Страницы

понедельник, 28 сентября 2015 г.

ვითარება ყარაბახში: აზერბაიჯანმა სამი მებრძოლი დაკარგა!

შუადღემდე აზერბაიჯანული და სომხური სააგენტოები იტყობინებოდნენ რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ყარაბახის კომფლიქტის ზონაში აქტიური პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობდა, თუმცა დანაკრგების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
შუადღისთვის კი აზერბაიჯანულმა მხარემს გაავრცელა ინფორმაცია საკუთარი არმიის რიგებში, დანაკარგების შესახებ. მათი ცნობით სომხური ძალების პოზიციების მიმართულებით 151 გასროლა განახორციელეს, მათ შორის საარტილერიო დანადგარიდან და სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნებიდან წყარო. მოწინააღმდეგე მხარემ საპასუხო ცეცხლით უპასუხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია სამი აზერბაიჯანელი მებრძოლი წყარო, გავრცელებული ინფორმაციით რომელსაც აზერბაიჯანული მხარე ავრცელებს, დანარკარგი აქვს სომხურ მხარესაც, რომელსაც ე.წ. ყარაბახის თავდაცის სამინისტრო უარყოფს წყარო. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების მიერ გავრელებული ინფორმაციით, სომხურ მხარის დანკარგები 7 დაღუპული და "ბევრი" დაჭრილია.
 ისევდაისევ ძნელია ამ მონაცემებიდან დაადგინოს ადამიანმა ზუსტად რა ხდება კომფლიქტის ზონაში. თუმცა იმის თქმა რომ დაძაბულობა საშიშ ნიშნულს უახლოვდება, ამის თქმა ცალსახად შესაძლებელია. 
 აშშ-ში გამართული გაეროს სამიტის ფონზე კომფლიქტის ასეთი ესკალაცია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს აწყობს რადგან ეს საკითხიც განხილვის თემა გახდება და კიდევ ერთხელ ექნება პუტინს დასავლელი შუამავლების მცდელობების უშედეგობის ხაზგასმის შესაძლებლობა. ასვე პუტინი კიდევ ერთხელ შეეცდება ამ კომფლიქტის იმდაგვარად წარმოჩენას რომ მის გარეშე, საკუთარი "პრივილეგირებული გავლენის ზონაში", გარდა თავდ რუსეთისა არავის ძალუძს მოაგვაროს კომფლიქტები. თუმცა კი იმას ალბათ არავინ ეტყვის რომ თავად არის ამავე კომფლიქტის გამჩაღებელი და იმასს რომ ორივე მხარისთვის იარაღის მიწოდება, სხვა არაფერია თუ არა მხარების წაქეზება ბმული
რამდენიმე წუთში დაიწყება პუტინის სიტყვით გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე (პირდაპირი ეთერის ბმული) და სავარაუდოდ ამ თემასაც შეეხება. ის თუ რა კონტექსტით შეეხება პუტინი ამ საკითხს, იქნება ერთგვარი ინდიკატორი იმის დასადგენად თუ რა მიზანს ემსახურება მიმდინარე ესკალაცია ყარაბახის კომფლიქტის ზონაში!  

Комментариев нет:

Отправить комментарий