30 ოქტომბერს მოსკოვში პუტინის ხელმძღვანელობით გაიმართა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა.
განსახილველი თემები იმდენად მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელი იყო რომ თავად რუსული "ველიკოდერჟავული" პროპაგანდის ერთგული გამოცემებისთვის კი მოულოდნელი და განხილვის საგანი გახდა. კერძოდ სხდომაზე განიხილეს ქვეყნის ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები. თუმცა არ დასახელებულა საფრთხის წყარო და ვითარება, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს ასეთი საფრთხე ქვეყნის წინაშე. საინტერესოა ის რომ პუტინმა დაავალა დამსწრეთ, მოხდეს ყველა უწყების კოორდინაცია, ყველა დონეზე და ასევე მოითხოვა მოხდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ინვენტარიზაცია, რომლის დროსაც უნდა შეისწავლონ რა რაოდენობის საშუალებები აქვთ, რამდენია ვარგისი, რამდენი უვარგისი და მოხდეს მათი ჩანაცვლება თანამედროვე, ადგილობრივი წარმოების ინდივიდუალური დაცვის კომპლექტებით.

ასევე წაიკითხეთ: ეუთოში რუსეთის დელეგაციის კომენტარი კენჭისყრის შემდეგ! (ვიდეო/video)
სხდომის ძირითადი ნაწილი ღია იყო პრესისთვის და მისი დახურული რეჟიმი მხოლოდ 20 წუთს გაგრძელდა, რაც იმაზე მეტყველებს რომ პუტინის მიერ დასახელებული საკითხები იყო გზავნილი როგორც თავად რუსეთის მოსახლეობისთვის, ისე გარეშე დამკვირვებლებისთვის. არაფერი თქმულა თავად სხდომის განამვლობაში იმაზე თუ რატომ დადგა დღის წესრიგში აღნიშული თემები და არის თუ არა რაიმე კონკრეტული საფრთხე მათი რეალურობის თვასლაზრისით. თუმცა სხდომის შემდეგ გაკეთებული კომენტარების მიხედვით რომელიც პრესაში გავრცელდა, ირკვევა რომ ამ ბირთვულ-რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკთხების განხილვის აუცილებლობა, აშშ-ს რუსეთზე მოსალოდნელი თავდასხმის ფაქტორით იყო პროვოცირებული. ამაზე ისაუბრა რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა, რომელმაც ყოველგვარი შელამაზების გარეშე მედიის წარმომადგენლებს განუცხადა რომ აშშ ქმნის "გლობალური დარტყმის" სისტემას, რომელიც ერთობლივად უამრავი ზეზუსტი იერიშის მიტანას გულისხმობს მოწინააღმდეგის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე და ერთი საათის განმავლობაში გამოჰყავს წყობიდან პოლიტიკური თუ სამხედრო მართვის ინფრასტრუქტურა. მათ შორის ბირთვული შეიარაღების გამოყენებისთვის საჭირო მართვის პუნქტებს და ა.შ. მთლიანობაში როგოზინის ვრცელი და რუსი ჟურნალისტების შეფასებით გულახდილი კომენტარი, გამართული უშიშროების სხდომის შესახებ ძალზედ დამაფიქრებელი იყო რადგან ისეთ საკითხებს შეეხო რომ ძნელია ქვეყნის მოქალაქე არ დაფიქრდე რა საფრთხის წინაშე დგახარ თუ კი ამ დონეზე, ასეთი საკითხები განიხილება და წარსულის მსგავსად რაღაც ჰოპეთეტურ საფრთეებზე კი არა, კონკრეტულ მოწინააღმდეგეზე და მის მოსალოდნელ ქმედებებზე რეაგირების მექნიზმებზეა ლაპარაკი წყარო.
ასევე წაიკითხეთ: რუსეთი ახალ ცივ ომს აჩაღებს?!
როგოზინის გარდა კომენტარი მედიასთან გააკეთა თავად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარე ნიკოლაი პატრუშევმა, რომლმაც ძირითადად ისაუბრა აშშ-ს მიერ ქიმიური იარაღის არსენალის განადგურების საკითხზე და მისი თქმით რუსებისგან განსახვავებით, რომლებმაც 2020 წლისთვის უნდა გაანადგურონ ქიმიური იარაღის საკუთარი არსენალი, აშშ-მ ეს პროცესი 2028 წლამდე გადადო. აქვე პატრუშევი შეეხო ლაბორატორიების საკითხს რომელიც მოიხსენია ბაქტეროლოგიური იარაღის კონკტექსტში. მისი თქმით ასეთი ლაბორატორიების რაოდენობა ოცჯერ გაიზარდა რაც მისი შეშფოთების საგანი ხდება! ანუ პატრუშევმა აშშ-ს მხრიდან მომდინარე ქიმიური და ბაქტეოროლიგიური იარაღის გამოყენებსი შესაძლებლობაზე მიანიშნა!
პატრუშევის ამ განცხადებამ უნებურად გამახსენა, ივანიშვილის ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტი და ის "კონტროლიორისთვის" დამახასიათებელი ქცევა როგორც ის იქცოდა იქ ვიდეო/ კომენტარი. ასევე ძნელია ამ კონტექსტში არ გაგახსენდეს ის სპეკულაციები, რომელიც რუსული ოფიციოზისა და პრორუსული ძალებიდან მოდიოდა, აღნიშული ლაბორატორიის შესახებ ბმული და რომელიც ივანიშვილის ვიზიტის შემდეგ, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს მალევე შეწყდა!? თუცმა დაუბრუნდეთ თემას...
მიზეზი თუ კოკრეტულად რამ გამოიწვია რუსული პოლიტიკური ელიტის მიერ ასეთ საკითხების განხილვიას აუცილებლობა, სავარაუდოდ ახლო აღმოსავლეთში და თავად რუსული პოლიტიკის აგრესიულობაში უნდა ვეძებოთ. ამ ყველაფერს თუ იმასაც დაუმატებთ რომ ბოლო დროს, რუსეთის ერთერთი ყველაზე ძლევამოსილი მოკავშირე ჩინეთი სულ უფრო უახლოვდება დასავლეთს, მივიღებთ იმას რომ აღნიშნული საკითხი რუსეთის თავდაცვითი აუცილებლობით არის განპირობებული, რომელიც რუსი პოლიტიკოსების კომენტარებშიც გამოსჭვივის და უნდა ვივარაუდოთ რომ "ძლიართა ამ ქვეყნისათა" მხრიდან მიღებულია გადაწყვტილება, პლანეტაზე ბირთვული ყუმბარიანი მაიმუნების მოცილების თაობაზე!

Комментариев нет:
Отправить комментарий