Страницы

понедельник, 19 октября 2015 г.

NATO ბალტიისპირეთსა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში აქტიურდება

ზოგადად საერთაშორისო უსაფრთხოების გაუარესების გამო, დასავლეთ ქვეყნები იძულებულები ხდებიან აქტიურ ნაბიჯები გადადგან მოკავშირეების და საკუთარი უსაფრთხოების უზრუველსაყოფად.
ამ თვალსაზრისით დასავლეთ სამყაროში ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი ჩრდილოატლანტიკური ალიანსია და შესაბამისად მთელი ყურადღება, ნაციონალური უსაფრთხოების სისტემების მუშაობის აქტივიზაციის გარდა, სწორედ მასზეა გადატანილი, როგორც გლობალური უსაფრთხიების უზრუნველყოფის გარანტზე. უკრაინის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, NATO-ს ფორსირებულ რეჟიმში ტრანსფორმირება ახალი საერთაშორისო ვითარების პროპორციულად არ შეჩერებულა და როგორც ფაქტორმა, ძალიან კარგად იმუშავა რუსული აგრესიის აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე გავრცელების წინააღმდეგ. თუმცა უნდა ითქვას რომ რუსული საფრთხე, რომელიც ახალ მსოფლიო წესრიგს გულისხმობს საკუთარი პრივილეგირებული სტატუსით, არ მინელებულა და პუტინის ახლო აღმოსავლური მანევრი, მხოლოდ ერთგვარი ყურადღების გადატანის მცდელობაა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ტაქტიკური მიზნების მისაღწევას ისახავს მიზნად, რომელიც ადრე თუ გვიან ისევ შემობრუნდება ბალტიის პირეთისა თუ სხვა აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში. რამდენიმე დღის წინ ვწერდი რომ ამ მხრივ ყველაზე მაღალი რისკის ზონაში ესტონეთია რადგან ის და ფინეთი კეტავენ რუსეთისთვის ბალტიის ზღვაში გასასვლელს. სავარაუდოდ ამ საფრთხის მაღალმა ალბათობამ განაპირობა ის რომ ესტონეტი და ფინეთი განიხილავენ რუსეთისგან ერთობლივად დაცვის გეგმას, რომელიც ორი ქვეყნის უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტების დონეზე დაიწყო და დიდი ალბათობით გაგრძელდება უფრო მაღალ დონეზე წყარო. თავის მხრივ რუსული საფრთხის გამო ფინეთი და შვედეთიც დაფიქრდნენ NATO-ს წევრობაზე რომელიც რამდენიმე კვირის წინ აქტიური განხილვის საგანი გახდა ქვეყნის პოლიტიკოსებსა თუ რიგით მოქალაქეთა შორის წყარო. ესტონეთის თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერების მიზნით აშშ-ს საჰაერო ძალების ესკადრა და ბრიტანეთის სახმელეთო ჯარების შენაერთი გადაისროლეს წყარო. ამ ყველაფერს ემატება ის რომ აშშ-მ ლიტვაში, ქალაქ მარიამპოლში დააფუძნა ლოგისტიკური ბაზა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის სწრაფი რეაგირების ძალების უზრუნველყოფისთვის საჭირო ამუნიციისა და მასალების გაანწილების მთავრი ცენტრი იქნება წყარო.
ასევე ამ დღეებში იწყება ალიანსის ისტორიაში პირველი ანტისარაკეტი თავდაცვითი სისტემის (ПРО) საზღვაო კომპონენტის პრაქტიკული გამოცდა-წვრთნები. რომლის დროსაც ბრიტანული კუნძულიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის განადგურება მოხდება წყარო. პარალელურად ასეთი სიტორიული მაშტაბის გამოცდისა, ხმელთაშუაზღვაში იწყება ერთერთი ყველაზე მაშტაბური წვრთნა რომელიც კი ალიანსს გაუმართავს და მასში მონაწილეობას მიიღებს წევრი ქვეყნების 36 000 ჯარისაკცი, 230 ერთეული ჯავშანტექნიკა, 140 თვითმფრინავი და 60 სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდი. წვრთნა 19 ოქტომბერს დაიწყება და ხუთ კვირას გასტანს წყარო.
 მთელი ეს ძალისხმევა მიმართული ვერ იქნება მხოლოდ ტერორისტული საფრთხეებისგან თავის დაცვისკენ, რადგან ასეთი ტიპის ღონისძიებები არ არის საჭირო ტერორისტული საფრთხის პრევენციისთვის და არსებული რეალობიდან გამომდინარე, უნდა ვივარუადოთ რომ ის უფრო დიდი და რეგულარული საფრთხისადმი წინააღმდეგობის გაწევის მიზნით ხორციელდება. ასეთი საფრთხეები კი დასახელებულ რეგიონებში რუსეთი და ირანია, რომელთაც შეუძლიათ იმ მაშტაბის პრობლემების შექმნა, რომლის მოგერიებისთვისაც NATO ემზადება.         

Комментариев нет:

Отправить комментарий