აზერბიჯანისა და სომხეთის მრავალწლიანი დაპირპირებიდან ეს ალბათ პირველი შემთხვევაა როდესაც უშუალოდ ფრონტის ხაზზე საბრძოლო ეპიზოდის ამსახველი ვიდეო გავრცელდა.
აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით ვიდეოზე ასახულია სომხური არმიის პოზიციების ნაღმტყორცნიდან დაბომბვის კადრები. ასეთი ეპიზოდის არსებობას უარყოფს სომხური მხარე და აცხდებს რომ ვიდეო მასალას არავითარი კავშირი არ აქვს რეალობასთან. არმენპრესის მიერ გავრცელებულ განცხადებაში (ბმული) ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებული ვიდეო მასალა, დღეს მომხდარი შეტაკების ამსახველი იყოს. თუმცა თავად ვიდეოზე მითითებული თარიღი არ არის დღეავნდელი (28.09.2015) და არც რომელიმე აზერბაიჯანულ წყაროშია ნათქვამი რომ აღნიშნულ ვიდეოზე დღეს მომხდარი შეტაკების ეპიზოდია ასახული.

ასევე წაიკითხეთ: ვითარება ყარაბახში: აზერბაიჯანმა სამი მებრძოლი დაკარგა!
რაც შეეხება არსებულ ვითარებას. სექტემბრის ბოლო დღეებში მომატებული დაძაბულობა ისევ ჩვეულე პერმანენტულ შეტაკებებსა და პოლიტიკური განცხადებების რეჟიმს დაუბრუნდა. ბოლო დღეების განმავლობაში დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ მხარეებს ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. როგორც წესი ასეთ პერიოდებში მხარეები აქვეყნებენ ინფორმაციას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევების რაოდენობის შესახებ და მეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებენ!

Комментариев нет:
Отправить комментарий