რუსული პროპაგანდა, ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის განადგურების შემდეგ გადაჩვეულია რაიმე საკითხზე ალტერნატიული მოსაზრების მოსმენას და ამიტომ შესაბამისი დამოკიდებულებაც არსებობს რუსული მედია სივრცის მიმართ.
შესაბამისად ყოველი ისეთი შემთხვევა, როდესაც რუსულ ტელეარხებზე მოულოდნელად ხდება პროპაგანდის მიერ ტრანსლირებული მოსაზრების საწინააღმდეგო მოსაზრების გასვლა, სენსაციურ მოვლენად აღიქმება და მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე მისი გავრცელებით არის დაკავებული. ეს ერთგვარ ფსიქოლოგიურ ფენომენზე მიუთითებს, როდესაც ყველამ იცის რომ რუსული ტელევიზია მხოლოდ კრემლის რაკურსების გავრცელებითაა დაკავებული და მაინც ყველა უყურებს იმ იმედით რომ მოხდება აი ასეთი შემთხვევა!

ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება სირიის საკითხს და რუსულ ავანტურას, რომელიც სირიაში წამოიწყო ვლადიმერ პუტინმა.
ყოველ ასეთ შემთხვევაში როდესაც დებატებისას ხდება მსგავსი სიმართლის გაპარვა პირდაპირ ეთერში, საინტერესოა ყოველთვის დამსწრე საზოგადოების რეაქცია და ის აგრესია, რომელსაც დაუფარავდ გამოხატავენ. ეს კი მათ მენტალურ მდგომარეობაზე მიუთითებს და ასევე ააშკარავებს მეთოდებს რომლითაც ხელმძღვანელობენ ამ ტელეარხების სარედაქციო პოლიტიკის განმსაზღვრელები.
Комментариев нет:
Отправить комментарий