Страницы

пятница, 30 октября 2015 г.

ევროპამ და აშშ-მ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მოქმედი სანქცები შეაჩერეს!

დღეს ცნობილი გახდა რომ ევროკავშირმა და აშშ-მ, ბელორუსი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მოქმედი სანქციები, ოთხი თვით შეაჩერა.
გავრცელებული ინფორმაციით სანქციების შეჩერების მიზეზი გახდა ლუკაშენკოს მიერ წინასაარჩვნოდ ექვსი პოლიტპატიმარის გათავისუფლება, რაც დასავლეთში აღქმული დადებით ჟესტად, შესაბამისად სანქციების მოქმედება შეჩერდა სამი იურიდიული პირისა და 170 ფიზიკური პირის მიმართ. არ შეჩერდა ბელორუსიისთვის იარაღის მიწოდებაზე მოქმედი აკრძალვა და გასაგებია რომ მისი მოხსნისათვის ბელორუსიამ კიდევ სხვა ნაბიჯებიც უნდა გადადგას წყარო.
სანქციების შესაძლო შეჩერების შესახებ პირველი ინფორმაცია, მიმდინარე თვის შუა რიცხვებში გამოჩნდა, ჯერ კიდევ ბელორუსიაში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელზეც ალექსანდრე ლუკაშენკო მეხუთედ გახდა პრეზიდენტი.
დასავლეთის მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმის მიზეზი შესაძლოა მხოლოდ პოლიტპატიმრების გათავისუფლება არ იყოს და ის სავარაუდოდ იმ პოლიტიკურმა საკითხებმაც განაპირობეს, რომელიც ბოლო დროს რუსეთსა და ბელორუსიას შორის დადგა. კერძოდ ბელორუსიის ტერიტორიაზე ახალი რუსული საავიაციო ბაზის განთავსების შესახებ დაწყებული პოლემიკა, რომელსაც ეწინააღმდეგება ბელორუსიის ხელმძღვანელობა და ამ მოტივებით საპრტოტესტო აქციებიც გაიმართა მინსკში ბმული. ასეთი შინაარსის საპროტესტო აქციები, ისეთ ქვეყანაში როგრიც არის ბელორუსია, ძნელად დასაჯერებელია რომ წმინდად სამოქალაქო საზოგადოების მიერ ყოფილიყო ორგანიზებული.
 გარეშე დამკვირვებლის თვალით ეს პროცესი ბელორიუსიის მმართველის, დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავების მოტივირებას უფრო მეტად ჰგავს ვიდრე მხოლოდ "პოლიტიკურ ჟესტს" და იმედია თავის შედეგს იქონიებს რადგან ბელორუსია, ისევე როგორც უკრაინა, აღმოსაველთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანი ქვეყანაა.   

Комментариев нет:

Отправить комментарий