დღეს თურქეთის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტი მთავარი განხილვის თემაა მსოფლიო მედიაში. ასეთი მაშტაბის ტერაქტი თურქეთში დიდი ხანია არ მომხდარა, მითუმეტეს ქვეყნის დედაქალაქში.
ისე კი ტერორიზმის საფრთხე, ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით, თურქეთს მუდმივად აქვს სამხრეთ საზღვრებთან ჯერ აჯანყებული ქურთების და შემდეგ უკვე რადიკალ ისლამისტთა სირიის ტერიტორიაზე გააქტიურების გამო.
ისე კი ტერორიზმის საფრთხე, ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით, თურქეთს მუდმივად აქვს სამხრეთ საზღვრებთან ჯერ აჯანყებული ქურთების და შემდეგ უკვე რადიკალ ისლამისტთა სირიის ტერიტორიაზე გააქტიურების გამო.
დღეს მომხდარი ტერაქტი კი ძალზედ შემაშფოთებელია რამდენიმე ფაქტორის გამო. პირველ რიგშ იმით რომ რამდენიმე დღეში არჩევნები უნდა გაიმართოს და ეს ტერაქტი შესაძლოა გამოყენებული იქნას შიდა პოლიტიკური არეულობის გამოწვევისთვის და მეორე იმისთვის რომ თურქეთმა მილიონობით სირიელი და ერაყელი ემიგრანტი შეიფარა, რომელთა მდგომარეობაც ამ ტერაქტის გამო შესაძლოა მკვეთრად გაუარსდეს, თუ კი არ მოხდება მისი მომწყობის დადგენა და დამნაშავის გარკვევა!
დღეს მომხდარ ამ ტრაგედიას 86 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და 186 მძიმედ არის დაჭრილი. როგორც თურქული წყაროები იტყობინებიან მოხდა ორი აფეთქება რამდენიმე წამის დაშორებით და სავარაუდოდ აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა!
საღამოს კი გავრცელდა ტერაქტის ამსახველი ვიდეო მასალა, რომელზეც კარგად ჩანს უშუალოდ აფეთქების მომენტი:

Комментариев нет:
Отправить комментарий