![]() |
| ფოტოს ორიგინალი |
ალბათ აკვირდებით რომ მმართველი გუნდი მხოლოდ საკუთარ თავშია ჩაკეტილი და არავის არ ხვდება. არც პარლამენტს, არც პრეზიდენტს, არც სამოქალაქო სექტორს და მით უმტეს არც რიგით მოქალაქეებს.
ჩემთვის პირადად ეს საკითხი ძალზედ თვალშისაცემია და კითხვას მიჩენს მათი ამომრჩევლის მიმართ. ნუთუ არ აწუხებთ ის რომ ხელისუფლების მუშაობის შესახებ ანგარიში არ მოუსმენიათ უკვე რამდენიმე წელია? კანცელარიის კაბინეტებში გაკეთებულ განცხადებებში მხოლოდ იმას ვისმენთ, თუ რაოდენ კარგად არის ყველაფერი და რაოდენ მუხლჩაუხრელად შრომობენ ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ქვეყნის, რომლის აბსულუტური უმრავლესობა უარეს საყოფაცხოვრებო მდგომარეობაში იმყოფებიან, ვიდრე "9 წლიანი სისხლიანი რეჟიმისგან გათავისუფლებამდე" იმყოფებოდნენ.
რამდენიმე დღეა სატელევიზიო სიუჟეტებში ვხედავ კადრებს, სადაც მთლიანი მინისტრთა კაბინეტი შეკრებილია რაღაც დარბაზში და ერთმანეთს აცნობენ უწყებებში გაწეულის სამუშაოების შესახებ ანგარიშებს, შემდეგ დგანან და წუწუნებენ ხალხმა იმის მეათედიც არ იცის რასაც ვაკეთებთო! ვინ უშლის ამ ხალხს ხელს რომ საკუთარ კონტროლს დაქვემდებარებული ტელევიზიების მეშვეობით, გაავრცელონ ინფორმაცია ამ სამუშაოების შესახებ? რატომ უყვებიან ერთმანეთს და რატომ იქმნიან ილუზიას, მათ ირგვლივ წარსულში დაუსაქმებებელი და აწ დასაქმებული გარემოცვის მაგალითით, თოთქოს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა თითოეული მოქალაქისთვის ისევე გაუმჯობესდა, როგორ მათი გარემოცვისთვის? რა საჭიროა ერთმანეთში ამ ყველაფრის მოყოლა და "ვიწრო წრეში" პრეზენტაციების გამართვა თუ კი ამ მუშაობის შედეგი ქვეყანაზე არ აისახება? დავიჯერო ვერავინ შენიშნა ის რომ ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტზე სალაპარაკოდ, პარლამენტში არცერთი მინისტრი არ მივიდა და წარდგენა კომიტეტებზე მათმა მოადგილეებმა გააკეთეს? რატომ ხდება ეს და რატომ იმალება მმართველი გუნდი საკუთარი გარემოცვით შელამაზებული შირმის უკან? ასეთი "რატომ", ძალიან ბვერი არსებობს მაგრამ ეხლა განსაკუთრებით აქტუალურია რადგან ახლოვდება არჩევნები და ამ ბატონებსა თუ ქალბატონებს მოუწვეთ ხალხში გასვლა. საინტერესოა რას გეგმავენ და როგორ უნდა შეხვდნენ იმ ხალხს რომლებსაც 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, დაპირებებს უხვად ურიგებდნენ თანაც ისეთ ფანტასტიკურს რომ დარწმუნებული ვარ თავადაც არ სჯეროდათ რასაც იმ ხალხს მაშინ, თვალებში უყურებდნენ და ისე ეუბნებოდნენ.
ასევე წაიკითხეთ: შერჩევითი სამართალი - აღდგენილი უსამართლობა!
მგონია რომ ეს ყველაფერი გაცნობიერებული აქვთ და კარგად იციან რა განწყობაც არსებობს მათ მიმართ ხალხში. ეს თუ ასეა და შეუძლებელია არ იცოდნენ არსებული განწყობები, ეს კიდევ უფრო ართულებს საქმეს რადგან გამოდის რომ მათ არავითარი შანსი არ აქვთ ხალხთან შეხვედრით შედეგის მიღების და შესაძლოა, ჰქონდეთ მხოლოდ ორი რამის იმედი. ეს არის - არჩვნების გაყალბება და პროვოკაცია! ან კიდევ საერთოდ არ გეგმავენ გამარჯვებას, რაც ყველაზე რეალისტურად მიმაჩნია ეს ვერსია შესაძლოა ასე გამოიყურებოდეს - დღეს ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმა კარგად უწყიან რომ მომავალ არჩევნებში არავითარი შანსი არ აქვთ გამარჯვების და მოსწრებაზე არიან - რაც შეიძლება მეტი ფული გაიტანონ რომ შემდეგი პოლიტიკური ან თუნდაც არაპოლიტიკური ცხოვრების უზრუნველყოფა გარანტირებული ჰქონდეთ. ამავე დროს მათ ისიც კარგად უწყიან რომ მომავალი ხელისუფლება უარს იტყვის ანგირიშსწორებსგან რადგან, უბრალოდ ასეთ ვალდებულება მომავალ ხელისუფლებას სართაშორისო თანამეგობრობისგან ექნება, რაც დღევანდელ ხელისუფალთათვის ქმნის ერთგვარ საშუალებას უშედეგოდ დასრულდეს მათი მმართველობის პერიოდი. თუმცა ეს შეეხებათ მხოლოდ პოლიტიკური ძალის ლიდერებს და ვერაფრით ვერ შეეხებათ იმ დაბალ ჩინებს, რომელთა ხელითაც სავარაუდოდ დღეს უამრავი უკანონობა ხორციელდება!
დღეს ქვეყნის მოსახლეობას თუ უნდა რომ მომავალი არჩევნები ექსცესების გარეშე წარიმართოს, უნდა აიძულოს ხელისუფლება ილაპარაკოს! ილაპარაკოს ყველასთან - პრეზიდენტთან, პარლამენტთან, ოპოზიციასთან, ხალხთან. რადგან ეს არის ერთადერთი საშუალება გავიგოთ რას ფიქრობს ეს ხალხი და დამთვარდეს ის ნიშნის მოგებით საუბარი კაბინეტებიდან თუ მთავრობის სხდომებიდან, წარსულსა და არაფრად ქცეულ აწმყოზე, რომელიც სრულიად უაპელაციო მონოლოგის რეჟიმში მიმდინარეობს და მხოლოდ იმას ემსახურება რომ ერთმა კაცმა საკუთარი განდიდებული ეგო, კიდევ უფრო განიდიდოს.
ასეთი თვითიზოლაცია განპირობებულია იმით რომ ძალიან ვიწრო წრის ხელში ხდება მთელი ძალაუფლების კონცენტრირება და ამ გამოუცდელ ვიწრო წრეს უჩნდება ყოვლისშემძლეობის განცდა (ნუ დაგვავიწყდება რომ ყოვლისშემძლეობა პარადოქსია ბმული), რაც ძალიან საშიშია რადგან ასეთი განცდა უბიძგებს ადამიანს აგრესიული ნაბიჯებისკენ რომელიც ქვეყანას ეხლა არაფერში არ სჭირდება და შესაბამისად კარგ შედეგამდე არ მიიყვანს!

Комментариев нет:
Отправить комментарий