Страницы

понедельник, 26 октября 2015 г.

HRW რუსეთს ასობით მშვიდობიანი სირიელის მკვლელობაში ადანაშაულებს! (ვიდეო/video)

ორი დღის წინ რუსეთის თავდაცვის უწყებამ ანგარაში წარადგინა სირიაში მიმდინარე ოპერაციის შესახებ და განაცხადა რომ ავიაიერიშების საერთო რაოდენობა ათასს უახლოვდება.
რუსეთის თავდაცვის უწყება კვლავ ჯიუტად ამტკიცებს რომ იერიშების სამიზნეები, მხოლოდ ტერორისტები არიან და არ აღიარებს მსხვერპლს მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. მიუხადავად რუსეთის გენერალიტეტის მტკიცებისა, ადგილობრივი წყაროები ხშირად იტყობინებიან რომ მსვერპლი არის მშვიდობიან მოსახლეობას შორის და ასევე იმასაც იტყობინებიან რომ რუსული ავიაციის იერიშების სამიზნე, ძირითადად "სირიის თავისუფალი არმიის" პოზიციებია და არა ტერორისტების, რომელთა პოზიციებიც განხორციელებული იერიშების ადგილიდდან შორის იმყოფება და არც არასოდეს ყოფილა მათ დაქვემდებარებაში აღნიშნული ტერიტორიები.
რუსული ავიაციის ყველაზე სისიხლიანი თავდასხმა მოხდა სოფელ ჰანტუზე, როდესაც ერთი ოჯახის 46 წევრი დაიღუპა. მათ შორის 32 ბავშვი და 12 ქალი. სახლი რომელზეც იერიში მიიტანა რუსულმა ავიაციამ, ეკუთვნოდა "სირიის თავისუფალი არმიის" ერთერთ მეთაურს, რომელიც თავდასხმის მომენტში სახლში არ იმყოფებოდა და იყო საბრძოლო მოქმედებების ზონაში. როგორც  HRW-ს წყაროებმა აცნობეს სახლი სადაც აღნიშნული ტრაგედია დატრიალდა საბრძოლო მოქმედებების ზონაში არ იმყოფებოდა ის რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული წინა ხაზთან წყარო. უფლება დამცველი ორგანიზაციის განცხადებით, ფოტო მასალის შესწავლის შედეგად დადგინდა რომ აღნიშნული იერიშისას გამოყენებული იყო მოცულობითი აფეთქების ეფექტის მქონე საბრძოლო მასალა. ანალოგიური შემთხვევა მოხდა სოფელ ტერ-მაალეჰში სადაც პურის საცხობზე იქნა მიტანილი იერიში რომლის დროსაც 13 მშვიდობიანი სირიელი იქნა მოკლული და მათ შორის მხოლოდ ერთი იყო "სირიის თავისუფალი არმიის" წევრი.
 მოცემული შემთხვევები მცირე ნაწილია იმ მსხვერპლისა, რომელთა მტკიცებულებაც გააჩნია HRW-ს და რომელიც მიუთითებს იმაზე რომ რუსული არმია ნადირობს ასადის მოწინააღმდეგე ძალების მეთაურებზე. წერტილოვანი დარტყმებს არა მხოლოდ საბრძოლო შენაერთების დისლოკაციის ადგილებზე ანხორციელებს, არამედ მათ საცხოვრებელ სახლებზეც, რასაც შესაბამისად მოჰყვება მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. 
 რა თქმა უნდა რომ არც ამ ფაქტებს აღიარებს რუსული მხარე და ყველანაირად შეეცდება თავი იმართლოს იმით რომ ტერორისტებს ებრძვის, უბრალოდ ადრე თუ გვიან ამ დანაშაულებისთვის პასუხისგება აუცილებლად მოუწევს იმ ბრძანებების გამცემთ, რომელთა მითითებითაც ომის წარმოების წესები ირღვევა.
 ამ ფონზე ინეტრნეტის რუსულ სეგმენტში ვრცელდება მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი სირიელებზე რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და ხედავენ იმ სხვაობას რომელიც რუსულ პროპაგანდასა და რეალობას შორის არის:

Комментариев нет:

Отправить комментарий