Страницы

вторник, 13 октября 2015 г.

დამასკოში რუსეთის საელჩოს საარტილერიო ჭურვები მოხვდა!

ირანული და რუსული მედია იტყობინება რომ სირიის დედაქალაქ დამასკოში, რუსეთის საელჩოზე საარტილერიო იერიში იქნა მიტანილი.
გავრცელებული ცნობით, თვადასხმა მაშინ მოხდა როდესაც რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ბაშარ ასადის ასეულობით მხარდამჭერერი იყო მისული, რომლებიც რუსეთისადმი მადლიერების გამოხატვის მიზნით შეიკრიბნენ საელჩოსთან წყარო.
რუსეთის დიპლმატიური სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, საარტილერიო დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ერთი ჭურვი საელჩოს მიმდებარედ დავარდა ხოლო ერთი უშუალოდ შენობას მოხვდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა და რუსი დიპლმატების თქმით არც მანიფესტანტებს შორის მსხვერპლის შესახებ ფლობენ ონფორმაციას.
სირიაში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობაზე თავდასხმის, ეს პირველი შემთხვევა არ არის და ასეთი თავდასხმები ბოლო ერთი წლის განმავლობაში პერმანენტულად ხდება. ბოლო ასეთი თავდასხმა მიმდინარე წლის 20 სექტემბერს მოხდა ბმული
 დღევანდელი თავდასხმა რუსი დიპლომატების თქმით, ქალაქის იმ რაიონიდან მოხდა, სადაც ასადის მოწინააღმდეგე ძალები არიან გამაგრებულნი. 
30 სექტემბრის შემდეგ, რუსული არმიის კომფლიქტში ჩართვისა და წამოწყებული აქტიური საინფორმაციო კამპანიის ფონზე, სრულიად მოსალოდნელი იყო ასეთი ინიციდენტი და ეს უკანასაკნელი შემთხვევა არ იქნება რადგან, რუსული პოროპაგანდისტული აქტივობა უკუშედეგს გამოიღებს. ჩანასახშივე არასწორი იყო როდესაც ასადის მოწინააღმდეგე ძალებიც ტერორისტ ორგანიზაციებად იყვნენ გამოცხადებულნი და ასეთი ტყუილი არგუმენტით მათ პოზიციებზე თავდასხმები განხორციელდა, რომელთა მიზანიც მხოლოდ და მხოლოდ ასადის მხარდამჭერი არმიის პოზციების გაძლიერება იყო!   

Комментариев нет:

Отправить комментарий