Страницы

пятница, 16 октября 2015 г.

"აგვისტოს ომი მიშამ დაიწყო" - კიდევ ერთი უარყოფილი ტყუილი!

საოცარია პირდაპირ ხელისუფლების გარდასახვები საკუთარი განცხადებების საწინააღმდეგო მიმართულებებით.
ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც მთელი ქვეყენა ალაპრაკეს რაღაცაზე და შემდეგ თვითონვე უარყვეს საკითხის შინაარსის ის ვერსია, რომელსაც ავრცელებდნენ. 
 არა მგონია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას, იმდენად ხანმოკლე მეხსიერება ჰქონდეს რომ არ ახსოვდეს რას აცხდებდნენ დღევანდელი ხელისუფლების წევრები 2008 წლის ომის შესახებ და ვის აბრალებდნენ მის დაწყებას. მაგრამ თუ ვინმეს დაავიწყდა, მაინც შევახსენებ რომ ყველა ერთხმად სააკაშვილს აბრალებდა ამ ომის დაწყებას და ისე ფუთავდნენ მას, თითქოს სააკაშვილს ჰქონდა ომის თავიდან აცილების რესურსი და არ გამოიყენა! 

გარდა დღეს მინისტრების სავარძლებში მოკალათებული პირებისა, მათთან აფილირებული და ღიად მხარდამჭერი პოლიტიკური კომენტატორებიც აქტიურად ტრანსლირებდნენ ამ ჭორს და ყველანაირად ცდილობდნენ 2008 წლის დამნაშავედ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება წამრმოეჩინათ. ამას აკეთებდა დღევანდელი შერიგების მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, თავისეული ლოგიკით ბმული და ამა აკეთებდა, ბიძინა ივანიშვილის ტელევიზია TV-9 როემლმაც 40 წუთიანი გადაცემა მიუძღვნა ამ თემას და რომელშიც, ქართველი რეზერვისტების კადრები ფაშისტური მარშის ფონზე და ჰიტლერის ისტყვების თანხლებით გავიდა ბმული. აქ ვერ ჩამოვთვლით ყველა იმ ეპიზოდს როდესაც ასეთი განცხადებები კეთდებოდა მაგრამ ის ხომ ცალსახად ფაქტია და ყველას გვახსოვს რომ აღნიშული, სრულიად აფსურდული და მოღალატეობრივი პოლემიკა, სწორედ მაშინდელმა ოპოზიციის და შემდეგში უკვე ბიძინას "ფანკლუბის" მიერ იქნა წამოწყებული.
 და რა მოხდა დღეს, რატომ შეიცვალა ეს ვითარება და განსაკუთრებით მისი გამოძიებისადმი დამოკიდებულება? პასუხი ბანალური და მარტივია - ეს ისტერიკაც ტყუილი იყო რომელიც მაშინ ბიძინას გუნდს სჭირდებოდა!
 ალბათ ბევრს არ ახსოვს მაგრამ თეა წულუკიანი იყო ის მინისტრი რომელიც აცხადებდა რომ ამ საქმის გამოძიება საქართველოს პრეროგატივა იყო და ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო რომ არ წასულიყო აგვისტოს ომის გამოძიების საკითხი საერთაშორისო სასამართლოში ბმული. მაშინ წულუკიანის განცხადებით საერთაშორისო სასამართლოში საქმის წასვლა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ კი (ფრაზა) - "არ აღმოვნჩდებით პროფეიოსნალები ან არ გვექნება შესაბამისი პოლიტიკური ნება"! ამგვარად, დღეს გასარკვევია ამ ორი კრიტერიუმიდან რომელი იქცა ფაქტორად, რამაც განაპირობა ჰააგას საერთაშორისო პროცესის დაწყება? ტრადიციულად, თეა წულუკიანი  დღეს ამ განცხადებასაც უარყოფს ბმული, თუმცა "ინტერპრესსნიუსს" შემოანახულია აქვს 2013 წლის განცხადების ვიდეო ვერსია (იხილეთ ბმული). წულუკიანის ეს მანევრი პირდაპირ მიანიშნებს იმაზე რომ აგვისტოს ომის შესახებ ატეხილი ტყუილი ისტერიკა მიმართული იყო კონკრეტული მიზნისკენ, რომელიც გულისხმობს საქმეში სააკაშვილის დადანაშაულებას და ამ გზით შესძლებდნენ მის საერთაშორისო დონეზე ბლოკირებას. თუმცა როგორც ჩანს ეს არ გამოუვიდათ და ეხლა მოვისმენთ გულზე მჯიღის რტყმით იმის მტკიცებას რომ რუსეთი აგრესორია და მან დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ.  
 არ ვიცი, გასული წლების მთელს ამ ისტერიკას, ომის დაწყების თაობაზე როგორ შეფუთავენ ეხლა ხელისუფლების წარმომადგენლები მაგრამ ფაქტი ერთია, სხვა უამრავი საკითხის მსგავსად ესეც დიდ ტყუილი იყო, რომელსაც სიამოვნებით იჯერებდა ქართველი ობივატელი. 
 დღეს კი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, ეს არის ის რომ არ უნდა დაუტოვოთ შანსი ამ ცრუპენტელებს კიდევ ერთხელ მოატყუონ ხალხი თითქოს ისინი მსგავს რამეს არ ამბობდნენ და არ ამტკიცებდნენ. 

Комментариев нет:

Отправить комментарий