Страницы

суббота, 10 октября 2015 г.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კვლავ შეტაკება მოხდა არიან დაღუპულები

კვალვ შეტაკებები მოხდა ყარაბახის კომფლიქტის ზონაში. აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით წუხელ, 9 ოქტომბრის ღამეს, მძიმე შეტაკება მოხდა ფრონტის ხაზზე ორ დაპირისპირებულ არმიებს

შორის, რის შედეგადაც აზერბაიჯანულ მხრეს ჰყავს ერთი დაჭრილი ჯარისკაცი ხოლო სომხურ მხარეს 6 დაღუპული და დაუზუსტებელი ინფორმაციით რამდენიმე დაჭრილი წყარო 1 / წყარო 2. სომხური მხარე აცხადებს რომ მათ დანაკარგები არ აქვთ და გავრცელებული ინფორმაცია 6 დაღუპული ჯარისკაცის შესახებ, მოწინააღმდეგის პროვოკაციად შეაფასეს წყარო. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს რომ ღამის შეტაკებების შემდეგ სრულად აკონტროლებს ვითარებას ფრონტსი ხაზზე და ამ დროისთვის სიმშვიდეა. თუმცა რამდენად სიმშვიდეა არავინ იცის რადგან სომხური მხარე ახადებს რომ ფრონტის ხაზის სიახლოვეს შენიშნეს აზერბაიჯანული ავიაციის აქტივობა, რომელიც მათი თქმით სასწავლო გაფრენებს ახორციელებდა წყარო. სომხების განცხადებით მათი საჰაერო თავდაცვითი სისტემებით მოწინააღმდეგის ავიაციის აქტივობას აკვირდებოდნენ და უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონაში რაიმე პრობლემა არ შეუქმნიათ.
 გარდა კომფლიქტის ზონაში მომატებული დაძაბულობისა, ასევე დაძაბულია ვითარება პოლიტიკურ ფრონტზე და სომხური მხარე, აზერბაიჯანული აქტივობის საპირწონედ, აცხადებს რომ თუ კი გაგრძელდა აზერბაიჯანული პროვოკაციები, სომხეთი ე.წ. ყარაბახის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებს წყარო. ასეთი ნაბიჯი სომხების მხრიდან აუცილებლად გახდება კომფლიქტის განახლების მიზეზი და ამ შინაარსით განახლებული კომფლიქტის შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება.
 ის რომ ზოგადად საქართველოს სამხრეთ საზღვრების გადაღმა ყველაფერი კარგად არ არის, ახალი ამბავი ნამდვილად არ უნდა იყოს მაგრამ ამ კონტექსტში უცნაურად შემოვიდა აქამდე არარსებული თემა. ეს არის თურქული სამხედრო ვერტფრენების სომხეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა და ეს მოხდა რუსული ავიაციის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევიდან მესამე დღეს. სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით გავრცელდა, თურქული სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმრეფენები, სომხეთის ცაში 6-7 ოქტომბერს შეიჭრნენ და სულ 2-4 წუთი დაჰყვეს, შემდეგ კი ისევ საკუთარ ტერიტორიაზე გადავიდნენ წყარო. აღსანიშნავია რომ სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-ირანის საზღვრებს რუსული არმია იცავს. ამ ეპიზოდში მნიშვნელოვანია არა ის რომ მოხდა სომხეთის საჰაერო სივრცის დარღვევა, არამედ ის თუ რა ამოცანას ასრულებდნენ თურქული ვერტმფრენები სომხეთის საზღვრის გასწვრივ და არის თუ არა ის რამენაირადმე კავშირში რუსეთის სირიის კომფლიქტში მონაწილეობასა და წინა დღეებში თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან!


Комментариев нет:

Отправить комментарий