ვიდრე საქართველო გაურკვეველი საგარეო პოლიტიკური მაქინაციებით არის დაკავებული და არ არის ქვეყანაში ჩამოყალიბებული, მკვეთრი თვადაცვის კონცეფცია, რუსული სამხედრო მაქანა თავის საქმეს აკეთებს და ამიერკავკასიის საჰაერო სივრცეში კონტროლს აძლიერებს.
ამაზე მეტყველებს ბოლო დღეების განმავლობაში, რუსულ და სომხურ მედიებში გავრცელებული ინფორმაცია ერთობლივი ჰაერთავდაცვითი სისტემის შექმნის შესახებ, რომელიც რუსეთისა და სომხეთის მთავრობების შეთანხმების შემდეგ, ოფიცილურად გამოცხადდა. საგულისხმოა რომ რუსულ წყაროებში აღნიშნული ერთობლივი პროექტი, დასახელებულია როგორც საჰაერო თავდაცვის რეგიონალური სისტემა რომელმაც უნდა გადაფაროს კავკასიის რეგიონი. შეთანხმება მიღწეულია, გადაწყვეტილება მიღებულია და დოკუმენტს მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ხელმოწერა აკლია, რომელიც რამდენიმე დღეში რა თქმა უნდა რომ გაჩნდება დოკუმენტზე წყარო.
ასეთი დასახელება უკვე სახიფათოა რადგან აღნიშნულ რეგიონში მდებარეობს საქართველოც და სომხეთში განთავსებული ანტისარაკეტო თუ ჰაერთავდაცვითი სისტემების განთავსება საქართველოს საჰაერო სივრცეს, პრაქტიკულად ალყაში აქცევს, რაც რუსეთთან საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში, მისცემს მათ საშუალებას საქართველოს საჰაერი სივრცე სრულად გადაკეტონ და არასაფრენ ზონად გამოაცხადონ.
რა თქმა უნდა, ასეთი შედეგი ერთი დღის თუ რამდენიმე კვირის მოლაპარაკებების შედეგად არ დამდგარა და აღნიშნული სისტემის გარკვეული ელემენტები უკვე მოქმედებს სომხეთის ტერიტორიაზე, თუმცა ამჯერად გავრცელებულ ინფორმაციაში ღიად არის მითითებული რომ საჰაერო თავდაცვითი სისტემა მიმართულია თურქეთის წინააღმდეგ რადგან ის არის NATO-ს წევრი ქვეყანა და მისგან თვადაცვის აუცილებლობა, რუსი პროპაგანდისტი ექსპერტების განცხადებით, ISIS-თან თანამშრომლობით არის განპირობებული. ამავე ექსპერტების აზრით თურქეთისგან საჰაერო სივრცის თავდაცვას ისიც განაპირობებს რომ ის ტრადიციულად ლოიალურია კავკასიელი ამბოხებულების მიმართ წყარო. რაც სრული აფსურდია და გამოიყენება ერთგვარ საინფორმაციო შირმად. არც კავკასიელ აჯანყებულებს და არც ISIS-ის არ გააჩნია ავიაცია რომ რუსეთს თავს დაესხან. სინამდვილეში კრემლის ეს გადაწყვეტილება მიმართულია NATO-სთან საზღვრების გამაგრებისკენ. ამაზე მიუთითებს ისიც რომ ანალოგიური სისტემის შექმნაზე მიდის მოლაპარაკებები ბელორუსიასთან და იქ ISIS არაფერს შუაშია.
ასეთი კონტექსტით თუ შევხედავთ და პრაქტიკულად სხვა გამოსავალი არც არის, ასეც უნდა შევხედოთ, ჩანს რომ საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი, დიდი პრობლემის წინაშე დგას. ასეთ ვითარებაში კი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პაციფისტური პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, დასავლეთის მიმართ კი მუშტების ქნევა და იმის ძახილი რომ მათი ღირებულებები არად გვადარდებს, სრულიად გაუმართლებელი და გრძელვადიან პერსპექტივაში დანაშაულებრივი ქმედებაა!

Комментариев нет:
Отправить комментарий