Страницы

суббота, 10 октября 2015 г.

რკინის ფარდა ისევ დაშვებას ცდილობს - რომელ მხარეს აღმოვჩნდებით ჩვენ?!

უკრაინისა და სირიის კომფლიქტებმა, დასავლეთსა და რუსეთს შორის ფრონტის ხაზის კონტურები გამოკვეთა. ეს ასეა და რამდენიც არ უნდა ვიბრმავოთ თვალები და ავარიდოთ რეალობას მზერა, ამით მოცემული რეალობა არ შეიცვლება.
ვერც ის არგუმენტი შეცვლის რეალობას რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ასეთი მაშტაბის პროცესებში არ უნდა ჩავერიოთ! ცალსახად, ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს, პატარა ხარ თუ დიდი, შენი დასაცავი შენი დასაცავია და ვერავითარი ალიანსებისა და დიდი ბიძიების იმედად ვერ დარჩები. დღევანდელი საქართველო თავისი "ბრიყვული" პაციფიზმით ძალიან დიდი საფრთხის წინაშე იყენებს თავს და აი რატომ!
 განვაგრძობ სტატიის დასაწყისში აღნიშნული დაპირისპირების ფრონტის ხაზის კონტურის თემას.
საკუთარ თავზე ვიწვნიეთ რუსეთის მხრიდან დასავლეთის ქვეყნებისა და ჩრდილო ატლანტიკური სტრუქტურების ჩვენთან დაახლოების შეფერხების მთელი სიმწარე. ამ მიზანს ეძღვნებოდა ყველა ის ომი, რომელიც კი ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა, ეს ასე და ამ მოცემულობის არსებობაზე არავინ დაობს. ეს ნიშნავდა იმას რომ საქართველო მყარად დარჩა რუსული გავლენის სფეროში და სეპარატისტული რეგიონები, დესტაბილიზაციის შესანიშნავი წყარო იყო, რუსეთისთვის ყველაზე საჭირო დროსა და საჭირო დოზებით. სწორედ ამიტომ ვართ (ვიყავით ან ჯერ კიდევ ვართ) ნახევრად თავისუფალი ქვეყანა. 
 შემდეგ ვიხილეთ უკრაინა, რომელიც პუტინისთვის უშედეგოდ დამთავრდა და თუ კი დღეს არავინ იძახის რომ პუტინმა უკრაინაში კრახი განიცადა ეს იმიტომ ხდება რომ კრიზისის აქტიური ეტაპები ჯერ ახალი გავლილია და შეფასებებში ჯერ კიდევ ემოციები ჭარბობს! თუმცა ცოტა მეტი პრაგმატულობით თუ შევხედავთ და გავიხსენებთ იანუკოვიჩის დროინდელი უკრაინის ჯარების განთავსებას, რომლის ყველაზე ბრძოლისუნარიანი და სარაკეტო ძალები სწორედ პოლონეთის საზღვრის გასწვრივ იყო განლაგებული, ადვილად დავინახავთ რომ რუსული გეგმა "ახალი რკინის ფარდის" შესახებ, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გადიოდა და რომლის ჩაშლამაც, პრაქტიკულად გამოიწვია პუტინის სირიული ავანტურა!
 რუსეთის სასურველი გავლენის ზონა რომ შემოვსაზღვროთ, საკმარისია მის მიერ შექმნილი კომფლიქტების გეოგრაფიას გავყვეთ და მივიღებთ რომ უკრაინა-პოლონეთის საზღვარი ამ ზონის შუა ნაწილია, რომელიც კიდევ უფრო ზემოთ, ჩრდილოეთით, კალინინგრადის საზღვრის გასწვრივ ბალტიის ზღვასთან სრულდება და სამხრეთით, რუმინეთისა და მოლდოვას საზღვრის გაგრძელებით, შავ ზღვასთან მთავრდება. ამ მოხაზულობას, უმთავრესი მნიშვნელობა საზღვაო მიმოსვლისთვის და მათ დიდ ნაწილში ბატონობისთვის აქვს, რომელიც ასევ უდიდეს სახმელეთო ტერიტორიას მოიცავს. ამ ფაქტორიდან გამომდინარეობს ის რომ დღეს აღმოსავლეთ ევროპაში, რუსული ინტერვენციის ყველაზე მაღალი რისკის ზონაში ესტონეთი რჩება. ისევ გეოგრაფიას თუ დაუბრუნდებით ვნახავთ რომ ესტონეთის გაკონტროლება და იქ, რუსეთისადმი ლოიალური ძალების გამტკიცება, საჭიროა ბალტიის ზღვაში გასასვლელის შესანარჩუნებლად, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კალინინგრადის შესანარჩუნებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ფინეთსა და ესტონეთს შორის სრუტის გადაკეტვა, მაგალითად NATO-სთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს და რუსეთი აღმოჩნდება ბალტიის ზღვის მცირე ყურეში გამოკეტილი! მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ ნეიტრალურ ფინეთშიც დაიწყეს ფიქრი NATO-ში გაწევრიანებაზე წყარო.
 შესაბამისად ზემოთ მოცემული სურათიდან შეგვიძლია გამოვყოთ "ახალი რკინის ფარდის" აღმოსავლეთ ევროპული კონტური და ამ საფრთხის რეალურობის საფუძვლად ის ქმდებები უნდა მივიღოთ, რომელსაც NATO ახორციელებს აღნიშნულ ტერიტორიაზე. მაგალითისთვის რამდენიმე კვირის წინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ესტონეთში დამატებითი საავიაციო ძალების გადასროლის შესახებ ბმული. მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა რომ ბალტიის პირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში, საავიაციო შენაერთების გარდა, მუდმივი დისლოცირების პრინციპით, ასევე განთავსდება ბრიტანეთის სამეფოს სამხედრო კონტიგენტის სახმელეთო ძალები წყარო 1 / წყარო 2, რაც პრაქტიკულად დაასრულებს ერთგვარი "თვადაცვითი ზღუდის" აგებას NATO-ს აღმოსაველთ საზღვრების გასწვრივ. უკრაინის კრიზისის ფონზე ალიანსმა საკუთარი სწრაფი რეაგირების ძალების ბაზები შექმნა ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიაში, პოლონეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში. ბალტიის ქვეყნების გამოკლებით, ჩამოთვლილი ქვეყნების საზღვარის აღმოსავლეთით დარჩენილი ტერიტორიები მოიაზრება რუსულ პოლიტიკაში "პრივილეგირებული გავლენის ზონებად".  ამ მიმართულებით შესაბამისი აქტივობა აქვს რუსეთს და ცენტრალი სამხედრო ოლქის ძირითადი საბრძოლო სიმძლავრეები, სწორედ აღნიშნული კონტურის გასწვრივ არიან განთავსებულნი, იმ განსხვავებით რომ უკრაინა ამოვარდა ამ გეგმიდან და რუსული პოზიციები პოლონეთისგან ბევრად შორს აღმოჩნდა.
 რაც შეხება შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროსა და კასპიის ზღვას შორის მოქცეულ რეგიონს, ის სრულად იმეორებს საბჭოთა კავშირის დროინდელ საზღვრებს და მისი მიზანი ძირითადად "ახალი ირანის" ფაქტორის გაკონტროლება იქნება. რომელიც ირანული ნავთობისა თუ სხვა ნაწარმის ევროპის ბაზარზე, რუსული პრივილეგირებული გავლენის ზონების გავლით მოხვედრას გულისხმობს. ამ ლოგისტიკურ მარშუტში კი საქართველოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებისა, კასპიის ზღვიდან განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმებმა და ზოგადად სირიაში სამხედრო ძალების გადასროლამ აჩვენა რომ რუსეთისთვის ეს სივრცე საჭიროა, ახლო აღმოსავლეთში გავლენის გაძლიერება-შენარჩუნებისთვის. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ასევე გაეროს გენერლური ასამბლეის პარალელური დაძაბულობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომელსაც ОДКБ-ს ძალების წვრთნა მოჰყვა და მიზნად ისახავდა, რეგიონზე რუსული გავლენის დემონსტრირებას, საერთაშორისო პოლიტიკური ლიდერებისთვის. ეს "მესიჯი" შესაძლოა ასე იკითხებოდეს - "ამ ტერიტორიაზე თქვენს აქტივობას მოჰყვება ყარაბახის კომფლიქტის განახლება", ასევე არ არის გამორიცხული დაძაბულობა გამოყენებული იქნა, სირიაში სამხედრო ავიაციისა და სხვა ტექნიკის გადასროლის გადაფარვისთვისთვის. 
 სირიაში გამოკვეთილი სტრატეგიის მიხედვით, რუსეთი და ასადის არმია ცდილობენ საბრძოლო მოქმდებების თურქეთის საზღვრების სიახლოვეს გადატანას, რომელსაც სამხრეთ საზღვრებთან ისედაც აქვს პრობლემა ქურთებთან და სირიის ტერიტორიაზე მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებთან. ასადის ოპოზიციური არმიის იმ ტერიტორიებზე განდევნა, ქაოსს კიდევ უფრო გააძლიერებს და თურქეთს, თავისი მოკავშირეებით აიძულებს მთლიანად დაკავდეს ამ პრობლემით, რაც შესაძლებლობას შექმნის შენარჩუნებული იქნას დაძაბულობა ირანსა და თურქეთს შორის, ასადის მოწინააღმდეგე ძალების მხარდაჭერის გამო. ასევე სრულად მოადუნებინებს ყურადღებას თურქეთს კავკასიის რეგიონში, კერძოდ კი აზერბაიჯანის პრობლემებისადმი. 
მთელს ამ კონფიგურაციაში სად არის საქართველო დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ადვილი დასანახია და ჩვენი მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის. ამ ფონზე თავდაცვის ბიუჯეტის შემცირება და სოციალურ პროქტებში ქვეყნის ძირითადი რესურსის მიმართვა, არალოგიკურია რადგან უსაფრთხოების საკითხი ასეთ მოცემულობაში უმთავრესია. ამ არასახარბიელო ვითარებას ამძაფრებს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, სამხრეთ სამხედრო ოლქში დამატებითი ანტისაჰაერო, სარაკეტო და ა.შ. სხვა საშუალებების 60 ერთეულის გადასროლის შესახებ. ამავე ინფორმაციაში მითითებულია რომ სამხრეთ სამხედრო ოლქმა წლის დასაწყისიდან მიიღო 700 ერთეული ტექნიკა, ხოლო სულ წლის გეგმით გათვალისწინებულია 1800 ერთეულის მიღება. დღეს გადასროლილი ტექნიკის შორის არის ისეთი კომპლექსები როგორიც არის, ავადსახსენებელი "БУК"-ი და "Искандер"-ები წყარო. აღნიშნულ სამხრეთ სამხედრო ოლქში შედიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული სამხედრო ბაზები, ასევე სომხეთში, გიუმრის 102-ე ბაზა, ყირიმის ნახევარკუნძული და კავკასიონის ქედს იქითა ტერიტორია. უცნაურად მოგეჩვენებათ და ამ ყველაფერს კარგად "დაემთხვა" აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდეგნითი სამუშაოების ვადაზე ადრე დამთავრების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია წყარო და Gazprom-ის საქართველოში დაბრუნების "ვირეშმაკული" გეგმაც! 
"Gazprom"-ის საკითხის განხილვისას არ უნდა გამოგვრჩეს რომ რუსეთს საკუთარი კანონმდებლობით, რომელიც შეიარაღებული ძალების საზღვრებს გარეთ გამოყენებას ეხება, უწერია რომ მათი გამოყენების საფუძველი შესაძლოა იყოს ქვეყნის ეკონომიკური მიზნები და ასეთ მიზნად შესაძლოა სომხეთის გაზით მომარაგების საკითხიც ჩაითვალოს. ამ ნაწილში მეტად საშიში მეჩვენა კალაძის განცხადება, როდესაც მილერთან შეხვედრაზე ლაპარაკობდა და ისეთი შთაბეჭდილება შექმნა თითქოს მთავარი საკითხი  სომხეთში გაზის ტრანზიტის გაზრდის საკითხი იყო წყარო. როდის აქეთია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, მეზობელი სომხეთის ენერგო უზრუნველყოფაზე ზრუნვით დაკავდა? აი რუსეთისთვის კი საჭიროა საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნისა და მისლსადენების გაკონტროლება. ამით მას ნავთობის ფასებზე მანიპულირების საშუალება ემატება.
 და კიდევ ერთხელ, როგორ ვინარჩუნებთ ამ ვითარებაში ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას? ვინ არის ამ სიტუაციაში პასუხისმგებელი იმაზე რომ არ დავდგებით რუსული ულტიმატუმის წინაშე შიშველი ხელებით და ქვაც კი არ გვექნება სასროლი მტრისთვის? 
 ხომ ფაქტია ის რომ "ახალი რკინის ფარდა" ნელნელა დაშვებას ცდილობს და ამ პროცესს წინააღმდეგობა სჭრიდება, რათა არ მოხდეს ისე რომ რუსულ ჭირთან ბრძოლა კვლავ ათწლეულები გაგრძელდეს. რეალურად არავინ იცის ასეთი "პრაგმატულ" პოლიტიკად წოდებული სვლებით, რა საფრთხეში ვყოფთ თავს. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები ეს არის ერთი დიდი პროცესი, რომელშიც ჩვენ გვინდა თუ არა ვმონაწილეობთ და რატომ უნდა დავდგეთ ამ ბრძოლაში მაინც და მაინც აშკარა უმცირესობისა და აგრესიული სუსტის მხარეს, გაუგებარია. რეალურად დღეს განხორციელებული ნაბიჯებით წყდება მომავალი და ეს მომავალი არა მგონია საქართველოში დღეს მცხოვრებ უმრავლესობას, ისევ საბჭოთა კავშირის მსგავს, იზოლირებულ, გაუგებარ წარმონაქმნში ცხოვრებად წარმოედგინოს. კარგ მომავალს კი შექმნა უნდა რომელიც ჩვენი მოცემულობიდან გამომდინარე, უბრძოლველად არ მოვა!          

Комментариев нет:

Отправить комментарий