Страницы

четверг, 1 октября 2015 г.

"მონსტრების კორპორაციის" ახალი წელი!

აგერ ისიც! საქართველოს გადამრჩენელისა და 2012 წლამდე მისტიური მამა-მარჩენალის მიერ დაპირებული მეოთხე "საგრძნობლად კარგი" წელიც დადგა! გვიხარია? რაღაც ნაწილს რა თქმა უნდა რომ უხარია.
ეს ის ნაწილია რომელმაც პირადი სარგებელი მიიღო ხელისუფლების ცვლილებით მაგრამ დანარჩენ ქვეყანას, რა?! არც არაფერი! შერჩათ - ბიძინა, ბიძინას ძახილი და ოცნება, რომელიც ვერ აისრულეს და მათი გულის დასაწყვეტად უნდა ვთქვა რომ ვერც აისრულებენ. ასეთი ოცნებები რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა (ამჟამად მინისტრისა თუ დეპუტატის სავარძლებში მოკლათებულებმა) ხალხში გააჩინაა ოცნება არ არის, ამას სიბრიყვე ჰქვია და სხვა არაფერი.
 უკვე დამდგარი შედეგი გამო, ძნელია გაუძლო ცდუნებას და არ დაწერო, არ თქვა - ამას ხომ მაშინვე გეუბნებოდით, ეს ხომ ლოგიკურად ასე იქნებოდა და ა.შ. მაგრამ ეხლა, ამასაც აღარ აქვს აზრი. ეხლა მთავრია იმ ადამიანებმა, რომლებმაც ხმა ივანიშვილის გამო მის პოლიტიკურ ძალასა და ამით ქვეყნის მართვისთვის შეუფერებელი ხალხის აღზევებას მისცეს ხმა, გააცნობიერონ რომ ამ ხალხმა ქვეყანა გააფუჭა...
ასევე წაიკითხეთ: სხვა ქვეყანა....
 აქვე უნდა დავწერო და ამას ვერაფრსიდიდებით ვერ აუვლი გვერდს რომ დღეს, ხელისუფლებაში ის "პროფესიონალები" (მარტო მეჭიაური რად ღირს) არიან, რომლებიც წინა ხელისუფლებას არაკომპეტენტურობაში სდებდნენ ბრალს და პროფესიონალების უწყებებიდან გაყრას აბრალებდნენ. მაშინც ვიძახდი და ეხლაც ამ აზრზე ვარ რომ ეს ადამიანები, რომლებსაც თავები პროფესიონალებად მოჰქონდათ, ტყუიოდნენ მაშინ და ტყუიან დღესაც! მათ არავითარი გამოცდილება და პროფესიონალიზმი არ გააჩნიათ სახელმწიფო ადმინისტრირების იმ სპეციფიკაში, რომელიც დღეს არის დამკვიდრებული ქვეყანაში. თუმცა კი აგერ ამ ბატონებსაც მიეცათ საშუალება საკუთარი პეოფესიონალიზმი დაედასტურებინათ მაგრამ რაც გამოუვიდათ კი ვხედავთ! ცუდია მხოლოს ის რომ პირად სარგებელ მიღებული ადმინისტრაციული რესურსის დიდი ნაწილი, მათი აღზევებით არის ისევ დაკავებული და ყველნაირად ცდილობენ მათ დაშავებულის ისეთად წარმოჩენას, თითქოს ეს საერთო ეროვნული მიღწევა იყოს!
 ოცნების ახალი წელი რომელიც "ახუიტელნი" უნდა ყოფილიყო დღეს იწყება მაგრამ გასული სამი წლის გამოცდილება არავის არ აძლევს იმედს რომ ის ასეთი იქნება და თუ კი დღევანდელ მოვლენებსაც დაუმატებთ, მთლად ცუდ დღეში აღმოვჩნდებით. პრაქტიკულად ყველა ის პროგნოზი გამართლდა, რომელიც კეთდებოდა.
ცუდია ის რომ კიდევ ერთი პროგნოზი არსებობდა ბიძინას "მონსტრების კორპორაციის" ხელისუფლებაში მოსვლის პირველ თვეებში რომ თუ კი ისინი ვერ მიაღწევდნენ სასურველ შედეგს, მომავალი არჩევნებისთვის ძალაუფლებით თავბრუდახვეულნი შესაძლოა აგრესიულები გამხადარიყვნენ და ამის ნიშნებიც არის უკვე. იმედის მომცემი, მხოლოდ ის ადამიანები და ის არის რომ სისტემის შიგნით რჩებიან რიგითი თანამშრომლები, იმ პატრული ინსპექტორის მსგავსად რომელმაც ე.წ. "ნარუშილოვკების" პრობლემა გაახმაურა, რომლებიც არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ განეკუთვნებიან და შიგნიდან ხედავენ იმას თუ როგორი იყო და რად იქცა მათი სამუშაო გარემო. ხედავენ და გული შესტკივათ, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავენ, იმიტომ რომ მათი დამცველი არავინ არის!
 აი აქ არის საზოგადოების პასუხისმგებლობის მომენტი და სწორედ საზოგადოება უნდა იყოს იმ პოლიცილების, ჯარისკაცების, იუსტიციის და რეესტრის თუ სხვა უწყებების რიგით თანამშრომელთა დაცვის გარანტორი. საზოგადოება ანუ ხალხია ის ვინც უნდა ერთხელ და სამუდამოდ დაამთვაროს ეს მტრობა პოლიტიკურ ძალებს შორის. ხალხია ამ ქვეყანაში ძალაუფლების წყარო და არა ბიძინა, მიშა, პეტრე თუ პავლე!
იმ არგუმენტის ხმალივით ქნევა რომ წინა ხელისუფლების დროსაც რაღაც იგივენაირად იყო ან უარესად, არ უნდა ნიშნავდეს ამ ხელისუფლებისთვის გამართლების საფუძველს და მათ არ უნდა უტოვებდეს უშდეგებოს განცდას. ეს შედეგი კი მყისიერი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი შეიცვლება და მუდმივად იქნება მოწოდება რომ დაველოდოთ რაღაც აბსურდულ პროცესს, გამოძიებას და ა.შ. რომელსაც ვხედავთ რომ შედეგი არცერთ შემთხვევაში არ მოუტანია. სამწუხაროა რომ ეს უშედეგობა არ ეხება მხოლოდ პოლიტიკური დისკუსიის თემებს და ეს ასევე გადადის ადამიანების მკვლელობზე, რომელზეც არავითარი პასუხი არ მიგვიღია, ასევე გადადის იმ საკითხებზე რომელთა გამოც ეს ქვეყანა ასეთ დღეში ჩავაგდეთ და აღმოჩნდა რომ უმეტსობა მათგანისა უბრალოს ტყუილი იყო. რატომ არ გვაქვს მოთხოვილი პასუხი ამ ყველაფერზე?  რატომ არ გვაწუხებს რომ მოსისხლე მტერის ხელის ფათურს იმდენად საგრძნობი გახდა რომ მომავალი ბრძოლა, თბილისის ქუჩებიდან გვექნება დასაწყები და არა ოკუპირებული ტერიტორიების მისადგომებიდან და მიუხედავად ამისა ხელისუფლება არავითარ ზომებს არ იღებს... რადმდენი ასეთი საკითხი შეიძლება ჩამოვთვალოთ რომელიც დღესვე, დაუყოვნებლივ საჭიროებს რეაგირებას საზოგადოების მხრიდან, ვის და რის იმედად გვაქვს მიტოვებული ეს პასუხისმგებლობა... რატომ ვკარგავთ შანსს ერთხელ და სამუდამოდ ხალხმა, ერმა, საზოგადოებამ აიღოს ხელში ძალაუფლება?
 ამ სამი წლის განმვლობაში არაერთხელ გაუშვით ეს შესაძლებლობა ხელიდან და თან გავაყოლეთ ქვეყნის იმიჯიც, კეთლიდღეობაც და მგონი რომ მომავალიც. ეს ქვეყანა რაიმე განყენებული ფენომენი არ არის! მისი კეთილდღეობა თითოეული ჩვენთაგანის კეთილდღეობაა, მისი იმჯი თოთოეული ჩვენთაგანის იმიჯია და ვიდრე "მონსტრების კორპორაცია" კარდაკარ დაგვრევია, დროა ხმა ამოვიღოთ!

Комментариев нет:

Отправить комментарий