აშშ-ში გამართული ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვდერის შემდეგ (რომელიც ბევრი ანალიტიკოსისთვის იმედის მომცემი იყო რატომღაც), სირიაში განხორციელებული საჰარო იერიშები
სამ დასახლებულ პუნქტზე, პირდაპირ უნდა ითქვას რომ რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან ჰარაკირის ტოლფასი ქმედება იყო. რაოდენ რაციონალური მიზეზებიც არ უნდა მოიყვანოს პუტინმა ამ ნაბიჯის გასამართლებლად, მისი ნდობის ხარისხი გასული დღეების მოლაპარაკებების კონტექსტიდან გამომდინარე, სირიის დისკრედიტირებული პრეზიდენტის ბაშარ ასადის ნდობის ხარისხზე დაბლა დავიდა. ეს ნაბიჯი არავითარ შემთხვევაში არ არის გარდაუვალი საჭიროებით განპირობებული მოქმედება ან რაიმე რეგიონული პრობლემის გადაჭრის მცდელობა. ეს რომ ასე ყოფილიყო აუცილებლად წარუძღვებოდა მას რაიმე სახის პოლიტიკური განცახადებები და პროცესი, რომელიც გარკვეული დროით ადრე გახდიდა თვალსაჩინოს ასეთი ნაბიჯის გარდაუვალობას და გარკვეულ რაციონალურობასაც შესძენდა. მით უმტესე თუ გავითვალისწინებთ იმას რომ აშშ-ში ვიზიტისას, CBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში თავად პუტინმა განაცხადა რომ საბრძოლო მოქმედებებში მისი არმია არ ჩაერთვებოდა. მართალია მოგვიანებით ეს განცხადება გადათარგმნილი იქნა ისე თითქოს ლაპარაკი იყო სახმელეთო ოპერაციაზე, თუმცა ასეთი კონკრეტიზაცია იმ ინტერვიუში არ ყოფილა და არც რაიმე სახის კოალიციაში მოქმედებას ჰქონია ადგილი.

თავად საავიაციო იერიშის ფაქტის მნიშვნელობა რომ კარგად შევაფასოთ მოკლედ ჩამოვაყალიბებ რა კონტექსტში განახორციელა რუსულმა ავიაციამ ყოვლად უმიზნო აქცია, როგორც თავად ამბობს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ!
დღეს რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრის თავჯდომარეობით გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭო სხდომა სირიის კომფლიქტის დარეგულირების თემაზე წყარო (ლავროვის სიტყვის ძირითადი ნაწილი). პარალელურად ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერალურ საბჭოს მიმართა სირიაში რუსეთის სამხედრო კონტიგენტის გამოყენების უფლების მისაღებად წყარო, რაზეც რა თქმა აუნდა რომ უსწრაფესად მიიღო დასტური და მანაც დაუყოვნებლივ გასცა ბრძანება ოპერაციის დაწყების შესახებ. დღესვე ერაყში ჩავიდა რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლების ჯგუფი, რომლებმაც ირანის, ერაყის, რუსეთისა და სირიის მიერ დაფუძნებული ერთიანი საკოორდინაციო ცენტრის მუშაობაში უნდა მიიღოს მონაწილეობა წყარო. მოგვიანებით ებრაულ სადაზვერვო სამსახურებთან დაახლოებული წყაროების მიერ გავრცელდა ინფორმაცია რომ სირიაში, რუსული სამხედრო წარმომადგენლობის ოფიცერმა, ოპერაციის დაწყებამდე ერთი საათით ადრე დაურეკა ერაყში აშშ-ს წარმომადგენლობას და გააფრთხილა საავიაციო ოპერაციის შესახებ. ეს ინფორმაცია დადასტურდა მოგვიანებით სირიული სააგენტოს მიერ გავრცელებულ სტატიაშიც წყარო, ამ დროს მოცემული წყაროს მიხედვით აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ცდილობდა პოზიციების შეჯერებას თავის რუს კოლეგასთან. დღის ბოლოს კი გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ბალტიის ფლოტის შემადგენლობის ორი სამხედრო ხომალდის ეკიპაჟის გამოძახების შესახებ, რომელიც სააგენტომ მეზღვაურების ოჯახის წევრებზე დაყრდნობით გაავრცელა და რომელთა თქმითაც, ხომალდები "ვასილი ტატიშევი" და "იაროსლავ მუდრი" გაემგზავრნენ ახლო აღმოსავლეთში. მათ მიერვე დადასტურდა რომ ფლოტში გამოცხადებული იყო განგაში წყარო!
რამ განაპირობა იერიშების მიტანის ასეთი სიჩქარე და დამატებითი ძალების გადასროლა არავინ იცის. ვერც იმას ვიტყვით რომ ასეთი ნაბიჯი განაპირობა უშუალოდ რუსეთის სახელმწიფოსთვის შექმნილმა საფრთხემ, რომელიც დაუყოვნებლივ მოქმედებას საჭიროებდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა რომ პუტინის ფედერალური საბჭოსადმი მიმართვას საფუძვლად სირიის პრეზიდენტის თხოვნა დაედო, რომელმაც პუტინს დახმარების თხოვნით მიმართა. ასეთი მიმართვა პრინციპში მოსალოდნელი იყო რადგან, რუსული არმიის შენაერთების გადასროლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ასადის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა რომ არ გამორიცხავს რუსეთისადმი ოფიციალურ მიმართვას სამხედრო დახმარების თაობაზე ბმული.
ასევე წაიკითხეთ: სირიის ცაზე რუსული ავიაცია გამოჩნდა! (ვიდეო/video)
ამ ყველაფრის პარალელურად გავრცელდა ინფორმაცი რომ ერაყის ქალაქ რაკკაში, ISIS-ის სულიერი ლიდერები, გმართული ქადაგებისას რუსეთის რეგიონში შესვლის შესახებ შემდეგ აზრს ანვითარებენ რომ პუტინი მათ ალაჰმა გამოუგზავნა რათა მოხდეს ჯიჰადის გააქტიურება და მიიყვანონ ბოლომდე საკუთარი მისია წყარო. ISIS-ის შეიხების ამ ქადაგების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ერთი წყაროს მიერ იქნა გავრცელებული და იმის დადგენა თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს, ძალზედ ძნელია. ზოგადად უნდა ითქვას რომ ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში არსებობს მოსაზრება თითქოს ISIS-ი შეკრულია ასადის ხელისუფლეაბსთან რადგან მათი ქმედებები, მიმართულია არა ასადის არმიის წინააღმდეგ, არამედ სირიის ოპოზციისთვის სასარგებლო ტერიტორიების წართმევისკენ და მათი მოქმედების არეალის შეზღუდვისკენ.
აღნიშნული რუსული პროვოკაციის შესახებ, მეტნაკლებად რაცინალური შეფასებები გარკვეული დროის შემდეგ გაკეთდება თავად რეგიონიდან. დასავლეთისა და ცივილიზებული სამყაროს რეაქცია და დამოკიდებულება რუსეთის ახლო აღმოსავლური ავანტურის შესახებ ზოგადად ცნობილია და ამ საკითხში ჩაღრმავება ზემდმეტია რადგან ასეთი სისწრაფით განვითარებული მოვლენების გამო მათი მხრიდან ჯერჯერობით თავშეკავებული განცხადებები კეთდება, რომლებიც გასული დღეების განმავლობაში გაკეთებული განცხადებების შინაარსისდგან ბევრად შორს არ არის. ის თუ რა შედეგს მიიღებს რუსეთი, აღნიშული ავანტურით უახლოესი კვირების განმავლობაში გახდება ცნობილი, მანამდე კი ემოციური ფონის მატებას შეეცდებიან თავად რუსები რადგან სირიაში, მათი შესვლის მთავარი მიზანიც ეს იყო - მოხვდეს მსოფლიო მედიი პირველ ფურცლებზე ვლადიმერ პუტინი და რუსეთი. რომლის მიზანიც დასავლეთ საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობისთვის, რუსეთის მზარდი როლის შესახებ ჩამოუყალიბდეთ ილუზია, რომლის გარეშეც მსოფლიო პრობლემები ვერ მოგვარდება!

Комментариев нет:
Отправить комментарий