Страницы

четверг, 29 октября 2015 г.

NATO-ს აქტივობა აღმოსავლეთ ევროპაში (ვიდეო/video)

სირიაში განვითარებული მოვლენების პარალელურად გრძელდება აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება ძირითადად აშშ-სა და ბრიტანეთის
შეიარაღებული ძალების დამატებითი კონტიგენტისა და ტექნიკის გადასროლით. გუშინ რუსულ საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელდა ინფორმაცია რომლის თანახმადაც აშშ გეგმავს პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში დამატებითი 800 ან 1000 კაციანი ბატალიონების განთავსებას. მეორე ვერსიით კი საუბარია მხოლოდ აშშ-ს სამხედროთა 800-1000 კაციან კონტიგენტზე რომელიც პოლონეთში განთავსდება NATO-ს ევროპული მეთაურობის დაქვემდებარებაში იქნება წყარო/წყარო. მიუხადავად ამის ფაქტია რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში დასავლური სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა მუდმივად იზრდება და ეს ხდება სხვადასხვა წვრთნების მიზეზით, რომელთა დასრულების შემდეგაც არავინ იცის და არც ხმაურდება სად მიდის აღნიშული ტექნიკა. მაგალითისთვის ბოლო ასეთი შეიარაღებისა და ტექნიკის ჩატანა ბალტიისპირეთში მიმდინარე თვის 25-27 რიცხვებში მოხდა ლიაპაიას საზღვაო პორტში, რომლის ოფიციალური მიზეზიც წვრთნა Atlantic Resolve-ში მონაწილეობის მიღება დასახელდა წყარო. ლატვიის პორტიდან კი ტექნიკა, საბრძოლო მასალები და ამუნიცია სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრა, კერძოდ ლიტვასა და ესტონეთში.


ყოველი ასეთი აქტივობა რა თქმა უნდა რომ განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი ხდება რუსული მედიისთვის და ადგილობრივი პრორუსი ექსპერტებისა თუ ჟურნალისტების მეშვეობით, ნამდვილ ისტერიკას აწყობენ, რომელიც როგროც წესი იქამდე დადის რომ სვავენ მეამიტურ კითხვას - ვის წინააღმდეგ არის ეს მოქმედებები მიმართული და რატომ ბმული?!  


გარდა ამერიკელი სამხედროებისა და ტექნიკისა, ესტონელი გენერალ-ლეიტენანტ რახო ტერასის განცხადებით 2016 წელს საკუთარი ძალების გაგზავნას ესტონეთში გეგმავს გერმანია და ბრიტანეთი. ასევე მოლაპრაკებები წარმოებს დანიასთან, რომელიც ასევე დაინტერესებული ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფით წყარო.
მოცემულ მომენტში კი ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცეს რუსული პროვოკაციებსგან იცავენ NATO-ს ავიაშენაერთები, რომლებიც განთვასებული არიან სამივე ქვეყანაში მაგრამ განსაკუთრაებულ რეჟიმზე ესტონეთში განთავსებული მფრინავები არიან, რომლებიც ყოველდღიურად, დღეში ორჯერ ახდენენ გაფრენებს მიუხედავად იმისა არის თუ არა რაიმე კნკრეტული შემთხვევა და ამ გაფრენების შესახებ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვრცელდება ინფორმაცია წყარო
 გამომდინარე ამ აქტივობიდან გამოდის რომ ბალტიისპირეთში რუსული აგრესიის საფრთხე სერიზულია და ყველა ეს ღონისძიება რომელიც ტარდება მიმართულია მისი განხორციელების აღკვეთისკენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий