Страницы

среда, 14 октября 2015 г.

აშშ-მ მედვედევის მიღებაზე უარი განაცხადა!

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა რომ ვლადიმერ პუტინი, სირიაში დაწყებული საავიაციო იერიშების გამო ითხოვდა ამერიკულ მხარესთან მოლაპრაკებას, სამხედრო ავიაციის ფრენების კოორდინაციის მიზეზით და ამისთვის სპეციალური შეთანხმების პროექტიც კი გააგზავნეს ვაშინგტონში.
შემდეგ ეს საკითხი რუსული პროპაგანდისტული აქტივობის საგანი გახდა და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, აბსულუტურ მარაზმად გადაიქცა. ეს საკითხი, უამრავმა რუსულმა სააგენტომ გადათარგმნა ისე თითქოს აშშ-ს არ სურს რადიკალ ისლამისტთა წინააღმდეგ ბრძოლის წარმოება და მრავალი შეთქმულების თეორიის სულისკევეთების არგუმენტიც გავრცელდა რუსულ მედიაში. თუმცა რეალობა სხვა გვარია და ორი საწინააღმდეგო სამხედრო ბლოკის ავიაციის ერთ ტერიტორიაზე ფრენა, ძალიან დიდი რისკის შემცველია. გერმანულმა გამოცემა "DW"-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, პირველი ასეთი ინციდენტის შესახებ როდესაც ამერიკული და რუსული საფრენი აპარატები ერთმანეთს სირიის ცაში, ვიზუალური ხედვის მანძილზე მიუახლოვდნენ წყარო
მართალია აღნიშული ინციდენტი ყოველგვარი გართულების გარეშე დასრულდა მაგრამ გარანტია იმისა რომ სულ ასე იქნება არ არსებობს. ასეთი გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, გუშინ ამერიკის პრეზიდენტების კანდიდატთა დებატებისას ჰილარი კლინტონმა გაახმოვანა ინიციატივა სირიაში დახურული ცის პრინციპის ამოქმედების შესახებ რაც მიანიშნებს ზოგადად რუსული ავიაციის ჩარევით გამწვავებულ ვითარებაზე და უნდა უთქვას რომ ასეთი ინიციატივა ვაშინგტონში პირველად არ გახმოვანებულა.
გუშინ რუსულ მედიაში გამოჩნდა პუტინის განცხადება აშშ-სა და რუსეთს შორის სირიის კრიზისის დარეგულირების საკითხზე მომლაპრაკებლად მედვედის დასახელების შესახებ, რომელსაც თავკაცობა უნდა გაეწია სამხედრო-პოლიტიკური დელეგაციისთვის. პუტინი თავის განცხადებაში აცხადებდა რომ ამერიკული მხარიდან პასუხი არ მიუღიათ. 
 დღეს კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სახელწიფო დუმაში გამოსვლისას განაცხადა რომ აშშ-სგან მედვედევის დელეგაციის შესახებ პასუხი მიიღეს და ამერიკელებმა განუცხადეს რომ არც ამერიკული დელეგაციის გაგაზვანის საშუალება აქვთ და არც მედვედევის თავკაცობით დელეგაციის მიღების წყარო

Комментариев нет:

Отправить комментарий