ზოგადად ადამიანები და განსაკუთრებით ქართველები რომ წარსულის გამოცდილებიდან არაფერს ვსწავლობთ ფაქტია. პირველი არ ვარ ვინც ამას ამბობს მაგრამ სიამოვნებით ვიქნებოდი უკანასკნელი და არ დმწყდებოდა გული რომ ასეთი თემების საწერად ჩემს მშობლიურ ერს, საბაბი აღარ მოეცა!
დარწმუნებული ვარ არც ამ ნაწილში ვარ მარტო და კიდევ უამრავი ქართველი იქნებოდა მოხარული ჩემსავით, ერის მენტალურ შეფასებებში უკანასკნელი კრიტიკოსი ყოფილიყო. მაგრამ იმედი არ ჩანს და ისევდაისევ, იგივე შეცდომებს უშვებთ, ვიმეორებთ იგივეს და ამიტომაც იძულებულები ვართ ვწეროთ და ვილაპარაკოთ ამ საკითხზე.
ამ "უნარის" გამოვლიენაბაა ის რაც დღეს რუსთავის ორს დამართეს. თუმცა კი რატომ დღეს? დიდი ხანია რაც ეს შეტევა კონკრეტულად რუსთავი ორზე დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ მინისტრი გახდა და საქმის გარჩევა-კომფერენციებს აწყობდა, ხან ჟურნალისტებთან და ხან ექსპერტ-სწავლულებთან. გახსენება არავის გჭირდებათ რომ მაშინაც და მას შემდეგაც, ბიძინა და მისი მიმდევრები, "ტაბულასა" და "რუსთავი 2"-ის მიმართ განსაკუთრებულად აგრესიულები იყვნენ. იმასაც კი არ ერიდებოდნენ რომ ჟურანალისტებისთვის პირადი შეურაცხოფა მიეყენებინათ. ეს შეურაცხოფები, წინა ხელისუფლებასთან ამ ორი მედია საშუალების "კავშრისა" თუ სიმპათიების გამო, ხალხმა გაატარა. ჟურანალისტებმა სოლიდარობა არ გამოუცხადეს თავის კოლეგებს და მალევე მივიღეთ ის რომ მაღალი თანამდებობის პირებს დაუსჯელობის განცდა გაუჩნდათ, რასაც მოჰყვა წინასაარჩევნოდ "კლანჭების გამოჩენა" და პოლიტიკური თოქ-შოუების მასობრივი დახურვა.
ასევე წაიკითხეთ: ყოფილებზე - ყველაფერი მოსულა!
ესეც გავატარეთ საზოგადოებამ მეტნაკლები კრიტიკის გამოხატვით მაგრამ არა ქმედითი ნაბიჯებითა და პროტესტით. დღეს კი აი ამ ფაქტის წინაშე დავდექით რომ ყოველგვარი ლოგიკური (თუმცა კი რა შუაშია ლოგიკა როდესაც საქმე იურისპუდენციას ეხება) საფუძველის გარეშე, პოლიტიკური ძალის პირდაპირი შეტევა ვიხილეთ "რუსთავი 2"-ზე. რა მოხდება ეხლა, ეს ჩვენზეა დამოკიდებული და ასე გაგრძელება რომ აღარ შეიძლება, ესეც ფაქტია!
ერთ პატარა ნიუანსს მინდა მოვაქციო თქვენი ყურადღება - თუ ვინმეს ჰგონია რომ "რუსთავის 2"-ის წინააღდმეგ წარმოებული კამპანია, იურისტების მომზადებული პროცესია, ძალიან ცდება! უბრალოდ დაუკვირდით მოვლენათა განვითარების ლოგიკს და შემდეგ გაიხსენეთ ბიძინა ივანიშვილის ვერბალური აზრთა-წყობა ანუ მეტყველების ლოგიკა! ორივეს ერთი შტრიხი გასდევს - გატარებული ალოგიკურობა იმის იმედად რომ მას რიგითნი მაინც ვერ გაიგებენ და თუ გაიგებენ "მოვაგვარებთ"! ასეთი ლოგიკით იქნა ჩამორიგებული დაპირებები რომელიც ყველაზე დიდი პრობლემაა დღევნდელი ხელისუფლებისთვის და ამ ფონზე, უბრალოდ კამიკაძე ან ალოგიკური აზროვნების უზენაესი ნიჭით დაჯილდოებული უნდა იყო რომ მედიაზე შეტევა დაიწყო!
გამოცდილებაზე ხაზგასმით შემთხვევით არ დამიწყია ეს ჩანაწერი! მედიაზე შეტევები ნანახი გვაქვს და ისიც ვიცით თუ რა შედეგებით დასრულდა ეს შეტევები, თანაც ინტელექტუალურად ამ მიმდევართა გაცილებით მაღალ საფეხურზე მდგომთათვის. ესეც არ იყოს და კონკრეტულად ამ არხს გამოვლილი აქვს არა მხოლოდ ასეთი "გორსალური ლოგიკითი" შეტევები, არამედ პირდაპირი შეიარაღებული თავდასხმები და იქიდან გამოსულა გამარჯვებული! გამოსულა გამარჯვებული არა მხოლოდ საკუთარი პერსონალის ხარჯზე, არამედ ხალხის, საზოგადოების მხარდაჭერით და ეს მხარდაჭერა არ ყოფილა არც ლოგოს მიმართ და არც რომელიმე კონკრეტული პერსონის მიმართ გამოხატული!
შესაბამისად თუ კი შუშის სასახლის მკვიდრის ორაკული, ცაში აიხედავს, დაინახავს მის თავზე გამოხატულ მიკროფონს, რომელიც დღევანდელ სამყაროში დამოკლეს მახვილზე უფრო მეტი მახვილია და არაერთი გაუსტუმრებია პოლიტიკურ სასაფლაოზე!

Комментариев нет:
Отправить комментарий