ქვეყანაში იმდენი პრობლემაა ჩამოთვლა გაგიჭირდება კაცს. თითქმის არ დარჩა მიმართულება რომელშიც დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ რომ ვითარება არ გაუარესდა, არადა 2012
წელს ადამიანების განწყობა არ იყო აბსულუტურად ყველაფრის განადგურება რაც კი წინა წლებში შეიქმნა. პირიქით ის ყველაფერი უნდა შენარჩუნებულიყო და ის რაც სისტემის ნგრევის ლოზუნგში მოიაზრებოდა რეალურად, ერის განწყობით სისტემის გაკეთილშობილებას გულისხმობდა და არა მის განადგურებას.
წელს ადამიანების განწყობა არ იყო აბსულუტურად ყველაფრის განადგურება რაც კი წინა წლებში შეიქმნა. პირიქით ის ყველაფერი უნდა შენარჩუნებულიყო და ის რაც სისტემის ნგრევის ლოზუნგში მოიაზრებოდა რეალურად, ერის განწყობით სისტემის გაკეთილშობილებას გულისხმობდა და არა მის განადგურებას.
ჩემთვის პირველ რიგში ყველაზე პრობლემური იყო და რის ის განხეთქილება რომელიც შემოიტანა ახალმა ხელისუფლებამ და ყველანაირად ცდილობს ეს განხეთქილება, დასაქსულობა ერში რაც შეიძლება გაღრმავდეს და გახანგრძლივდეს. ამაზე საუკეთესო გამოვლინება - დაშალე და იბატონეს მეთოდის გამოყენების, ძნელად მოიძებნება სადმე. სხვა ყველაფერი დეტალებია რომელიც გვაბნევს და ჩვენს ყოველდღიურებას "სტაბილურობის" მსგავის ილუზიის ელფერს აძლევს.
ყოველთვის მეგონა რომ ოკუპაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები, ეს ისეთი საკითხები იყო რომელიც მიუხედავად ნებისმიერი წინააღმდეგობრიობისა მაინც გაგვაერთიანებდა და არ დაგვაკარგინებდა უმთავრესს, ქვეყნის შენარჩუნების ინსტიქტს, თუმცა როგორც აღმოჩნდა ამ ნაწილში ძალიან იდეალიზირებული წარმოდგენა მქონია ჩემს ერზე! ოკუპაციის ზონაში ისე დათარეშობენ სეპარატისტები და რუსი ოკუპანტები რომ არავითარი შემაკავებელი ფაქტორი მათთვის არ არსებობს. თვალებიდან არ გამომდის ის კადრები როდესაც თავისუფალი ზონის ბიჭებს ადგილობრივი დაახვედრეს სამაჩაბლოს ოკუპაციის ხაზთან, ამაზე ამაზრზენი საქციელი არავის ჩაუდენია, თუ არ ჩავთვლით ღიად კოლაბორაციონისტ თუ მოღალატე ელემენტებს, მაგრამ ის რომ ხელისუფლების ხელშეწყობით ასეთ მარაზმს აკეთებდეს ვინმე, პირველად ვნახე. სულაც რომ არ ყოფილიყო ეს სცენა დადგმული ხელისუფლების მიერ, ასეთი აზროვნების მქონე ადამიანისთვის წესით თავად უნდა მიეხედა, ელემენტარულად იმიტომ რომ სამაჩაბლოს ოკუპაციას მხოლოდ ადგილობრივმა მოსახლეობამ არ შესწირა თავი და უამრავი "არა ადგილობრივი" ჩაიხოცა, რომელთაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე გასწირეს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება-აღდგენისთვის. ეხლა კი ვიღაც ცდილობს წლევანდელი მოსავლის აღების გამო, ამ ბიჭების სიცოცხლე აფსურდული არგუმენტებით გააუფასუროს და ეს ყველაფერი ხელისუფლების დონეზე ხდება! ჯერ კიდევ მაქვს იმედი რომ ასე არ მოხდება და ის ადამიანებიც რომლებიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრობენ, მოძებნიან საკუთარ თავში ძალას და გადააბიჯებენ იმ იდეოლოგიურ აფსურდს, რომელშიც ბოლო წლებია ცხოვრობენ.
გუშინ რადიო თავისუფლების კავკასიის ბიუროს ვებსაიტზე გამოქვეყნდა სტატია რომელიც ზარდიაანთკარში ახალი გამშვები პუნქტის მშენებლობას ეხება და მისი აშენების საჭიროების მიზეზებს განმარტავს. როგორც ირკვევა ამ გამშვები პუნქტის მშენებლობა განაპირობა სულ რაღაც 9 ადამიანის ფაქტორმა, რომლებიც თურმე ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ და მათი მიმოსვლის კომფორტულობისთვის გადაუწყვეტიათ რუს ოკუპანტებს აღნიშნული გამშვები პუნქტის აშენება ბმული!
ასევე წაიკითხეთ: საშიში სიმპტომი - უარყოფილი აფხაზეთის რკინიგზის ფაქტი!
ზოგადად, ბოლო დროს განსაკუთრებით მაღიზიანებს ის რიტორიკა რომელიც ოს სეპარატისტებს აქვთ და კიდევ უფრო მეტად მაღიზიანებს ზაქარეიშვილისა თუ სხვა, ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარები ამ საკითხებზე, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ ოსებს საკუთარი უპირატესობისთვის საფუძველი შეუქმნან და ისინიც არ აყოვნებენ. დაუსჯელად იტაცებენ ადამიანებს (ბოლო ასეთი გატაცება 13 ოქტომბერს მოხდა ბმული) და საქართველოს სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს ამ ლეკიანობის აღსაკვეთად. გამოვა ზაქარეიშვილი და მორიგ სისულელეს დააბრეხვებს, რომლის მიზანიც მხოლოდ და მხოლოდ ის იქნება რომ საკითხის დაკნინება მოახდინოს. ქმნიან ისეთ შთაბეჭდილებას რომ საქართველოს სახელმწიფო არის უძლური საკუთარი მოქალაქეების დაცვის საკითხში. ასეთ ქმედებებს არავითარი კავშირი პრაგმატულ პოლიტიკის წარმოებასთან არ აქვს! და საერთოდ - არ არსებობს, ალოგიკურია, ტყუილია, მტერთან მიმართებაში პრაგმატული პოლიტიკის წარმოება, რომელიც პაციფიზმის ეფუძნება - ასეთ პრაგმატიზმს, როდესაც საკუთარ პოზიციებს თმობ და მტერს საკუთარ სახელს არ არქმევ, ეწოდება კოლაბორაციონიზმი, უფრო მარტივად კი - ღალატი! ყველა ეს ე.წ. "პრაგმატული" ქმედება არის კონკრეტული ღონისძიება, რათა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოსახლეობაში გაჩნდეს კიდევ უფრო დიდი უიმედობა საქართველოს სახელმწიფოებრიობისადმი და შემდგომში, რუსეთის გავლენის გაძლიერების კრიტიკულ მომენტში, მნიშვნელოვან არგუმენტად გამოიყენებენ ამ ადამიანებში დღეს საფუძველ ჩაყრილ განწყობებს.
თუ კარგად დაუკვირდებით ზაქარეიშვილის (და არა მარტო მის) განცხადებებში ხშირად არის გამოყენებული ფრაზა - "აბა რა ვქნათ ომი დავიწყოთ?!" რომელიც მოსახლეობის დაშინებას ისახავს მიზნად და ერთგვარ დილემად არის ქცეული, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას რომ სხვა ხერხები და ღონისძიებები არ არსებობს რომლითაც შესაძლებელია ამ მოცემულობაში საკუთარი მოქალაქეების დაცვა!
იმ იდეოლოგიურ ზიანის გამოსწორებას რომელსაც დღეს ხელისუფლება და მისი ცალკეული წევრები სრულიად ცნობიერად აყენებენ ერს, მრავალი წელი დასჭირდება. ის ძალიან ახლო მომავალში პრობლემა გახდება და თუ ასე გაგრძელდა, საერთოდ დაგვაკარგინებს სახელმწიფოებრიობასა და სუვერინიტეტს, ისე როგორც ეს უკვე ერთხელ გავაკეთეთ და შეხსენება არავის გჭირდებათ თუ რა შედეგი მოუტანა გასაბჭოებამ ერს - პრალელი, უადგილო და უტრირებული არ არის!

Комментариев нет:
Отправить комментарий