Страницы

среда, 28 октября 2015 г.

ფაქტად ქცეული ძალადობა ერზე!

ძნელია, დღევადენლ და ბოლო სამი წლის ყველაზე აქტუალურ საკითხზე ადამიანი არ ფიქრობდე და არ განიცდიდე იმას, რაც ქვეყანაში ხდებოდა, ხდება და სავარაუდოდ მომავალშიც მოხდება.
ის რაც ხდებოდა, ვიცით. ის რაც ხდება ვხედავთ და დარჩა მომვალი, რომელიც უნდა მოხდეს. აი ეს მესამე ყველზე მთავარია, რომელიც დღეს იბადება და იმ აგრესიის გაღვივებით, რომელი აგრესიაც იღვრება ტელეეკრანიდან, საგაზეთო ფურცლებიდან, კომპიუტერების მონიტორებიდან, პარლამენტართა მიკროფონებიდან და სამთავრობო კაბინეტებიდან, არ მგონია ჭკუათმყოფელ ადამიანს, უემოციოდ ტოვებდეს ან არ აშფოთებდეს.
სადამდე მიგვიყვანს, ეს ერთხელ ჩადენილი მახინჯების უმსგავსობა, რომელიც ფაქტია, მრავალჯერადი გამოყენებისა აღმოჩნდა, და ის "მრავალჯერადად" გამომყენებელი, არც კი ფიქრობს, რომ შეჩერდეს! თუმცა კი როგორ იფიქრებს ახლა, როდესაც თავიდანვე არ უფიქრია და სწორედ მან მიანიჭა ამ სიმახინჯეს მრავალჯერადობის სტატუსი!
 ამ საფრთხეზე, მაშინაც ვწერდი როდესაც ამ სიმახინჯით გააფთრებული ერი, საარჩევნო უბნებზე, საკუთარი კალმებით მიდიოდა და მაშინაც ვშიშობდი, რომ ერთხელ გამოყენებული ეს სიმახინჯე, ასეთი ეფექტის გამო, ბადებდა ცდუნებას გამოყენებულიყო კიდევ და კიდევ. გასაგები იყო რომ ამ ფაქტორის გამოყენება, მოხდებოდა მაშინვე, როგორც კი ძალაუფლების მპყრობელთ გაუჭურდებოდათ და ერთხელ გაბითურებული ხალხის გაბითურებას, კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ ასე ვთქვათ - "აპრობირებული მეთოდით". ასეთი მოლოდინების გამართლება, არცერთ შემთხვევაში არ მინდოდა და მაინც სადღაც ვუშვებდი, რომ მათ შემქმნელებს ეყოფოდათ კეთილგონიერება და არ დაუშვებდნე განმეორებას, მაგრამ როგორც ჩანს, მწარედ შვეცდი... ალბათ იმიტომ რომ ადამიანების ერთგვარ იდეალიზებას ვახდენ და ეს ჩვევა ვერ მოვიცილე...
ასევე წაიკითხეთ: ერთობის ტესტი ჩავაგდეთ
ამ ყველაფერს, მორალური თვალსაზრისით რომ შევხედოთ, ყველა ის პირი, რომელიც კი ჩართული იყო ამ სიმახინჯის შექმნასა და გავრცელებაში, ისეთივე მოძალადე და მენტალურად მახინჯია, როგორიც კადრებში ასახული მახინჯები. სწორედ ამ სიმახინჯეს ვწირავთ ქვეყნისა და ერის მენტალურ სიჯანსაღეს.
 დღეს, იმ ზღვა ხალხის ხილვა უფრო გამიხარდებოდა ქუჩაში, რომლებიც 2012 წელს გამოცვივდნენ და სისტემის ნგრევას ითხოვდნენ, ოღონდ მოთხოვნით, რომ შეწყდეს ძალადობა ერზე! ამას სხვა არაფერი ჰქვია და ეს რაც დღეს ქვეყანაში ხდება - "არის ძალადობა ერზე, ყველა ხერხითა და საშუალებით", რომელიც კი ხელმისაწვდომია ძალაუფლების მფლობელთათვის. ზემოთქმულს, არსებული მოცემულობა მაფიქრებინებს, ანუ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ხარ "მთელი" ძალაუფლების მფლობელი, არ არსებობს ძალა, რომელიც ხელს შეგიშლის საქმის კეთებაში. როდესაც ხარ ერთადერთი გადაწყვეტილების მიმიღები და გემორჩილება ყველა აღმასრულები მექანიზმი, არ არსებობს ფაქტორი, რომელიც შეაფერხებს მათ საქმიანობას, მით უმეტეს თუ კი ეს საქმიანობა, მიმართულია განვითარებისკენ და მის შედეგებს ხალხი გრძნობს საკუთარ ყოველდღიურობაში.
 დღეს ჩვენ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სრულიად აბსურდულ ვითარებაში ვართ როდესაც ძალაუფლების მფლობელნი ცდილობენ მხოლოდ ძალის გამოყენებას და საკუთარი უფლება, რომ თავის თავში პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ვერ აცნობიერებენ. ფონად კი ძალადობას გვატენიან და გვაშინებენ, რომ თუ კი მათი ძალის დაქვემდებარებას არ ვამჯობინებთ, მოგვივა ის რაც ამ სიმახნჯეშია აღბეჭდილი! რატომ ქმნით ასეთ ფონს? რატომ გინდათ ისევ დავიშალოთ და დავერიოთ ერთმანეთს? რატომ ეჭიდებით ძალაუფლებას, როემლიც ვერაფერში გამოიყენეთ და რატომ გინდათ საკუთარი უსარგებლობა ჩვენ, არაფრით მონაწილეთ მთელს ამ მარაზმში გადმოგვდოთ?  
 დარწმუნებული ვარ, ამ მარაზმს გადავიტანთ და გავალთ ფონს. დარწმუნებული ვარ, ამ სიმახინჯის შემქმნელ/გამავრცელებლები აუცილებლად დაისჯებიან მაგრამ, რა ვუყოთ იმას რომ დარჩება ადამიანების ნაწილი, რომელიც მარად ამ მახინჯ ილუზიაში დარჩებიან და პერიოდულად შეეცდებიან ისევ მოწამლონ ჩვენი გონება, მისი ზემოქმედებით. რა ვუყოთ იმ ადამიანებს, რომლებიც პერიოდულად წყალის ამღვრევისთანავე, წამოტივტივდებიან ხოლმე და ისე წამლავენ ყველაფერს, ვერავინ ამჩნევს ამას. თანაც სტატუსები აქვთ ისეთი უწყინარი, ვერც კი იფიქრებ რომ ამის ჩამდენ/მკისრებლები არიან - რეჟისორი, მწერალი, მომღერალი, პოეტი და ა.შ. და ა.შ. 
 სადღაც ხომ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფრი, სადღაც ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა ჩაირეცხოს ის "ელიტა", რომელმაც ათასჯერ დაღუპა ერი და არცერთხელ პასუხი არ უგია, არცერთხელ ბოდიში არ მოუხდია და არცერთხელ არაფერი გაუკეთებიათ ერისთვის, რომ მსგავსი ძალადობა და რეგრესი, შეუძლებელი ყოფილიყო ქვეყანაში. 
მიკვირს ამ ელიტად თვითწოდებულების! თუკი შენ, თავი ასეთ მაღალ სოციალურ საფეხურზე მდგარ ადამიანად მიგაჩნია, ნუთუ არ გრძნობ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ქვეყანაში არსებობენ ისეთი მახინჯები, რომლებსაც ამ ყველაფრის ჩადენა შეუძლიათ? ნუთუ არ გზარავს ის, რომ ამ ყველაფერს, ვიღაც საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს? აბა რას ქადაგებ შენ და ვიზე გაქვს გავლენა? რატომ ითხოვ გაფასებდეს ერი, როდესაც იოტისოდენა წვლილი არ გაქვს შეტანილი ერის გაჯანსაღებაში?  
ხოდა ბატონებო და ქალბატონებო, ხვალ რომ ერი მოგიბრუნდეთ და მოუსავლეთში გაგაზვნოთ, ნუ ამოიღებთ ხმას და ნუ იტყვი რომ შენი ბიოგრაფია რამეს ნიშნავს... არარაობები ხართ, იყავით და ასეთებად დარჩებით ყველა ვინც კი დღეს, ამ მარაზმს აყოლილი, ერის გახლეჩვას ნებსით თუ უნებლიედ ხელს უწყობთ. და სამწუხაროდ ასეთები ძალიან ბევრი და იგივე სახეები ხართ, რომლებმაც ჩემი მშობლიური ქალაქი ერთხელ უკვე გადაბუგეთ!  

Комментариев нет:

Отправить комментарий