Страницы

среда, 14 октября 2015 г.

რატომ ალაპარაკდნენ ქართველი ექსპერტები ტერორიზმის საფრთხეზე?

უცნაურია მაგრმა დღეს დილით ორი სტატია დამხვდა საქართველოში ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირებით და ორივე მათგანი ანკარის ტერაქტისა და რუსეთის სირიული ავანტურის კონტექსტშია განხილული,
თუმცა საბოლოო ჯამში არცერთი მათგანი არ პასუხობს კითხვას აქვს თუ არა დღეს ქვეყანას რეალური ტერორზიმის საფრთხე? აზრის გამომთქმელი ორი ექსპერტი ვახტანგ მაისაია და ბესო ალადაშვილი რაღაც ჰიპოთეტურ საფრთხეებზე ლაპარაკობენ, ერთი კიბერს უსაფრთხოების კონტექსტში და მეორე "პოლიტიკური ტერორიზმის" კონტექტსში?!
ექსპერტი ვახტანგ მაისაია, გაზეთ რეზონანსისთვის მიცემულ ინტერვიუში ადგენს რომ ჩვენთვის ტერორიზმის მაღალი საფრთხე არსებობს იმდენად რამდენადაც ჩართულნი ვართ გლობალურ ომში ტერორიზმის წინააღმდეგ ავღანეთში და აცხადებს რომ იქ მოქმედი თალიბანი და ე.წ. "ისლამური სახელმწიფო" თანამებრძოლი ორგანიზაციები არიან, მაშინ როდესაც ვიცით რომ მათ შორის არსებობს დაპირისპირება და გაერთიანება ვერ მოახერხეს! შემდეგ მაისაია აცხადებს რომ ტერორისტული საფრთხეების განხორციელების სხვდასხვა ხერხი არსებობს და მათ შორის კიბერ ტერორიზმია, რომელიც ისეთივე ზიანის მომტანია როგორც სხვა სახის ტერაქტები და მისი თქმით ქვეყანა ცოტა ხნის წინ გამხდარა კიბერ შეტევის ობიქტი, რომელსაც ყურადღება არავინ მიაქცია. - უნდა ითქვას რომ კიბერ შეტევა თუ განხორციელდა ქვეყანაზე, ეს მოხდებოდა ერთადერთი რუსეთის მხრიდან და ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" ან "თალიბანის" მხრიდან მისი განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. მათ რომ ამის რესურსი ჰქონდეთ საქართველოზე მეტად საინტერესო თავდასხმის ობიექტებს შეარჩევდნენ, თუმცა ასეთი რამ არ გვახსოვს და თუ კი ურეაქციოდ ჩაიარა მის მიერ დასახელებულმა კიბერ შეტევამ, მაშინ ხელისუფლებას აქვს გასაცემი კითხვაზე პასუხი - ვის მიერ იქნა განხორციელებული ეს შეტევა და რატომ დარჩა ის უყურადღებოდ?!
 ბესო ალადაშვილი შედარებით რაციონალურ შეფასებას აკეთებს და აცხადებს რომ ტერორიზმის საფრთხის თვალსაზრისით, ჩვენ რისკის საშუალო ზონაში ვიმყოფებით და უშუალოდ ფიზიკური ტერორისტული აქტების განხორციელების დაბალი ალბათობაა, თუმცა მისი რაციონალურობა აქ მთავრდება და საუბრობს პოლიტიკურ ტერორიზმზე, რომელშიც გულისხმობს წინასაარჩევნოდ ვითარების გამწვავებას ქვეყანაში. ამ მოსაზრებას კი აფუძნებს იმ გლობალურ პროცესებში საქართველოს ჩართულობას, რომელშიც აგერ უკვე 20 წელია ვართ ჩართულები?!  მისი კომენტარის ბოლო ნაწილი რომელიც პოლიტიკურ ტერორიზმს ეხება ერთობ გაუგებარი რამეა. ვერ მოვხვდი ვისი მხრიდან შეიძლება მოხდეს ასეთი რამ და რას გულისხმობს კონკრეტულად? ორივე ექსპერტის კომენტარი
 ამ ყველაფერმა კი ერთი საფუძვლიანი ეჭვი გამიჩინა. თუ კი მომდევნო დღეებში მოხდა ამ თეზას განმეორება ხელისუფლების მხრიდან ეს ნიშნავს იმას რომ რუსეთში აპრობირებული მეთოდის გამოყენება იწყება ოპოზიციისა და მანისფესტაციების შეზღუდვის მიზნით! როდესაც ხალხმხრავალ თავყრილობებს კრძალავს სახელმწიფო ტერორიზმის საფრთხის გამო და ასეთი არაერთი გვინახია რუსეთის კონტექსტში.
 მანამდე კი ვიდრე ხელისუფლებას ეს არ გაუმეორებია, ზემოთ მოყვანილი კომენტარები რჩება ორი ექსპერტის მოსაზრებად, რომელიც ჩემის აზრით მცდარია და რეალობისგან ძალიან შორს არის! 
 - რუსეთისთვის ტერორისტული საფრთხეები გაიზარდა მას შემდეგ, რაც სირიის კომფლიქტში ჩართო და განურჩევლად ორგანიზაციული კუთვნილებისა, ბომბავს ყველა იმ ძალას, რომელიც კი ასადის არმიის მოწინააღმდეგე პოზიციებზე დგას. ხოლო რაც შეეხება თურქეთს, თურქეთიც ასევე ჩართულია სირია-ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტების განადგურების საქმეში და ესეც რომ არ იყოს ქურთთა სეპარატისტული მოძრაობაც ხშირად მიმართავს ტერორისტულ მეთოდებს. ასე რომ მათი საფრთხეები განპირობებულია კონკრეტული მიმდინარე პროცესებით, რომლებთანაც საქართველოს არავითარი კავშირი არ გააჩნია! 
საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტერაქტები ყოველთვის იყო რუსეთის მიერ მოწყობილი და თუ კი ასეთი რამ მოხდება, ერთადერთი რუსეთი იქნება დაინტერესბული პროვოკაციის მოწყობაში, რომელსაც საქართველოსთან მიმართებაში მისაღწევი მიზნებისთვის ესაჭიროება ადგილზე ლოიალური (პრაგმატული) ხელისუფლების შენარჩუნება და მხოლოდ ამ მიზნით შეიძლება განახორციელოს რაიმე სახის პროვოკაცია!  

Комментариев нет:

Отправить комментарий