეყნებში როგორიც არის თურქეთი, იორდანია, სირია, ეგვიპტე და ა.შ. შესაბამისად ასეთმა ვითარებამ განაპირობა ის დამოკიდებულება, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოიხატა ერთობ სიმპტომატურ ლოზუნგში «Хватыт кармит Кавказ» რომელსაც იმ შინაარსთან რომლითაც გამოიყენებოდა, პრაქტიკულად არავითარი კავშირი არ ჰქონდა. 

ანალოგიური ვითარებაა სხვა, მაგალითად ჩინეთის მოსაზღვრე რეგიონებშიც. სადაც ჩინური გავლენა 2009 წლიდან დაწყებული რეგულარულად იზრდება და იქამდე მივიდა რომ რუსეთ-ჩინეთის 3000 კილომეტრიანი საზღვრის გასწრივ არსებული მიწები,დაახლოებით 500 000 ჰა უკვე ჩინეთის მფლობელობაშია. მათ შორის ის ნაწილი რომელზეც სტრატეგიული დანიშნულების ტრანსციმბირული სატრანსპორტო არტერია გადის. გარდა ამისა საყურადღებოა ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტი - რუსეთ-ჩინეთის საზღვრის გასწვრივ ჩინეთის რეგიონებში მოსახლეობის რაოდენობამ 141 მილიონს მიაღწია, მაშინ როდესაც მთელ ბაიკალს იქითა და ციმბირის რეგიონებში სულ 6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 

2009 წლამდე რუსი პუბლიცისტები და ჟურნალისტები, ხშირად წერდნენ ჩინური საფრთხის შესახებ და შესაბამისი მტკიცებულებაც მოჰყავდათ რომელიც გამოიხატებოდა იმაში რომ რუსეთის საზღვრისკენ ჩინეთის ტერიტორიის სიღრმიდან მიმდინარეობდა მაღალი გამტარობის მქონე სარკინიგზო მაგისტრალების მშენებლობა, რომელიც საზღვრის გასწვრივ ნაწილდებოდა. ასევე ვერანაირ რაციონალურ თუ პრაგმატულ ახსნას ვერ უძებნიდნენ რუსი  ჟურნალისტები და ბლოგერები აღნიშნულ რეგიონებში ქალაქების მშენებლობას. 

საზრვრებს გარეთ სამეზობლო ქვეყნების ფსიქოლოგიურ კუთვნილებას რომ თავი დავანებოთ, რუსეთის ტერიტორია არ არის მხოლოდ ერთი ეთნიკური ჯგუფის კუთვნილი ტერიტორია. რაც იმას ნიშნავს რომ მჭიდრო მენტალური ინტეგრაცია არ არსებობს თავად რუსეთად წოდებული ქვეყნის შიგნით. ეს ისეთი ფაქტორია რომელიც ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად სულ უფრო აქტუალური გახდება და მოსკოვთან კონფლიქტისთვის დამატებითი ფაქტორების გამონახვა საჭირო არ იქნება. ხშირად ვრცელდება ინტერნეტის მეშვეობით ციმბირის  სახვადასხვ რეგიონების მცხოვრებთა მონოლოგები იმის შესახებ თუ რა სიმდიდრეს მოიპოვებენ მათ რეგიონებში და რა პირობებში ცხოვრობენ თავად. უმრავლესობა ასეთი ინტერნეტ მონოლოგებისა, თითქმის ერთი შინაარსისაა რომელიც მდგომარეობს იმაში რომ ყოველი მათგანი ხაზს უსვავს უზარმაზარ განსხვავებას ცენტრალურ ბიუჯეტში რეგიონის მიერ შეტანილ ფულსა და უკან დაბრუნებულ დოტაციას შორის. 

აგრესიული სამეზობლო პოლიტიკის საფუძველი: 
რუსეთის სამეზობლო აგრესიული პოლიტიკა, რუსული პროპგანდის მიერ ტრანსლირებული თვადაცვითი აუცილებლობებით ნამდვილად არ არის განპირობებული. ეს ისეთივე ილუზიაა, როგორიც მაგალითად მართლმადიდებლობის დამცველის თვითნაკისრი მისია! რეალურად NATO-ს ექსპანსიონისტური გეგმები არ ჰქონია რუსეთის მიმართ და თუ კარგად დაუკვირდებით 90-იანი წლების მეორე ნაწილში, რუსეთის მიერ წამოწყებული ინტეგრაციული პროექტი «დსთ» ერთგვარად მხარდამჭერილიც კი იყო რადგან დასავლეთისთვის სჭირო და აუცილებელი იყო საბჭოთა მმართველობისგან გათავისუფლებული ქვეყნების ნორმალური, საერთაშორისო სისტემაში ინტეგრირებისათვის, ევროკავშირის მსგავსი გაერთიანების ჩამოყალიებება დემოკრატიულ პრინციპებზე (ინტეგრალური პროცესი), რომელიც თითოეული წევრს შორის უკვე არსებული ურთიერთობის გამოცდილების გათვალისწინებით, გააცივილურებდა მათ, მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში ცალ-ცალკე და ამავე დროს ერთად ჩართულობით. 

ამ ინტეგრალური პროცესისი ნაცვლად, კრემლმა გადაწყვიტა საბჭოთა კავშირის მსგავსი სისტემის შექმნა, რომელშიც უპირობო ლიდერის პოზიციას არ თმობდა და ყოველგვარი თანასწორუფლებიანი ურთიერთობა წარმოუდგენელი გახადა.

 «დსთ»-ს წევრ ქვეყნებს შორის რუსული ხელით შექმნილი კომფლიქტების შემდეგ, წინააღდემგობრიობა პირველ რიგში გამოიხატა იმაში რომ კრემლის მოთხოვნით, საწარმოო სტანდარტად უნდა შენარჩუნებულიყო ის სტანდარტი, რომელიც გვიან საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო და უნდა დაევიწყებინათ წევრ ქვეყნებს, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები. ამის მიზეზი იყო ის რომ საწარმოო სტანდარტი გარანტირებულად და თანმიმდევრულად მოახდენდა ყოფილ სსრკ-ს სივრცის ქვეყნების რუსოცენტრული გაერთიანების რეანიმირებას. 

რეალურად წარმოუდგენელი იყო, მთელი დანარჩენი სივრცის გარდაქმნა ევროსტანდარტზე და მხოლოდ რუსეთის წარმოების დარჩენა საკუთარ სტანდარტზე, რომლის საწარმოო ციკლი არ არის სრული და ძალიან ბევრ კომპონენტში სწორედ ყოფილ მოკავშირე რესუბლიკების წარმოებაზე იყო მიბმული. 

მაგალითისთვის ავიღოთ უკრაინა. თუ გაიხსენებთ კრიზისის დასაწყისში, როგორც კი გაჩნდა დღის წესრიგში უკრაინის ევროინტეგრაციის საკითხი, რუსული მხრიდან დაიწყო იმის მტკიცება რომ უკრაინული საწარმო სტანდარტი და სიმძლავრეები ვერ აკმაყოფილებდა «ევროსტანდარტს». ამ იდეაზე აფუძნებდნენ იმ პროგნოზებს რომელიც ეხლაც აქტიურად კეთდება და უკრაინის წარმოების განადგურების იდეას ტრანსლირებს. რეალობა კი ის არის რომ რუსული ბაზარი არ არის ისეთი მსყიდველუნარიანი როგორიც საჭიროა რომ იყოს ევროსტანდარტის  პროდუქტის მომხარებელი. ესეც არ იყოს და საკუთარ წარმოებას, რომელიც როს-სტანდარტზეა დარჩენილი, გასაღების ბაზრის პრობლემა ექმნებოდა და ასევე პრობლემა იქნებოდა რუსეთის არასრულ საწარმო სიმძლავრეებს, რომლებიც ნედლეულს ან მაკომპლექტებლებს ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან იღებდნენ, შესაბამისად ჩნდება წარმოების სინქრონიზაციის პრობლემა და შედეგად რუსეთი რჩება საკმაოდ მაშტაბური საწარმოო კოლაფსის გარდაუვალობის წინაშე.
(დონბასიდან გატანილი საწარმოები რომელზეც კომფლიქტის პირველ ეტაპზე იწერებოდა)

კრემლის ეკონომისტების თავდაპირველი იმედი ეფუძნებოდა იმას რომ უკრაინის წარმოების გადაიარაღებისთვის ევროსტანდარტამდე, საჭირო იყო 35 მილიარდი დოლარი. ასეთი კოლოსალური ციფრი ობივატელისთვის შესაძლოა შთამბეჭდავია მაგრამ უკრაინის საწარმოო პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის პრობებში, არავითარ პრობლემას არ წამრმოადგენს და საერთაშორისო დონორი ორგანოზაციები სიამოვნებით დააკრედიტებენ ამ პროცესესს. 

გარდა საწარმოო სტანდარტის პრობლემისა რა თქმა და რომ პოლიტიკური გავლენის მნიშვნელობა პირდაპირ პროპორციულია ზემოთაღწერილი წინააღმდეგობისა. 

იმისა წარმოსადგენად თუ რატომ არის მთავარი ფაქტორი  საწრმოო სტანდარტი, საჭიროა კარგად გავიაზროთ რას გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ჩვენს ყოვედლღიურობაში ხშირად გვხვდება და მისი პრაქტიკული გამოყენება ერთობ საჭირო რამეა. 

საწარმოო სტანდერტების საერთაშორისოსთან სინქრონიზაცია, გულისხმობს ასევე შესაბამის გარემოს, რომელიც გამორიცხავს კორუფციასა და ავტორიტარულ შრომით გარემოს. რაც თავის მხრივ ითხოვს სახელმწიფო ადმინისტრირების ანალოგიურ სტანდარტს, რაც ნიშნავს ადმინისტრირებას თავისუფალს კორუფციასა და ავტორიტარული მმართველობისგან. ასეთი მიდგომა ჩამოყალიბებულია პრაქტიკული გამოცდილებიდან და ეფუძნება საერთაშორისო სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ეს სოციალური სამართლიანობა კი გულისხმობს არა მხოლოდ მწარმოებელი ქვეყნის შიგნით სოციალურ პასუხისმგებლობას, არამედ საერთაშორისო მაშტაბში პასუხიმგებლობასაც. როდეასც ბიზნესის ინეტერესები დაცულია სახელმწიფოს მიერ მიუხედავად იმისა სამამულოა ბიზნესი თუ საზღვარგარეთული. რაც ნიშნავს გასაღებისა და ნედლეულის სტაბილურ ბაზარს რომელიც გამორიცხავს უპროგნოზო მოქმედებებს. როგორც ვხედავთ რუსეთში სრულიად საპირისპირო მმართველობის სისტემაა შექმნილი და იქ გამეფებული ელიტისთვის, ნებისმიერი ხარისხით დემოკრატიზაცია მომაკვდინებელი საფრთხეა. 

ამ აუდიტორიაში ვფიქრობ რომ არ არის საჭირო დამატებით იმის ახსნა თუ რატომ იყო ასეთი გაავებული რუსეთი საქართველოს მიმართ 2003-12წწ - სწორედ ის ზემოთხსნებეული «შოუ რუმი»  გაუჩნდა ყურისძირში, ხოლო უკრაინის შემთხვევაში ეს «შოუ რუმი» უზარმაზარ «პროპაგანდისტულ მონიტორად ექცა» რომელიც საქართველოსთან შედარებით კიდევ უფრო საშიში პრეცედენტი იქნება თუ კი შესძლო და თავი დააღწია პრორუსლ ჭაობს უკრაინამ მთელი თავისი ხიბლებით როგორიც არის კურუფცია და საწარმოო ჩამორჩენილობა! 

ბუნებრივი საჭიროება და რუსეთის მაშტაბი: 
რუსოფილები და ველიკოდერჟავნიკები, საკუთარი სიყვარულის ობიექტის სიდიადეს რუქაზე დატანებული უზარმაზარი ტერიტორიის გამოსახულებით იმტკიცებენ. ამ არგუმენტის წინაშე ძალიან ხშირად კაპიტულირებენ რუსოფობებიც თუმცა კი ჩემი სუბიექტური პოზიციაა რომ რუსეთისთვის ტერიტორიული სიდიდე უფრო მეტად პრობლემაა ვიდრე უპირატესობა და აი რატომ. 

მიუხედავად სასარგებლო წიაღისეულისა და ენერგო რესურსების არსებობისა,  რუსეთის დემოგრაფიული პრობლემა იმდენად დიდია რომ კიდევ ერთ მაშტაბურ კრიზისს ვერ გადაიტანს, როგორი ინტენსივობისაც არ უნა იყოს ის. ანუ იქნება ეს ცხელი (საბრძოლო მოქმედებები) თუ ცივი (ეკონომიკური სანქციები).  

ამაზე მოწმობს გეითსების ფონდის მიერ ჩატარებული კველვა რომელიც სიცოცხლის ხანგრძლივობას ეხება სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის რუსეთშიც. მონაცემები რომელიც მკვლევრებმა შეისწავლეს 1990-2013 წწ პერიოდს მოიცავს და შედეგად დადგინდა რომ რუსეთის მოქალაქეების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა ჩრდილოეთ კორეისა და ერაყის მოსახლეობის სისცოცხლის ხანგრძლივობის შორის არის და იკავებს 108 ადგილს. აქ გასათვალისწინებელია რომ 2003-13 წწ მიუხედავად მაღალი საბიუჯეტი შემოსავლებისა, რომელსაც რუსეთის ბიუჯეტი იღებდა ნავთობის გაყიდვიდან, მცირედით აისახა ამ მაჩვენებელზე და 1,7 წლით გაზარდა ეს მაჩვენებელი ხოლო ჯანმრთელი სიცოცხლის ხანგრძლივობა კიდევ უფრო ნაკლები 1,6 წლით (მსოფლიოს საერთო მაჩვენებელი კრიზისი პირობებშიც კი 5 ჯერ აღემატება)! რა თქმა უნდა რომ უნდა გავითვალისწინოთ ის არსებული მდგომრეობა რომელიც ერაყსა და ჩრდილოეთ კორეაშია და ისიც, თუ რა მდგომარეობა იყო რუსეთში მოცემული კვლევის პერიოდში. 

ასეთი დემოგრაფიული სურათი იმედის მომცემი არ უნდა იყოს რუსი ველიკოდერჟავნიკებისთვის. საინტერესოა აგრეთვი 2003-13 წწ მონაცემი რადგან ამ პერიოდის განმავლობაში არანაირი სანქციები და მაშტაბური ომები არ უწარმოებია რუსეთს. შესაბამისად თუ იმას გავითვალისწინებთ რომ დღეს არსებული ეკონომიკური სანქციები და შედეგად დამძიმებული სოციალური ფონი, ამ მონაცემებს კიდევ უფრო გააუარესებს მაშნ მთლად უიმედო მდდგომარეობა აქვთ კრემლის მესვეურთ. 

ამ კონტექსტში შევხედოთ რუსეთის ტერიტორიას და ალბათ თქვენთვისაც თვალსაჩინო გახდება თუ რას ვგულისხმობდი ტერიტორიული სიდიდის პრობლემაში. ეკონომიკური კრიზისის პირობებში განუვითარებელი ინფრასტრუქტურა და სოციალური გარემო კიდევ უფრო პრობლემური გახდება და ელემენტარულად ფიზიკურად დაცვის პრობლემას წამოჭრის. 

ერთია პროპაგანდის მიერ შექმნილი სურათი და მეორეა რეალობა, რომელიც როგორც არ უდნა ალამაზონ კრელის მესვეურთა მეხოტბეებმა არ დაემთხვევა იმ რეალობას, რომელსაც ტელევიზორში ხედავს რუსეთის მოქალაქე. 

შემდეგი საკითხი რომელიც რუსეთის დიდი ტერიტორიის პრობლემატურობას ეხება ჩემის აზრით ეს არის თავად ტერიტორა და რესურსები, რომელსაც კაცობრიობის განვითარებული ნაწილი საჭიროებს და რომელიც ჯერჯერობით არაფერს არ ხმარდება. საბაზრო ეკონომიკის პრინციპიდან გამომდინარე ახალი ბაზრებისა და ნედლეულის მოპოვების გზების ძიება მუდმივად მიმდინარეობს და გამომდინარე იქიდან რომ რუსეთის რესურსები აუთვისებელია, მათი ათვისება აუცილებლად მოხდება. ამის კარგი მაგალითია ჩინეთისათვის უზარმაზარი მოცულობით მიწების გადაცემა. რუსეთი რომ ნორმალურად განვითარებული ქვეყენა ყოფილიყო, ჩინეთის საჭიროებიდან გამომდინარე შესძლებდა გადაცემული მიწების დამუშავებას და ამით უზარმაზარ შემოსავლებსა და პოლიტიკურ გავლენას მიიღებდა, თუმცა როგორც ვხედავთ კრემლის პოლიტკური მზერა მიმართულია დასავლეთისაკენ, იქ სადაც გასაღების ყველაზე მძლავრი ბაზარია და ამ მზერას არაფერს აყოლებს გარდა ნავთობისა და ამ ნავთობით პოლიტიკური ინტრიგების ხლართვისა. 

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით რუსეთმა რაოდენ აგრესიული პოლიტიკაც არ უნდა აწარმოოს ახლო სამეზობლოსა თუ შორეულ რეგიონებში, მისი შიდა პრობლემები გახდება ის გადამწყვეტი ფაქტორი რომელიც გახსნის კარებს გლობალური ეკონომიკის აქტორებისთვის და ამას ვერანაირი რეპრესიული მანქანა წინ ვერ აღუდეგება.

Комментариев нет:

Отправить комментарий