Страницы

пятница, 16 октября 2015 г.

სირიაში კუბის არმიის 2000 კაციანი კონტიგენტი ჩავიდა!

რადმენიმე საათია რაც ინტერნეტ გამოცემებში ვრცელდება ინფორმაცია სირიაში, ირნის სამხედრო დაჯგუფების შესვლის შემდეგ, კუბელი სამხედროების 2000 კაციანი კონტიგენტის ჩასვლის შესახებ.
აღნიშნული ინფორმაცია ამერიკულმა სააგენტო Foxnews-მა გაავრცელა, რომელიც თეთრი სახლის წარმომადგენლისგან მიიღო, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს ბმული. ერთერთი ვერსიით კუბელი სამხედროების სირიაში ჩასვლის შესაძლო მიზეზი, შეიძლება იყოს სირიელი ტანკისტების გაწვრთნა, რადგან კუბელი სამხედროები კარგად ფლობენ რუსულ ტექნიკას, თუმცა გაუგებარია ამ მიზნისთვის რა საჭირო იყო 2000 კაციანი კონტიგენტის ჩაყვანა და რატომ მაინც დამაინც კუბელების? მაშინ როდესაც რუსეთსაც საკმაო რაოდენობის ინსტრუქტორების გაგზავნის რესურსი აქვს. გავრცელებული ინფორმაციით კუბელი სამხედროების გადაყვანა კუბიდან სირიაში, განხორციელდა რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავებით.
 აღნიშნულ ინფორმაციას ავერცელებენ ებრაული სააგენტოები და სწორედ მათ მიერ იქნა დასახელებული რაოდენობაც (2000 კაცი). ებრაელები შეშფოთებას გამოთქვამენ ასადის მომხრე კოალიციის ასეთი კომფიგურაციის შესახებ, თუმცა მათთვის ირანის ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის 3000 კაციანი კონტიგენტი უფრო პრობლემატურია, ვიდრე კუბელი ინსტრუქტორები წყარო
 საბოლოო ჯამში, გავრცელებული იმ მწირი ინფორმაციიდან რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით ამ დრომდეა გავრცელებული, იქმნება შთაბეჭდილება რომ რუსეთი ცდილობს ასადის მხარდამჭერთა კოალიცია, მაქსიმალურად მრავალეროვანი გახადოს, რათა მოხდეს საერთაშორისო მისიის იმიტირება და პროპაგანდისთვის შეიქმნას თემატიკა, რომელიც მხოლოდ რუსული ავიაციის მოქმედებების კომენტირებას გამორიცხავს. 
მიუხედავად ყველაფრისა ძალიან დიდი კითხვის ნიშანს აჩენს კუბის ასეთი ნაბიჯი, იმ ფონზე როდესაც აშშ-სთან მრავალწლიანი დაპისპირება დასრულდა და გასულ ზაფხულს, აღდგა მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობები.  ერთერთი ვერსიით კუბელების ეს ნაბიჯი შესაძლოა ნაკარნახევი იყოს რუსების მიერ, რომლის უზარმაზარი ვალიც აქვს კუბას და შესაძლოა ასეთი დახმარების სანაცვლოდ, ვალის გარკვეული ნაწილი იქნას ჩამოწერილი.

Комментариев нет:

Отправить комментарий