Страницы

понедельник, 26 октября 2015 г.

უნიკალური კადრები - აშშ-ს სპეცრაზმმა ISIS-ის ციხიდან ტყვეები გაათავისუფლა!(ვიდეო/video)

მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ამერიკულმა სპეცდანიშნულების რაზმმა ერაყში ოპერაცია ჩაატარა რომლის დროსაც ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის მიერ მოწყობილი ციხე აიღო, საიდანაც 70 ტყვე გაანთავისუფლა.
გავრცელებული ინფორმაციით ტყვეები ძირითადად ერაყელი ქურთები იყვნენ, რომელთა დასჯასაც ტერორისტები აპირებდნენ. ოპერაციისას დაიღუპა ერთი ამერიკელი სპეცრაზმელი. საგულისხმოა რომ მიუხედავად ტყვეების სიმრავლისა, არცერთი მათგანი არ დაღუპულა და არ დაშავებულა, რაც ამერიკელ სამხედროთა მაღალ პროფესიონალიზმზე მიუთითებს. 
მოგვიანებით გავრცელდა ოპერაციისას გადაღებული კადრების ძალიან მცირე ნაწილი, რომელიც გადაღებულია ერთერთი მებრძოლის ჩაფხუტზე დამაგრებული კამერით, რომელიც ასახავს ტყვეების შენობიდან გამოყვანის პროცესსა და შენობის შიგნით სპეცრაზმელთა მოქმედების ეპიზოდებს:

Комментариев нет:

Отправить комментарий