საუდის არაბეთის პრინცმა ალი-ვალიდ იბნ ტალალიმ განცხადა რომ ახლო აღმოსაველთში შემქნილი ვითარების გამო, რომელიც რეგიონში ირანის გაძლიერებას გულისხმობს და რომლის მონაწილე რუსეთიც გახდა, ეგზისტენციალურ საფრთხე უქმნის
საუდის არაბეთს და ამიტომ საჭიროა ერთიან ფრონტის ფორმირება ისრეალთან ერთად. პრინცის აზრით რეგიონის განვითარება ირანის ექსპანისონიზმით ვერ მოხდება და ამიტომ საჭიროა დემოკრატიული ღირებულებების მქონე ძალებთან გაერთაინება, რომელთაც შესწევთ უნარი განავითარონ რეგიონი წყარო.
პრინცი მოცემულ მომენტში მართავს ტურნეს საუდიტების მოკავშირე ქვეყნებში და ცდილობს დამატებითი დახმარება მოიპოვოს სირიელი აჯანყებულებისთვის, რომლებიც ასადის რეჟიმს ებრძვიან. ამ მიზნით პრინცი ჩავიდა ქუვეითში, ყატარში, ბახრეინში და ა.შ. სუნიტურ უმრავლესობად წიდებულ სახელმწიფოებში. ამ ტურნეს კი წინ უძღოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერისა და საუდის არაბეთის მეფის შეხევდრა, რომელზეც შეთანხმდნენ გაეზარდათ დახმარება სირიელი აჯანყებულებისათვის და როგორც ჩანს სწორედ ამ შეხვედრის შედეგია პრინცის ვიზიტებიც ზემოთ დასახელებულ სახელმწიფოებში.
ასევე წაიკითხეთ: აშშ სირიაში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას აპირებს
საინტერესოა ასევე რომ პრინცის ამ განცხადებამ გაიჟღერა ვენაში დაწყებული სამიტის ფონზე სადაც ევროკავშირის, გაეროს და ჩვიდმეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები არიან შეკრებილნი და რომელზეც მთავარი განსახილველი თემაც, რა თქმა უნდა რომ სირია იქნება წყარო. სამიტის გახსნისას, აშშ-ს სახელმწიფო მდივანის მიერ წარმოთქმულ სიტყვაში, კერიმ აღნიშნა რომ შეთანხმება სირიის შესახებ ადვილი მისაღწევი არ იქნება. სავარაუდოდ ძირითადი განხილვის საგანი იქნება ასადის ქვეყნის ხელმძღვანელობიდან ჩამოშორება და გარდამავალი ხელისუფლების ფორმირების შესაძლებლობები, რომელსაც სავარაუდოდ წინააღმდეგობას რუსეთი და ირანი გაუწევენ. იმაზე თუ რა შედეგით დასრულდება ვენის შეხვედრა ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და პრაქტიკულად განსაზღვრავს ამ კომფლიქტის შემდეგ განვითარებას.
ასევე წაიკითხეთ: პრინც საუდ ალ-ფეისალის პასუხი ვლადიმერ პუტინს!
ძალიან ძნელი დასაჯერებელია რომ მხარეებმა ეხლა ერთ შეხვედრაზე რაიმე შედეგს მიაღწიონ და ამის მოლოდინი რომ იყოს, არც საუდიტები იქნებოდნენ ასეთი გააქტიურებულები ასადის მოწინააღმდეგე ძალებისთვის დახმარების მობილიზებით. პრინცის ინიციატივა კი იმაზე მიუთითებს რომ ვითარება არაორდინალურია და საჭიროებს ასევე არაორდინალური გადაწყვეტას რომელიც რა ხარისხის სიმძიმის იქნება, დამოკიდებულია იმაზე თუ რა ხარისხის კომფლიქტზე შეუძლიათ წავიდნენ ასადის მხარდამჭერს მხარეებს, ამ შემთხვევაში ირანს და რუსეთს. ირანული და რუსული პოლიტიკური ხელმძღვანელობების განწყობების მიხედვით კი ისინი მზად არიან ასადის ხელისუფლების დასაცავად და რეალურად კი სირიაზე გავლენის შესანარჩუნებლად, საკმოად ავანტურისტულ მოქმედებებზე წავიდნენ. თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ საუდიტების გავლენა სუნიტურ უმრავლესობაზე საკმაოდ დიდია და თუ კი მათ გადაწყვიტეს საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებით ამ ძალის მობილიზება ესეიგი სირიაში გადამწყვეტ ბრძოლებს მალე ვიხილავთ.

Комментариев нет:
Отправить комментарий