ამერიკის თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა, სენატში თავდაცვის კომიტიტის სხდომაზე განაცხადა რომ აშს-ს შეიარაღებული ძალები გეგმავენ ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას ერაყსა და სირიაში და ეს აქტივობა მხოლოდ ავია იერიშებით არ შემოიფარგლება.
მისი თქმით საჭიროების შემთხვევაში ასევე განხორციელდება სახმელეთო ოპერაციები წყარო. ამ კონტექსტში აღნიშნა რამდენიმე დღის წინ განხორციელბული ოპერაცია ქურთ მებრძოლებთან ერთად. რომლის დროსაც ISIS-ის ციხიდან, 70 ტყვე გაათავისუფლეს. კარტერის ამ განცხადებიდან შეგვიძლია დავასკვნათ რომ სახმელეთო ძალების ჩართვა, სავარაუდოდ ამავე სტილით მოხდება და კონკრეტულ წერტილოვან ოპერაციებს განახორციელებენ, ტერორისტთა ლიდერების ლიკვიდაციის ან ტყვეთა გათავისუფლების მიზნით.
ამ კონტექსტში საგულისხმოა რომ ავია იერიშების განხორციელება და აშშ-ს სამხედრო ავიაციის გააქტიურება სირიის საჰაერო სივრცეში, გამოიწვევს რუსული ავიაციისთვის საფრენი სივრცის შეზღუდვას და ასადის მოწინააღმდეგე ძალებისთვის, ერთგვარი ირიბი დაზღვევა იქნება რუსული ავია დარტყმებისგან, რომელიც მათ მისცემს საშუალებას აქტიურ მოქმედებებზე გადავიდნენ და აშშ-ს ავიაციის ამგვარი მხარდაჭერით, შეიარაღებულმა ოპოზიციამ იერიშები განახორციელოს როგორც ტერორისტთა, ისე ასადის არმიის პოზიციებზე. თუმცა მოსალოდნელია რომ პირველ ეტაპზე, ასადის არმიის მიმართ თავდაცვითი ბრძოლები აწარმოონ და ტერორისტებისგან მათ მიერ დაკავებული მნიშვნელოვანი ტერიტორიების გაწმენდით უფრო მეტად დაკავდნენ, რითიც შესაძლოა ტაქტიკური უპირატესობა მოიპოვონ. ამასთანავე ტერორისტების წინააღმდეგ მათი წარმატებული ბრძოლის შემთხვევაში, უფრო ადვილი გახდება ისეთი შეიარაღების მიწოდება, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, თავი დაიცვან რუსული და ასადის ავიაციების იერიშებისგან და ასევე მიიღონ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები იმ რაოდენობით, რომელიც საჭიროა ასადის არმიის შეტევების აფექტურად მოგერიებისთვის.
შეგახსენებთ რომ აშშ-მ და რუსეთმა რამდენიმე დღის წინ გააფორმეს შეთანხმება რომელითაც განისაზღვრა ამერიკულ და რუსლ საფრენ აპარატებს შორის მიახლოების დასაშვები დისტანცია (წყარო). სხვა დეტალების გახმაურებისგან ორივე მხარე თავს იკავებს. ამერიკული მხარის წარმომადგენლის პიტერ კუკის მიერ გაკეთებულ მწირ განცხადებაში ნათქვამია - "წესით, ისინი არ უნდა აღმოჩნდნენ ისეთ სიახლოვეზე რომ აღნიშნული შეთანხმების პუნქტების გამოყენება გახდეს საჭირო"-ო. რუსებთან გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მოლაპარაკება გამართა საუდის არაბეთის მეფესთან, რომლის დროსაც შეთანხმდნენ რომ გაუზრდიან დახმარებას სირიაში მებრძოლ იმ დაჯგუფებებს, რომლებიც მათი განსაზღვრებით ე.წ. ზომიერ ოპოზიციას განეკუთვნებიან (წყარო) რაც მოვლენათა ზოგადი ლოგიკის გათვალისწინებით იმას ნიშნავს რომ შეიარღებული ოპოზიციის მოქმედებები გააქტიურდება, რადგან სივრცე შეზღუდული რუსული ავიაცია და გაზრდილი დახმარება (რაც სავარაუდოდ იარაღის მიწოდებას გულისხმობს), ასადის არმიის პოზიციების შესუსტებას გამოიწვევს. შესაძლოა ზემოაღნიშნული და გაცხადებული აქტივობებით იყოს განპირობებული ის რომ გაჩნდა პუბლიკაციები ასადის მხრიდან, საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის მზაობისა (წყარო) და რუსეთის მხრიდან გაკეთებული ზომიერი ოპზიციისთვის დახმარების გაწევის შეთავაზების შესახებ, რომელიც სირიელმა ოპოზიციონერებმა არ მიიღეს რადგან ვერ გაიგეს რა თამაშს თამაშობს რუსეთი და განაცხადეს რომ რუსეთმა ჯერ უნდა შეწყვიტოს მათი პოზიციების დაბომბვები და შემდეგ გახდება შესაძლებელი მოლაპარაკებაც წყარო.
რუსეთი თავის მხრივ ცდილობს ინფორმაციულად ანუ პროპგანდისტულად დატვირთოს საკითხი და წარმოაჩენს საკუთარ ამოცანებს, ახლო აღმოსავლეთში ანტიტერორისტული კოალიციის ამოცანების ანალოგიურად. თუმცა მოქმედებებით ის კონკრეტულ მხარეს წარმოადგენს და დადასტურებულად შეიძლება ითქვას რომ მისი მოქმედებები მიმართულია ასადის მხარდაჭერისკენ და არა ზოგადად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ ბმული. ზოგადად ისეთი შთაბეჭდილება იქმნება რომ რუსეთი ცდილობს რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩაითრიოს ახლო აღმოსავლეთის კომფლიქტში (ბმული) და შექმნას ქაოსი, რომელსაც მიზნად ექნება ისევ ის, რაც ყირიმის ანექსიის შემდეგ გაცხადდა - არსებული მსოფლიო წესრიგის შეცვლა და მისი რუსული ვერსიით ტრანფორმირება. ამ მიზნის მიღწევისთვის საჭირო პროცესებში, რუსეთი პოლიტიკური წონით ფონს ვერ გავა და ამიტომაც ქმნის პროვოკაციებს, ყველგან სადაც კი ხელი მიუწვდება!
რაც შეეხება ნავთობის ფასებს ეს ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და ისევ რუსეთის საერთაშორისო პოლიტიკურ წონას უკავშირდება რადგან ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთის პოლიტიკურ წონას საერთაშორისო ასპარეზზე განაპირობებდა, ევროპის ქვეყნების მის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება. ამ დამოკიდებულების შემცირებამ, პირდაპირ პროპორციულად პოლიტიკური წონის შემცირების პერსპექტივაც თვალსაჩინო გახადა და რუსეთი ვა-ბანკზე წავიდა. ენერგორესურსებზე ფასების მატების ყველაზე მარტივი გზა კი ახლო აღმოსავლეთის აფეთქებაში მონახა და სწორედ ამ პროცესს ვადევნებთ თვალს. რით დასრულდება ეს ავანტურა რუსეთითვის პრაქტიკულად თვალსაჩინო გახდება თუ კი რუსეთის ფინანსურ შესაძლებლობასა და რეგიონის სუნიტური უმრავლესობის ფინანსურ შესაძლებლობებს შევადარებთ ერთამენთს.

Комментариев нет:
Отправить комментарий