Страницы

пятница, 23 октября 2015 г.

რუსოფილი ექსპერტების უცნაური ანალიტიკა და კადიროვი ჩვენს საზღვრებთან!

ქართველი რუსოფილები დაუფარავად არიან ჩართულები რუსული პროპაგანდისთვის საჭირო მოსაზრებების გავრცელებაში, რომელიც არავითარ შემთხვევაში ქართული სახელმწიფოსთვის სასარგებლო არ არის და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, არც რაიმე რეალური საფუძველი გააჩნია.
უკვე მარემდენე დღეა ხშირად ვაწყდები რუსულეონოვან საიტებზე რომლებიც ძირითადად საქართველოში მოქმედ ე.წ. მეხუთე კოლონას ეკუთვნის, სტატიებს საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული აქტივობების შესახებ. მათი შინაარსი მდგომარეობს იმაში რომ სირიაში კომფლიქტის დასრულების შემდეგ საქართველო გახდება ერთგვარი ჰაბი იქიდან წამოსული ტერორისტებისთვის. ასეთ მოსაზრებაზე საკმაოდ ვრცელ სტატიას წერს ვინმე შოთა აფხაიძე რომლის სტატიის სათაურიც სწორედ ასე ჟღერს - "საქართველო შესაძლოა ისევ გახდეს ტერორისტთათვის ჩრდილო კავკასიაზე შეტევის პლაცდარმი" (ბმული)!? სათაურშივე გასაგებია რაზეც არის ლაპრაკი და ძალიან საგულისხმოა სიტყვა "ისევ", რომელიც კონკრეტულად რუსულ ვერსიას ამართლებს პანკისის შესახებ. ანუ რას ნიშნავს ეს რომ პანკისში როდესაც რუსული ბომბები ცვიოდა მაშინ ეს სწორი და გამართლებული იყო?! ასეთი შინაარსის სტატიები ძალაუნებურად გახსენებს, 21 ოქტომბერს კადიროვის ვიზიტს საქართველოს საზღვართან, რომლის დროსაც მან განაცხადა რომ საზღვარი საიმედოდ არის დაცული და ტერორისტები ვერ შეიპარებიან! აფხაიძე ისევე ტრანსლირებს სირიის კომფლიქტის იმ ვერსიას, რომელსაც ანვითარებს რუსეთი და მასში ისეა გადაჯაჭვული სირიის ოპოზიცია და ISIS-ი რომ გაუთვითცნოებიერებელი მკითხველისთვის იქმნება ზუსტად ის შთაბეჭდილება, რომელიც სჭირდება კრემლს, ანუ იმას რომ სირიაში, ასადის საპისირო მხარეს ყველა ტერორისტია. რა თქმა უნდა რომ რუსული ავიადარტყმები მოყვანილია როგორც ერთერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც აიძულებს ISIS-ის წევრ ტერორისტებს დატოვონ პოზიციები და ამიტომაც დარდობს აფხაიძე რომ გამოქცეული ტერორისტები თავს რუსეთს დაესხმევიან! - სად არის აქ ლოგიკა? სირიიდან ტერორისტების გამოქცევის კონტექსტში არ ერიდება თურქეთის დადანაშაულებას მათთვის ხელშეწყობაში, რომელიც ისეთივე მცდარია როგორც ის რომ ISIS-ი ვაშინგტონიდან იმართება. სტატიას კი ამთავრებს უკრაინაში მებრძოლი ქართველებით და აცხადებს რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი 312 მუხლი, რომელიც ქვეყნის გარეთ არაფორმალურ შეიარაღებულ ფორმირებების წევრობას ეხება და 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მიღებულია აშშ-ს ზეწოლით ქართველი "დაქირავებული მებრძოლების" ინტერესების დასაცავად (რადგან ისინი უკანონო ფორმირებებად არ იწოდებიან და უკრაინის რეგულარულ არმიასთან ერთად იბრძვიან) და პრაქტიკულად აიგივებს მათ საქართველოდან ISIS-ის რიგებში წასული ტერორისტებთან! ის რომ ერთ კონტექსტში არიან მოხსენიებულები უკრაინაში მებრძოლი და ISIS-ის რიგებში მებრძოლი ქართველები უკვე ძალიან დიდი პრობლემაა და გასაგებია ავტორის პოზიცია!
ვინმე აფხაიძის სტატიას თუ ეტყობა ვულგარულობა და მტკიცებულებების ნაკლებობა, სამაგიეროდ გამოჩნდა მეორე georgia-news.org-ზე გამოქვეყენბული სტატია, რომლის ავტორიც არ არის მითითებული და მასში დამტკიცებულია ის რომ ქართველი ჩინოვნიკები ე.წ. "ვერბოვშიკები" არიან როგორც უკრაინის კომფლიქტიში ცოცხალი ძალის მობილიზებისთვის, ისე სირიის კომფლიქტისთვის და იმეორებს ზისტად იგივე შინაარსს რომელიც ზემოთ მოცემულ ვინმე აფხაიძის სტატიაში იყო განვითარებული. ამ სტატიის ავტორი კონკრეტიკასაც არ ერიდება და აცხადებს რომ პეტრე ცისკარიშვილია ის მთავარი "ვერბოვშიკი", რომელიც ეფექტურად მუშაობს და აქვე უთითებს იმ ადგილებსაც, სადაც  "დავერბოვკებული" მომავალი "ბიევიკები" წვრთნას გადიან. მისი თქმით ასეთი რეკრუტირების კონსპირაციული ცენტრი არის სოფელ მირზაანთან რომელიც, ავტორის მტკიცებით სააკაშვილის ოჯახის წარმოშობის ადგილია?! მისი მტკიცებით შირაქის ველები ერთი დიდი საწვრთნელი ბაზა ყოფილა და გარდა შირაქის ველებისა, თურმე პირდაპირ ვაზიანის ბაზაზე წვრთნიან უკრაინაში თუ სირიაში გასაგზავნ მებრძოლებს წყარო!? 
 ასეთი შინაარსის სტატიებს ვიღაც ავადმყოფი ტვინის მქონე რუსოფილის ნაბოდვრად ჩავთვლიდი და გავატარებდი რომ არა რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული მსგავსი მოსაზრებები და იმის მტკიცება რომ სირიის კომფლიქტის შემდეგ, კავკასიიდან და ცენტრალური აზიიის ქვეყნებიდან წასული მებრძოლები დაბრუნდებიან და ჩრდილო კავკასიაში, ახალ ომს გააჩაღებენ. ზოგიერთი რუსი ექსპერტი იქმდეც კი მივიდა თავის მოსაზრებებში რომ განიხილავდნენ ვერსიას, თითქოს სირიიდან წამოსული ტერორისტები თურქეთის გავლით სომხეთში შეაღწევენ, იქ ჯერ გიუმრის 102-ე ბაზას დაესხმევიან თავს, შემდეგ კი საქართველოს გავლით კავკასიაში გადაიტანენ ბრძოლებსო.
 ასეთ საინფორმაციო გამოტყორცნებს, არავითარი პრაქტიკული საფუძველი არ გააჩნია გარდა ერთისა რომ რუსული არმიისთვის იყოს შექმნილი საფუძველი, ამიერკავკასიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებისთვის, ტერორიზმთან ბრძოლის მიზეზით და ამისთვის იყენებენ ევრაზიული კავშირისა და რუსეთთან დაძმობილების მსურველ კოლაბორაციონისტებს. 
 ასეთი საინფორმაციო საფუძვლის მომზადება ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა და პროვოკაციის მკვეთრი კონტურები არ ჩანს. თუმცა ზოგადი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მალე გამოჩნდება რა გეგმა აქვს რუსეთს ამიერკავკასიათან დაკავშირებით.
 ერთი რამ უდაოა, რუსული გალვენა ჩვენს რეგიონში უნდა გაიზარდოს. ეს არის მათი მთავარი ამოცანა მას შემდეგ რაც ირანისთვი სანქციების მოხსნა დაიწყო და მისი დაბრუნება გლობალურ ბაზარზე გარდაუვალი გახდა. აქვე გასათვალისწინებელია ყარაბახის კომფლიქტის ფაქტორი რომელიც სულ უფრო მზარდი ესკალაციით ხასიაღდება ბოლო პერიოდში და როდის იფეთქებს არავინ იცის.
ანალოგიური შინაარსის კიმენტარებს რამდენიმე დღის წინაც მიუძღვენი სტატია რომელშიც ქართველი ექსპერტები, ვახტანგ მაისაია და ბესო ალადაშვილი ლაპარაკობდნენ, თუმცა მათ შემთხვევაშიც კონკრეტიკა არ არის და აშკარაა რომ თემაზე საჭირო რაკურსით ლაპრაკია მხოლოდ ბმული.
 ამ ყოველივეს გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ რუსული არმიის მომავალი კამპანია ამიერკავკასიაში იქნება, ტერორიზმთან ბრძოლის მოტივით გამართლებული და უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საეჭვო შეხედიულებების მქონე ექსპერტების განცხადებები ჩანასახშივე იყოს აღკვეთილი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიერ გაკეთებული ე.წ. "ანალიზი" უახლოეს მომავალში გახდება უდიდესი პრობლემა საქართველოსთვის!

Комментариев нет:

Отправить комментарий