Страницы

пятница, 9 октября 2015 г.

რუსების პასუხი ჰააგის პროცესზე - შეტევის ობიექტი უკრაინაში ქართველი მებრძოლები ხდებიან!

გუშინ 8 ოქტომბერს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის კომფლიქტში, სამხედრო დანაშაულებათა შესაძლო გამოძიების დაწყების შესახებ, გავრცელებულ ინფორმაციას რეაქცია მოჰყვა რუსულ მედიაში.
პირველი სტატია რომელიც თვალში მომხვდა ეს არის გაზეთ კომერსანტის მიერ გავრცელებული სტატია, რომელშიც განვითარებულია აზრი რომ ჰააგის სასამართლო შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის დაკავების გადაწყვეტილებამდე მივიდეს და ამ არგუმენტის გასამტკიცებლად, ისევ ქართველების კომენტარებია გამოყენებული. ეს ქართველები, ქალბატონი ელენე თევდორაძე და პეტრე მამრაძე არიან. პეტრე მამრაძის განცხადება მეტად აღმაშფოთებელია რომელიც ამბობს რომ სააკაშვილმა დაიწყო 2008 წლის ომი პროვოკაციის მოწყობითო და რომ მისი დაპატიმრება იქნებოდა "სამრთლიანობის გამოვლენის უმაღლესი ფორმა", რომელიც ხელს შეუწყობდა სეპარატისტებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ნდობის აღდგენასო! რა თქმა უნდა რომ ორივე ქართველის ტიტულები ხაზგასმით არის აღნიშნული, მკითხველმა რომ არ იფიქროს "ვიღაც რიგითები" აკეთებენ განცხადებასო წყარო!
 ეს კიდევ არაფერი და განსაკუთრებით პეტრე მამრაძისგან რუსული არხებით გაკეთებული, ღიად მტრის სასარგებლო ანუ მოღალატეობრივი შინაარსის განცხადებიბებს მიჩვეულები ვართ და არც გამკვირვებია მაგრამ მეტად უცნაურად მეჩვენა გუშინ, 8 ოქტომბერს ერთერთ რუსული საიტზე გამოქვეყნებული სტატია, რომლის ავტორიც ამერიკელი ანალიტიკოსი ვინმე ჰენრი კამენია და რომელიც, ძალიან შეღონებულია იმ ფაქტით რომ უკრაინული არმიის მხარდამხარ მებრძოლი ქართველების საკითხზე საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას რეაქცია არ აქვს! სამიზნედ მამუკა მამულაშვილი ჰყავს ამოღებული და ის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში როგორც მისი "ზონდერი" თავდაცვის სამინისტროში ისე ჰყავს წარმოჩენილი. აქვე მის ბიოგრაფიასაც ეხება თუმცა მამუკას ბიოგრაფიის ყველაზე ტრაგიკულ მომენტს გვერდს უვლის და ისე წარმოაჩენს როგორც ფულისთვის მებრძოლ დაქირავებულ ბოევიკს წყარო. ამერიკელი ანალიტიკოსი ქართველი მებრძოლების პრობლემას თავად საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფბისთვისაც ხედავს, რაც ძალიან საშიში სიგნალია და ამას თუ რაიმე სახის აქტივობა მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან 
 გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩემთვის ეს ორი საკითხი ერთი პროცესის შემადგენელი ნაწილია, თანაც მიაქციეთ ყურადღება რომ სტატია რუსულად სრულად არ არის ნათარგმნი ბმული რაც იმას ნიშნავს რომ ის რუსულენოვანი მკითხველისთვის არ არის გათვალისწინებული.
 რუსული პროპაგანდა ჩვენი უახლოესი ისტორიის გაყალბების გზით, საკუთარი აგრესიის გამართლებას ისევ ქართველებზე დაყრდნობით ცდილობს. ამ პროცესის გაგრძელებას, დარწმუნებული ვარ კიდევ ვიხილავთ და მისი სიმწვავე იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად აქტიური იქნება ჰააგას საერთაშორისო სასამართლოს გამოძება. 
 ერთი რამ კი ფაქტია რომ რუსული გავლენა, საქართველოს სახელმწიფოში მატულობს და ამაზე უამრავი რამ მეტყველებს. თუნდაც ის რად ღირს რომ საზოგადოებრივი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსად, ღიად პრორუსი ძალების იდეოლოგიის გამზიარებელი და მხარდამჭერი პირი დაინიშნა წყარო, მაშინ როდესაც რუსთავი ორზე შეტევა ხორციელდება, რომელიც ანტირუსული და ანტისაოკუპაციო შინაარსის მქონე ინფორმაციის, ერთადერთი გამავრცელებელი და მხარდამჭერი მედია საშუალებაა. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ რუსთავი ორზე შეტევის დაწყებმდე, თითქიმის ყველა მეტნაკლებად რეიტინგულ ტელევიზიაში დაიხურა პოლიტიკური თოქ-შოუები, სადაც არსებობდა საშუალება, ნაჩვენები ყოფილიყო ანტირუსული განწყობა ან თუ გნებავთ პრორუსული ძალებისადმი, საზოგადოების დიდი ნაწილის რეალური დამოკიდებულება.
ამ კონტექსტში სრულიად ლოგიკურად ჯდება კალაძის მიერ საიდუმლოდ წარმოებული მილაპარაკებები "გაზპრომთან", რომელიც ყველამ ვიცით რომ რუსული პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტია და ჯანსაღ ეკონომიკურ პროცესებთან არავითარი კავშირი არ აქვს. აქვე გავიხსენოთ გასული წლის განმავლობაში ატეხილი აჟიოტაჟი რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნის შესახებ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავდა და აღარაფერი დარჩება იმ არგუმენტის საწინააღმდეგოდ რომ დღევანდელი ხელისუფლება აშკარად პრორუსულ თამაშს თამაშობს!
 ეს ყველაფერი სწორედ რომ მიანიშნებს რუსული ე.წ. "რბილი ძალის" აქტიურ მოქმედებაზე, რომელიც საკუთარ მიზნებს აღწევს დაბალი საზოგადოებრივი აქტივობის გამო და რომელსაც ამჟამინდელი ხელისუფლებაც ჯერჯერობით წარმატებით უზრუნველყოფს!
 ამ ბოლო დროს ხშირად ისმის ტერმინი "წითელი ხაზები" რომელსაც ხელისუფლების ამა თუ იმ ქმედების რაციონალურობის შეფასებისთვის იყენებენ და ვხედავთ რომ ეს წითელი ხაზების ბარიერის ფენომენი, არ მოქმედებს! საზოგადოება, ხალხი, ერი - თავისი დუხჭირი ყოველდღიურობით იმდენად არის გაცილებული რელობას რომ ძალაუნებურად ისევ უბრუნდები აზრს - მთელი ეს ეკონომიკურ-სოციალური აბსურდები, ხომ არ ხორციელდებოდა სწორედ იმიტომ რომ ნიადაგი მომზადებულიყო რუსული გავლენის გაძლიერებისთვის?!

Комментариев нет:

Отправить комментарий