ახლო აღმოსავლეთი დუღს როგორც ყოველთვის მაგრამ ეხლა ჩვენი ყურადღებაც გაათმაგებულია ამ მიმართულებით რადგან ჩვენი დაუძინებელი მტრის დასამარება, სწორედ იქ გრძელდება და ამ შარში თავად გახვია საკუთარი თავი.
თავდაპირველად უნდა ავღნიშნო რომ ასეთ ანტიტერორისტული შინაარსის მანევრს რუსეთის მხრიდან, უკრაინის კრიზისის დაწყებისთანავე ველოდი. ეს მანევრი რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა. მაგალითად როდესაც კავკასიაში ჩეჩნეთის ომის შემდეგ დარჩენილი პარტიზანების ტერორიზაცია მოხდა და ეს არგუმენტი მაშინ ძალიან წონადი აღმოჩნდა დასავლეთისთვის რომ ეპატიებინა კრემლისთვის ბევრი დანაშაული. ეს არგუმენტი იყო გამოყენებული როდესაც საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, პანკისის ხეობის ტერიტორიაზე ბომბები ცვიოდა. მაშინაც ტერორიზმს ებრძოდა რუსეთი ჩვენს მიწაზე და სრულიად უდანაშაულო ხალხს იწირავდა, რომლებიც ტყეში შეშის დასამზადებლად იყვნენ გასულები და ტერორიზმთან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ.
ამ მანევრის გამოყენების იმპულსები უკრაინის კრიზისი კონტექსტში მაშინ იყო შესამჩნევი, როდესაც ცხადი გახდა რომ ყირიმის ანექსიითა და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების აფეთქების შედეგად, რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია გარდაუვალი იქნებოდა. ამ ფონზე მაშინ შესამჩნევი იყო რუსი სამხედრო სტრატეგების აქტივობა ცენტრალურ აზიაში, სადაც საკუთარ ტერიტორიაზე რადიკალ ისლამისტთა შესვლის შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ და რამდენიმე დღეში დაივიწყეს ეს საკითხი! ეს იყო ერთგვარი ნიადაგის მოსინჯვა და მაშინდელი რეაქციის მიხედვით გასაგები იყო რომ დასავლეთი ისევ სენსიტიური რჩებოდა საკითხისადმი. დღეს კი შედეგი უკვე დამდგარია და ვხედავთ რომ რუსეთი თავისი ზესახელმწიფოს სტატუსის აღდგენასა და გეოპილიტიკური ამოცანების გადაჭრას, ისევ ამ მანევრით ცდილობს. ამაზე მოწმობს რუსულ მედიაში გავრცელებული ანალიტიკური სტატიების სათაურებიც, რომლებიც პუტინის მსოფლიო ლიდერად აღზევებას გვამცნობს და თანაც ამას ისე აკეთებენ რომ ეს ყველაფერი ბარაკ ობამასი და მისი ადმინსტრაციის დაკნინებით ხდება ბმული. შესამჩნევია რომ რუსულ ინტერნეტ სივრცეში მატულობს შეფასებითი სტატიები და თითქმის ყოველი მათგანი ანვითარებს აზრს რომ რუსეთი დაბრუნდა გლობალური პოლიტიკის უმაღლეს ლიგაში. საფუძვლად კი სირიაში რუსეთის სამხედრო ავიაციის მიერ წამოწყებულ საავიაციო ოპერაციას იდებენ. ამ სტატიების შინაარსის უმეტესობა იწყება იმით რომ დასავლეთის ავიაცია ტერორისტების, კერძოდ ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ ართმევს თავს და მხოლოდ საჰაერო დარტყმები საკმარისი არ არისო, თუმცა კი გაუგებარია რატომ მიიჩნევა რომ რუსული ბომბები უკეთესად შესარულებენ ამ ამოცანას. მთელს ამ ინფორმაციულ ვაკხანალიაში, რომელიც მსგავსი კრიზისებისას ახასიათებს რუსულ ინეტრნეტ სივრცეს და შესაბამისად პროპაგანდას, იკვეთება ხაზი რომ რუსეთის ავიაციის ამოცანა ერთიანი ფრონტის შექმნა წარმოადგენს, რომლის სახმელეთო უზრუნველყოფას სირიუილი, ირანული და ლიბანური სახმელეთო ძალები უზრუნველყოფენ.
როდესაც ასეთი ფონი იკვეთება საინფორმაციო სივრცეში, ქვეყნდება მონაცემები რუსეთის სახმელეთო და საზღვაო ძალების დამატებითი ძალების გადასროლის შესახებ, რომელთა მიზანიც მათი საავიაციო ბაზების დაცვა იქნება. სინამდვილეში კი ეს სახმელეთო და სასაზღვრო ძალები, ჩაერთვებიან სახმელეთო ოპერაციაში რათა არ მოხდეს სანაპირო რეგიონების იზოლირება ქვეყნის დანარჩენი ტერიტორისგან და შენარჩუნდეს ლოგისტიკური პლაცდარმი ბაშარ ასადისა და მისი მოკავშირეებისთვის ლატაკიასა და ტარტუსში (რუქა) სადაც განთავსებულია რუსული ბაზები და პორტები.
როდესაც ასეთი ფონი იკვეთება საინფორმაციო სივრცეში, ქვეყნდება მონაცემები რუსეთის სახმელეთო და საზღვაო ძალების დამატებითი ძალების გადასროლის შესახებ, რომელთა მიზანიც მათი საავიაციო ბაზების დაცვა იქნება. სინამდვილეში კი ეს სახმელეთო და სასაზღვრო ძალები, ჩაერთვებიან სახმელეთო ოპერაციაში რათა არ მოხდეს სანაპირო რეგიონების იზოლირება ქვეყნის დანარჩენი ტერიტორისგან და შენარჩუნდეს ლოგისტიკური პლაცდარმი ბაშარ ასადისა და მისი მოკავშირეებისთვის ლატაკიასა და ტარტუსში (რუქა) სადაც განთავსებულია რუსული ბაზები და პორტები.
ასევე წაიკითხეთ: პირველი რუსული იერიში სირიაში! (ვიდეო/video)
30 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია რომ რუსეთის ბალტიის ფლოტში გამოცხადდა განგაში და ორი ხომალდის ეკიპაჟი სასწრაფოდ იქნა გამოძახებული. აღნიშული ინფორმაცია მეზღვაურების ოჯახის წევრებზე დაყრდნობით გავრცელდა, რომლებმაც განაცხადეს რომ აღნიშნული ხომალდები ერთი წლით გაემგზავრნენ ახლო აღმოსავლეთში წყარო. ასევე დასახელდა ხომალდები და მათი ტიპები რომლებიც ბალტიის ფლოტიდან იქნენ მივლენილნი კომფლიქტის ზონისკენ. ესენია სადაზვერვო "ვასილი ტატიშევი" და "იაროსლავ მუდრი" რომლის დანიშნულებაც სახმელეთო ძალების მხდაჭერასთან ერთად, მოწინააღმდეგის საზღვაო ძალებთან ბრძოლა და საზღვაო დესანტის დესანტირებაა. დღეს საღამოს კი ებრაული სააგენტოს მიერ გავრცელდა ინფორმაცია დამატებითი ცოცხალი ძალის გადასროლის შესახებ, რომლებიც შედგებიან შავი ზღვის საზღვაო ქვეითების, მე-7 სადესანტო დივიზიის სამთო-სადესანტო ძალებისა (ВДВ) და სპცდანიშნულების რამზებისგან. რომელთა ამოცანაც რუსეთის არმიის ბაზების დაცვა იქნება წყარო -1 / წყარო -2. ასევე ინფორმაციაში აღნიშნულია თურქული წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაცია შავი ზღვის სრუტეებში შემჩნეული რუსული დიდი სადესანტო ხომალდების, "კარალიოვისა" და "ალექსანდრე ოტრაკოვსკის" შესახებ.
რუსეთი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ასეთი გადაწყვეტილება იმას ნიშნავს რომ სირიაში, რუსული არმია ხანგრძლივი ყოფნისთვის ემზადება და არც საბრძოლო მოქმედებებში სახმელეთო ძალების ჩართვა გამოირიცხება, რაც ლოგიკურია რადგან იმ ვითარებაში რომელიც სირიაშია შექმნილი, რუსულ ბაზებზე თავდასხმა გამორიცხული უბრალოდ ვერ იქნება, რაც შესაბამსიად იმას ნიშნავს რომ რუს ჯარისკაცებს მოუწევთ შეტაკებებში მოანწილეობის მიღება. ასევე პრევენციის მიზნითა და ლოგისტიკური პალაცდარმების უზრუნველყოფა სამხედრო ბაზების მიმიდებარე ტერიტორიების დაცვის უზრუნველყოფის საჭიროებას წარმოშობს და სავარაუდოდ აქ მოხდება მათი სახმელეთო ოპერაციაში ჩართვაც.
როგორც ჩანს სირიიის კომფლიქტის კონტექსტში, რუსული არმიის ავანსცენაზე გამოსვლა და კომფლიქტის მთავარი ფაზა, ჯერ კიდევ წინ არის და ისეთი პირი უჩანს რომ რუსეთი მხოლოდ საჰაერო იერიშების ფარგლებში ვერ დარჩება.

Комментариев нет:
Отправить комментарий