დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ერაყის სამხედრო ავიაციის მიერ ISIS-ის ლიდერი აბუ ბაქარ ალ-ბაგდადის საავტომობილო კოლონაზე იერიშის მიტანის შესახებ.
ინფორმაციის გავრცელებისთანავე გაუგებარი იყო მოხდა თუ არა იერიშის შედეგად ალ-ბაგდადის განადგურება, თუმცა რამდენიმე წყარომ დაადასტურა მისი მოადგილის და ქართველი მკითხველისთვის ყველაზე ცნობილი ომარ ალ-შიშანის (იგივე თარხან ბათირიშვილი) სიკვდილი .
ერაყის თავდაცვის უწყების ინფორმაცია ალ-ბაგდადის კოლონაზე ერიშის შესახებ გუშინ საღამოს გაავრცელა და აღნიშული იყო რომ კოლონიდან არავინ გადარჩენილა. მოგვინებით გამოჩნდა ირანული და რუსული წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სადაც ალ-ბაგდადის სიკვდილის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი და აღნიშნავდნენ რომ ის დაჭრილია, თუმცა მისი მოადგილეების დაღუპვის შესახებ ინფორმაცი დაადასტიურეს ერაყელმა მედიკოსებმა, რომლებმაც განაცხადეს რომ თავად ლიდერის გვამი დაღუპულებს შორის არ არის. გავრცელებულ ცნობებში მითითებული იყო ალ-ბაგდადის სამი მოადგილის სახელები და გვარები, რომელთა შორისაც ომარ ალ-შიშანი იგივე თარხან ბათირიშვილიც მოიხსენიება, როგორც მოადგილე პროპგანდის საკითხებში წყარო.
ასევე წაიკითხეთ: ევროპის დიპლომატიური ილუზია - რუსეთი და ISIS-ი...
საავიაციო იერიში მაშინ იქნა მიტანილი როდესაც ტერორსტთა ლიდერი თავის საველე მეთაურებთან შესახვედრად მიდიოდა. ერაყული წყაროების ინფორმაციით იერიში იქნა მიტანილი ასევე იმ შენობებზე სადაც საველე მეთაურებისა და ალ-ბაგდადის შეხვედრა უნდა გაამრთულიყო. დასავლური წყაროების ინფორმაციით განადგურებულია რადიკალ ილსამისტთა რვა მაღალი ჩინის ლიდერი წყარო.
ასეთი წარმატებული ოპერაციის ფონზე, რუსული ავიაციის აქტივობა სირიაში კიდევ უფრო მეტი კრიტიკული შეფასებების საგანი გახდება რადგან ამ პერიოდის განმავლობაში მიუხედავად აქტიური საინფორმაციო კამპანიისა არასოდეს დაუსახელებია კონკრეტული სახელები, რომელთა განადგურებაც მოხდა საავიციო თუ სარაკეტო იერიშების შესახებ. მით უმეტეს რომ რუსული მედია იტყობინებოდა სირიაში ISIS-ის სამეთარუო პუნქტის განადგურების შესახებ რომლის განადგურებას შეუძლებელი არ მოჰყოლოდა თუნდაც ერთი საველე მეთაურის განადგურება!
თარახ ბათირიშვილის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ საჭიროებს დადასტურებას რადგან გავრცელებული ინფორმაციაბი ძალზედ მრავაფეროვანია და ოფიციალური წყაროებიდან დაადსტურებას საჭიროებს. ის რომ მაღალი ალბათობით შესაძლებელი იყო ბათირიშვილის აღნიშნულ კოლონაში ყოფნა, სრულიად ლოგიკურად მოსჩანს.

Комментариев нет:
Отправить комментарий