Страницы

четверг, 1 октября 2015 г.

სევასტოპოლში წყალქვეშა ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს! (ვიდეო/video)

რუსული საპატრიარქოს წარმომადგენლები უკრაინაში განაგრძობენ საკუთარი რელიგიის გამტკიცებას და ამ ჯერად მათი მისიონერული გალაშქრების გეოგრაფიამ, მიწის ზედაპირიდან შავი ზღვის ფსკერზე გადაინაცვლა.
20 მეტრის სიღრმეზე ჩაიტანეს რკინის ჯვარი რომელიც წყაქვეშა მშენებლობის ადგილას დაამონტაჟეს წყარო.
იდეა წყალქვეშა სამლოცველოს შექმნის შესახებ ახალი არ ყოფილა და ის ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ გასჩენიათ მორწმუნე დაივერებს რომლებსაც დაუნახიათ საჭიროება წყალქვეშ ყვინთვისას ლოცვის წყარო. ამ ინიციატივით მიუმართავთ არქიმანდრიტ ტიხონისთვის, რომელიც ასევე აღფრთოვანებულა და რა თქმა უნდა რომ შეპყრობილა ამ იდეით. როგორც ჩანს ამდენი ხნის განმავლობაში არ მიეცათ მათ ამის საშუალება და ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის შემდეგ, რუსული საპატრიარქოს მეოხებითა და ხელშეწყობით, როგორც იქნა აიხდინეს სანუკვარი ოცნება. ამა წლის 27 სექტემბერს როგორც იქნა შეუდგნენე წყაქვეშა ლოცვისთვის საკულტო ნაგებობის მშენებლობას. ამ ინიციატივის მხარდაჭერა ასევე რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგანელს უკრაინაში მიტროპოლიტ ონოფრესაც გამოუხატია და კურთხევა მიუცია.
 არ ვიცი მართლა როგორ მივიდნენ ამ აზრამდე და როგორ გაამართლეს საკუთარ თავში ის იდეა რომ მყვინთავებს წყალქვეშ საჭიროება აქვთ თურმე ლოცვისა, მაგრამ ერთი რამ კი ფაქტია რომ ეს სიმართლეა და ამ იდეის განხორციელება დაიწყეს!
საინტერესოა კიდევ ის რომ ამ ყველაფრის განხორციელების თავკაცი, მყვინთავი მღვდელია! რუსეთის საპატრიარქოს, თავისი მედესანტე და კოსმონავტი მღვდლები რომ ჰყავდა ეს ვიცოდი მაგრამ მყვინთავი მღვდლებიც თუ იყვნენ მის რიგებში, ამას ვერ წარმოვიდგენდი. თუმცა კი "ღამის მგლების" ბაიკერული კლუბის მიერ მოწყობილი და რუსეთის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კომუნისტურ-მართლამდიდებლური მოტო-ლაშქრობის შემდეგ გასაკვირი აღარაფერია!
 ცალკე საკითხია თვად ის ჯვარი რომელიც ფსკერზე დაამონტაჟეს რადგან ცოტა უცნაურად მეჩვენება ის რომ ზედ ღუზის ფორმის წახნაგები აქვს მიმაგრებული... მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო თავად გაეცანით მასალას რომლის მოძიებაც შევძელი და დასკვნებიც თავად გამოიტანეთ:












Комментариев нет:

Отправить комментарий