Страницы

вторник, 20 октября 2015 г.

დღის ჩანაწერი - დოქსოფულო რომელსაც დედა არ ჰყავს!

როგორ გინდა დღევანდელი დღის მთავრ ფრაზასა და მოვლენა გვერდი აუარო და არაფერი თქვა იმ უმსგავსობაზე, რომელიც სასამართლო დარბაზში ხდებოდა და ჩემის აზრით, ზოგადად ქვეყანაში არსებული ვითარების მინიატურული გამოხატულება იყო.
ზოგადად ნორმალური ადამიანის პოზიციიდან რომ შევხედოთ რუსთავი2-ის სასამართლო პროცესს, დარწმუნებული ვარ უმრავლესობას გაუჩნდება კითხვა თუ რატომ ეჭიდება ასე ამ პროცესს მოსამართლე ურთმელიძე და რატომ არ ამბობს უარს მის განხილვაზე? ასეთი კითხვის ინიციატორებს, დარწმუნებული ვარ რომ არაფრად ეღირებოდათ ასეთი შეურაცხოფა და სკანდალები, ბანალური "ორ სუბიექტს შორის" დავის განხილვის გამო. საკითხი და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე უარს იტყოდა თუნდაც იმ მიზეზით რომ ერთერთი მხარე მის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. არ ვიცი რამდენად სწორია იურიდიულად მაგრამ მორალური თვალსაზრისები მგონი რომ იურისპუდენციასაც მოიცავს და მისი რაკურსიდან, გარკვეული გადაწყვეტილება შესაძებელია იყოს მიღებული... მაგრამ არა! ურთმელიძეს რაღაც აკავებს და ჯიუტობის მოტივაციას უქმნის "ის რაღაც" რომ არ ჩამოშორდეს ამ საქმეს და მიუხედავად საზოგადოებრივი მღელვარების პერსპექტივისა, მაინც განაგრძობს მის განხილვას. ასეთი ჯიუტობა ხომ თავისთავად ბადებს კითხვას და ნუთუ "იქ ზემოთ", სხვა ლოგიკა მოქმედებს? ამ კითხვის ლეგიტიმურობას ვერ ხედავენ ამ ყველაფერში რომ პროცესის დაგეგმვისას მოემზადებინათ ე.წ. "გეგმა "ბ""?
მთელს ამ საქმეში იმდენი კითხვის ნიშანი არსებობს რომ ალბათ ვერცერთი რიგითი მოკვდავი ამ ქვეყნისა, ვერ შესძლებს მათზე ამომწურავი პასუხების მოძიებას თუ კი მთავრმა არ მოხსნა პირი და არ თქვა რა როგორ მოხდა! ის თუ რატომ ხდება ყველამ ვიცით და რუსთავის2-ის საქმე, ეს არის ბოლო ეტაპი იმ ჩაჩუმების ტალღისა, რომელმაც ჯერ იმედს შეუტია, შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელი წალეკა და როგორც ტალღის ფენომენს სჩვევია ხოლმე, გარდაუვლად გადაულახავ ზღუდესაც შეასკდა! 
 სამწუხარო ის არის რომ დღევანდელ საქართველოს, თანამედროვე მანტიანი დოქსოფულო ჰყავს, რომელსაც დღემდე დედა ჰყავდა და დღეს უეცრად, სამართლიანობის ამბიონიდან მოგვახსენა რომ მას დედა აღარ ჰყავს. დასანანია... იმ პირშავ ეპოქაში, როცა ვარლამ არაბიძეები თარეშობდნენ ქვეყანაში, მათ ირგვლის მოძრწიალე დოქსოფულოებსაც კი ჰყავდათ დედები...
 ცუდია რომ მანტიანი დოქსოფულო ვერ ხვდება საკუთარ დედასთან ერთად, ქართლსაც რომ დედა "მოუკლა" და ქართლის დედის მეზობლად დასახლებულ ვარლამ არაბიძედ ქცეულ უცხოტომელს, ქართლის მამობისკენ გაუხსნა გზა!

Комментариев нет:

Отправить комментарий