სირიაში მიმდინარე მოვლენები სულ უფრო მეტი ყურადღების საფუძველი ხდება რუსული ავანტურის გამო და როგორც წესი, ყველა რუსული ავანტურა, უამრავი აფსურდული პროპაგანდისტული ინფორმაციით არის ჩახლართული.
როგორც წესი რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელბა აცხადებს ერთს და რეალობაში აღმოჩნდება რომ მომხდარა სულ სხვა რამ. საინტერესო დეტალია რომ გუშინ 27 ოქტომბერს პირველად გავრცელდა ინფორმაცია სირიაში რუსი სამხედრო კონტრაქტორის დაღუპვის შესახებ, თუმცა როგორც წესი, რუსულმა ოფიციოზმა დაღუპვის მიზეზად თვითმკვლელობა დაასახელა და არა საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვა. საპირისპიროს აცხადებენ დაღუპული სამხედროს მეგობრები სოციალურ ქსელებში, რომლებიც მეგობრის დაღუპვის პირველივე წუთებში წერდნენ რომ დაიღუპა საბრძოლო შეტაკებისას წყარო. ოფიციალური ვერსიის ასევე არ სჯერა დაღუპულის ოჯახს, რომლებიც მას დაღუპვამდე ერთი დღით ადრე ესაუბრნენ ტელეფონით და არავითარი ნიშანი იმისა რომ ის დეპრესიულ მდგომარეობაში იყო არ შეუნიშნავთ წყარო.
ასევე წაიკითხეთ: აშშ სირიაში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას აპირებს
დღეს კი ინტერნეტში გამოჩნდა ფოტოები, რომელზეც სირიის ერთერთ დასახლებულ პუნქტში, რუსული წარმოების ტექნიკის გადაადგილებაა ასახული. შესაძლოა გვეფიქრა რომ რუსებმა, აღნიშული ტექნიკა ასადის არმიას გადასცეს მაგრამ ეს რომ ასე ყოფილიყო მაშინ არ გახდებოდა საჭირო განმასხვავებელი ნიშნებისა და სერიული ნომრების გადაღებვა. ასევე მათი კამუფლირება ადგილობრივი სტანდარტით მოხდებოდა და ესეც არ იყოს, სატვირთო ავტომობილებში განთავსებული მებრძოლებიც არ გვანან არც ადგილობრივ არაბებს და არც ირანელებს. გუშინ გავრცელებული ინფორმაცია რუსი კონტრაქტორის დაღუპვის შესახებ კი სრულიად ლოგიკურს ხდის რომ ფოტოებზე გამოსახული ტექნიკა, საბრძოლო მოქმედებების ზონისაკენ მიემართებოდეს:









Комментариев нет:
Отправить комментарий