სამწუხაროა მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკი კვლავ გვიწევს და ჩვენი საკუთარი ისტორიიდან ვერაფერი ვისწავლეთ. ვერც რკინის ფარდის ჩამოშლის შემდეგ დავინახეთ რომ
საბჭოთა წესრიგი არ იყო ადამიანებისთვის სასარგებლო გარემო, რომელშიც განვითარების ნორმალური შესაძლებლობა ჰქონდა ადამიანს. ამ სტატიაში შეგნებულად არ ვეხები თავად კომუნიზმსა და მის გავლენას ჩვენს ერზე და ეროვნულ თვითშეგნებაზე, ამაზე ბევრია თქმული და დაწერილი.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში წესით უნდა გაგვეცნობიერებინა ის დანაკარგი რომელიც რუსეთის ბატონობის ქვეშ ყოფნის პერიოდში ზოგადად ერმა მივიღეთ მაგრამ "კუჭის ფაქტორი" იმდენად ძლიერი აღმოჩნდა რომ თავისუფლებას შეწირული ხალხის სიცოცხლე, ჩვენს ქვეცნობიერ სანაგვეზე მოვისროლეთ და ისევ აქტუალური გავხადეთ თემა "რუსეთთან მეგობრობა"!
ასეთი ფენომენი "რუსეთთან მეგობრობა" არ არსებობს და ვერავინ ვერ დამისახელებს ასეთ მაგალითს, რომელიც მასთან მეგობრობის სარგებლიანობის თვალსაჩინოებისთვის გამოდგება - მას ან ექვემდებარები ან განადგურებს! ეს არის რუსული ურთიერთობის სტილი და ის საუკუნეების განმავლობაში ასეთად იყო და დრჩება სავარაუდოდ, ვიდრე იმპერიული ამბიციები ერთხელ და სამუდამოდ არ ჩაიკვლება ამ ერის მენტალობაში.
ასევე წაიკითხეთ: უპასუხო "ლეკიანობა" ოკუპაციის ხაზის გასწვრივ
რუსული წესრიგი ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გარდა თავად რუსეთის ტერიტორიისა, ვიხილეთ ყველა იმ სეპარატიზმით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელიც რუსეთმა და მისმა სპეცსამსახურებმა შექმნეს პოსტსაბჭოთა სივრცეში. მას შემდეგ რაც საბრძოლო მოქმედებები დასრულდა ამ ტერიტორიებზე დაიწყო რუსული წესრიგის დამყარება და სწორედ მათი მაგალითებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომლებიც მიკრო ანალოგებია რესპუბლიკებისა, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსულ ორბიტასა და გავლენის ქვეშ დარჩნენ.
ყველგან სადაც კი რუსული წესრიგი შევიდა, არაფერი მიანიშნებს იმაზე რომ იქ რამენაირადმე წესრიგია. ეს არის ძირითადად კრიმინალური შეფერილობის გავლენიანი ელიტის მიერ მართული ტერიტორიები (ისევე როგორც თავად რუსეთი), რომლებსაც საკუთარი არმიები გააჩნიათ. მდგომარეობა ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით მოკლედ შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს - "რიგითი მოქალაქის მიერ თავის დაცვის აუცილებლობა სამართალდამცავი და სახელმწიფო სისტემისგან", რომელიც ისეთივე კრიმინალური შეფერილობისაა, როგორც "ოკუპირებული ტერიტორიის" მმართველი ელიტა. ორგანიზებული დანაშაული (ე.წ. "ქურდული სამყარო") ერთერთი სტრუქტურაა ასეთ სისტემებში და ისიც რიგითი ადამიანების კონტროლისთვის გამოიყენება. კრიმინალსა და ე.წ. სამართალდამცავთა შორის ნაწილდება მოსახლეობის კონტროლი და შეთანხმებულად უზრუნველყოფენ "ელიტის" ძალაუფლებას, რომლის კრიტიკაც უპატიებელი დანაშაულია როგორც ერთისთვის ისე მეორისთვის და აუცილებლად მოჰყვება შედეგი გამკრიტიკებლისთვი. ამ ყველაფერს ემატება კორუფცია, რომელიც საუკეთესო დაცვაა დასავლური ან ზოგადად ნორმალური პროცესების იმპორტისგან. კორუფციით დავადებულ სისტემებთან არ თანამშრომლობს არცერთი გრძელვადიან პერსპექტივაზე აგებული ბიზნესი. არ თანამშრომლობს არცერთი დასავლური სახელმწიფო თუ საერთაშორიო ორგანიზაცია. ასეთი ვითარება კი უზრუნველყოფს ნახევრად კრიმინალური ელიტისთვის სასათბურე გარემოს, რომელიც ეფუძნება სიდუხჭირესა და აბსოლუტურ აპათიას, ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებში (პარალელი შეგიძლიათ ჩვენს დღევანდელობაში იპოვოთ). აპათია ეს არის მთავარი მდგომარეობა რომელიც უნდა იქნას მიღწეული და რომელიც მოგვიანებით მტრის ხატის ფენომენით იქნება გადაყვანილი სადგარეო ფაქტორების მიმართ აგრესიაში. აღნიშნული პრინციპების მოქმედება ყოველდღიურობაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და როგორც ზემოთ ვთქვი, ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსული კონტროლი ვრცელდება.
რუსული წესრიგი რომ ნორმალური იყოს, საკუთარ ქვეყანაში ექნებოდათ წესრიგი და არაფერი იქნებიდა საჭირო იმის მტკიცებისთვის რომ მათთან თანაცხოვრება სასარგებლოა მეზობელი ერებისთვის. თავად ის ფაქტი რომ რუსული წესრიგის გავრცელებას არმია სჭირდება, უკვე მიანიშებს მის არანორმალურობაზე.
მოკლედ ასე შეიძება დავახასიათოთ "რუსული წესრიგი" და აწი თავად გადაწყვიტეთ რომელი ჯობია - ვიყოთ ქვეყანა ასოცირებული დასავლეთ სამყაროსთან თუ ტოტალიტარულ რუსეთთან?!
ასევე წაიკითხეთ: ორი რუსეთი
ამ ყველაფრის გათვალისწინებით სრულიად არანორმალურია ის რომ ასეთ გარემოსთან ურთიერთობის სურვილი კვალვ აქტიუალურია ქვეყანაში. ასევე რანორმაურია ის რომ არსებობდნენ ძალები, რომლებიც უბიძგებენ საზოგადოებრივ აზრს რუსული კონტროლის დაბრუნების აუცილებლობასა თუ უპირატესობისკენ და ამას არავითარ წინააღმდეგობას არ უწევდეს ხელისუფლება, რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოში დღეს ძალაუფლების მქონე პირები, თავს კომფორტულად გძნობენ იმ სისტემაში რომელიც ზემოთ დავახასიათა და არა მგონია რომ ეს სასურველი იყოს ქვეყნის უმრავლესობითვის. რადგან ეს პერიოდი გავიარეთ და 90-იანების ბოლო წლები არაფერი იყო თუ არა ზემოთ აღნშული ტიპოლოგიის ელიტის მმართველობა.რუსული წესრიგი რომ ნორმალური იყოს, საკუთარ ქვეყანაში ექნებოდათ წესრიგი და არაფერი იქნებიდა საჭირო იმის მტკიცებისთვის რომ მათთან თანაცხოვრება სასარგებლოა მეზობელი ერებისთვის. თავად ის ფაქტი რომ რუსული წესრიგის გავრცელებას არმია სჭირდება, უკვე მიანიშებს მის არანორმალურობაზე.
მოკლედ ასე შეიძება დავახასიათოთ "რუსული წესრიგი" და აწი თავად გადაწყვიტეთ რომელი ჯობია - ვიყოთ ქვეყანა ასოცირებული დასავლეთ სამყაროსთან თუ ტოტალიტარულ რუსეთთან?!

Комментариев нет:
Отправить комментарий