უკრაინის კრიზისი და მასთან დაკავშირებული საკითხები, ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების შეჩერების პარალელურად, ყურადღების მიღმა დარჩა. ამას ხელი რუსული არმიის სირიაში გადასროლამ და იქ განვითარებულმა მოვლენებმაც შეუწყო, რადგან მოხდა ყურადღების გადატანა ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე.
ვიდრე ეს მოხდებოდა, უკრაინის კრიზისის შეფასებებსა და მასთან დაკავშირებულ პროგნოზებში, მოხშირებული იყო კომფლიქტის გაყინვის მოლოდინები, რომელიც უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ გაახმოვანა პირველად, გასული თვის დასაწყისში. როგორც ჩანს კომფლიქტის გაყინვა უკრაინის კომფლიქტურ რეგიონებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე განხორციელებული პროცესების მსგავსად ხდება. თვალშისაცემია რომ ეს ყველაფერი ერთი და იგივე მეთოდით მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა ნორმანდიული ოთხეულის ევროპელი წევრებისთვის, საქართველოს მაგალითი და იქ რუსეთის ქმედებები არ აღმოჩნდა სამაგალითო რომ უკრაინის კრიზისში მაინც მოეხდინათ მისი პრევენცია და არ გაჩენილიყო კონტინენტზე კიდევ ერთი გაყინული კომფლიქტი.
ასევე წაიკითხეთ: ვითარება უკრაინაში: კონფლიქტი იყინება?!
პოტენცურად პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა გაყინული კომფლიქტი, გადაუჭრელი ფუნდამენტური საკითხების გამო, კვლავ განახლებად კომფლიქტებად რჩება რადგან წარმოუდნელია ამ ტერიტორიების მფლობელი სახელმწიფოების შემადგენლობაში მათი უმტკივნეულო დაბრუნება, იმ შემთხვავშიც კი თუნდაც რუსეთი როგორც ასეთი, მთლიანად გაქრეს პოლიტიკური რუქიდან. საინტერესოა რატომ არ ითვალისწინებენ ამ მოცემულობას ევროპელი ლიდერები, როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობების საკითხებს სტაგნაციურ კონდიციაში ტოვებენ?!
2 ოქტომბერს პარიზში გამართული ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა, ყოველგვარი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა და ამაზე ისიც მეტყველებს რომ შეხვედრის მთავარმა ფიგურებმა, პეტრო პოროშენკომ და ვლადიმერ პუტინმა, უკომენტაროდ დატოვეს ელისეის სასახლე. პრესასთან კი მერკელი და ოლანდი გამოვიდნენ რომლებმაც საკუთარი განცხადებებით მხოლოდ ის დაადასტურეს რომ მოლაპრაკებები უშედეგოდ დასრულდა.
პირადად ჩემთვის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ტერიტორიაზე არჩევნების გამართვა, რა საკნონმდებლო ბაზითაც არ უდნა ჩატარდეს ის, სრული ფარსი იქნება რადგან ამ ტერიტორიების მოსახლეობის უმრავლეოსობა, გასულია ტერიტორიიდან და იქ დარჩენილი ადამიანების განწყობა კი ისედაც ცნობილია. მათი პოზიცია მშვიდობის დამყარებას ვერ უზრუნველყოფს რადგან სწორედ მათ თვალწინ და მათი ხელშეწყობით ხდებოდა, რუსეთიდან ბოევიკების შემოდინება უკრაინის ტერიტორიაზე და ისინი იყვნენ უმეტეს შემთხვევაში ვინც ეხმარებოდა მათ და ხელს აფარებდა. ასევე გაურკვეველია როგორ უდა უზრუნველყონ საერთაშორისო დამკვირვებლებმა ამ არჩვნების ორგანიზება რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც უამრავი იძულებით გადაადგილებული პირია კომფლიქტიური რეგიონებიდან.
ამასობაში კი უკრაინულმა მხარემს ფრონტის ხაზიდან შეიარაღების გაყვანა დაწყო, რის შესახებაც უკრაინული მედია იუწყება ბმული. ანალოგიური განცხადება ლუგანსკელი სეპარატისტების მხრიდანაც გაკეთდა თუმცა ეუთო-ს მონიტორებს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ.
ასევე წაიკითხეთ: ევროპის დიპლომატიური ილუზია - რუსეთი და ISIS-ი...
გაყინული კომფლიქტი ანუ ე.წ. "კომფლიქტის მოლაპრაკებების გზით მოგვარების" მეთოდის მოქმედება, ყველზე მეტად პუტინს აწყობს რადგან, გარდა იმისა რომ უკრაინის NATO-ში წევრობას ბლოკავს, ასევე ქმნის საფრთხეს პოროშენკოსთვის ქვეყნის შიგნით. დარწმუნებული ვარ ფრონტის ხაზზე სამხედრო განტვირთვის პარალელურად, რუსული პროპაგანდა დაიწყებს ჭორების დაყრას რაღაც გარიგების შესახებ, რომელშიც პოროშენკო "გამყიდველი" გამოჩნდება და იმ ადამიანების აგრესიის ზრდას გამოიწვევს, ვინც საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას ან ახლობელი დაკარგეს ამ ომში.არც ასეთი ჭორებით მანიპულირება არის უცნობი ჩვენთვის და არაერთხელ გახდა საქართველო ასეთი პროპაგანდისტული შეტევის მსხვერპლი. უბრალოდ ამ ყველაფრის გათვალისწინებით გაუგებარია ევროპელი ლიდერების პოზიცია და იმედები რომ უკრაინის კრიზისი მოგვარდება!

Комментариев нет:
Отправить комментарий