Страницы

четверг, 22 октября 2015 г.

SOCAR-ი აზერბაიჯანი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს გაზის მოთხოვნას!

ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ყურადღებიდან გამოგვრჩა SOCAR-ის განცხადება რომელიც ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადების საპასუხოდ გავრცელდა და რომელშიც
კალაძე ამბობდა რომ თითქოს აზერბაიჯანს არ აქვს საკმარისი რესურსი, დააკმაყოფილოს საქართველოს გაზის მოთხოვნილება. SOCAR-ის განცხადებით საქართველოს გაზის მოხმარება დღეში 6,2 მილიონი კუბამეტრია, ხოლო აზერბაიჯანიდან ყოვედღიურად ხდება 6 მილიონის მოწიდება ბმული. ამავე განცხადებაში კალაძემ განაცხადა რომ გასული სამი წლის განმავლობაში საქართველოში გაზის მოხმარება გაიზარდა თუმცა, არც კალაძეს და არც სხვა ვინმეს ხელისუფლებიდან, არ აუხსნია რამ განაპირობა გაზის მოხმარების გაზრდა იმ ფონზე როდესაც ქვეყანაში ეკონომიური ზრდის ვარდნას აქვს ადგილი. ასევე ალოგიკურია გაზის მოხმარების გაზრდა იმ ფონზე როდესაც გაზის ტარიფი გაძვირდა რიგითი მოქლაქეებისთვის და ასეთ დროს როგორც წესი ასევე კლებულობს მოხმარება. ვერც იმას ვიტყვით რომ საწარმო სიმძლავრეები გაგვეზარდა და შესაძლოა მოსახლეობაში შემცირებული მოხმარება დააკომპენსირა წარმოებამ. 
ასევე გასათვალისწინებელია რომ დენის გაზრდილი ტარიფი, ასევე ელექტრო ენერგიის მოხმარებას შეამცირებს და თბოელექტრო სადგურებში გამომუშავებადი დენისთვის საჭირო გაზის მოცულობაც შესაბამისად ნაკლები იქნება. აქვე ალბათ უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ გაუფასურებული ლარი, აიძულებს მოსახლეობას შეამციროს თავისი საყოფაცხოვრებო ხარჯები რადგან, მისი გაუფასურების კომპენსირება არ მომხდარა და შესაბამისად დავადრნილი მსყიდველუნარიანობა იქნება საყოფაცხოვრებო კომფორტის შემცირების მაპროვოცირებელი.
 ყველაზე ცუდი ამ ისტორიაში არის ის რომ Gazprom-ის საკითხი აშკარად პოლიტიკურია და მას არავითარი ეკონომიკური რაციონალურობა არ უდევს საფუძვლად. მიუხედავად ამისა კი საქართველოს ხელისუფლება ცინიკური სიჯიუტით ცდილობს ამტკიცოს რომ ამ მოლაპრაკებას რაღაც პრაგმატული საფუძველი გააჩნია, მაშინ როდესაც ასეთი პრაგმატული საფუძველის არსებობის შემთხვევაში, მათ არ გაუჭირდებოდათ Gazprom-თან მოლაპარაკებების ახსნისთვის, ერთი და უცვლელი ვერსია გაეჟღერებინათ. ჩვენ კი სრულიად საპისპირო ვნახეთ და საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებისთვის მათ რამდენიმე კვირა დასჭირდათ. საბოლოოდ კი მაინც ვერ ჩამოაყალიბეს რაციონალური ვერსია, ანუ ისეთი რომ დამაჯერებელი ყოფილიყო ამ საკითხისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისათვის.     

Комментариев нет:

Отправить комментарий