რა გახდა ამის მიზეზი არავინ იცის, ოფიციალური ინფორმაციით გენერალ-მაიორს ბრალდება ოთხი მუხლით წაუყენეს, მათგან სამ უმძიმეს დანაშაულში დასადეს ბრალი, სახელმწიფო გადატრიალების, სამშობლოს ღალატისა და ტერორიზმის ბრალდებით. აჯანყებული გენერალის 135 კაციანმა შეიარღებულმა რაზმმა, რომლებიც საჰაერო-სადესანტო ძალებში მსახურობდნენ, რამდენიმე თვადასხმა განახორციელა ქვეყენის დედაქალაქში მილიციის საგუშაგოებზე, რის შემდეგაც თანამებრძოლებთან ერთად რამიტის ხეობას შეაფარა თავი. გენერალისა და მისი მხარდაჭერების წინააღდემგ მიმდინარეობს სპეცოპერაცია რომელშიც ქვეყნის პრეზიდენტის ერთგული საჯარისო ნაწილები არიან ჩართულნი. ასევე ჩართულია სპეცოპერაციაში ავიაცია. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია რომ აჯანყებული გენერალი მოკლეს, თუმცა დღეს ოფიციალურად უარყვეს და გაცხადდა რომ გენერალი ცოცხალია და მისი ადგილსამყოფელიც ცნობილია წყარო.
გავრცელებული ინფორმაციით შეტაკებების შედეგად დაიღუპა გენრალის მხარდამჭერი 22 და დაკავებულია 110 მებრძოლი. სამთვარობო ძალების დანაკარგები კი 9 დაღუპული და 10-ზე მეტი დაჭრილია. სპეცოპერაცია ამ წუთებშიც მიმიდინარეობს და როგორც ოფიციალური წყაროები იტყობინებიან ხეობიდან ყველა გასასვლელი და შესასვლელი გადაკეტილია წყარო.
აღსანიშნავია რომ გენერალის აჯანყება წინ უძღვის 15 სექტემბერს დაგეგმილ ОДКБ-ს სამიტს, რომელიც ტაჯიკეთის დედაქლაქ დუშანბეში გაიმართება. ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით სამიტისთვის ყველაფერი მზად არის და მომხდარის გამო უსაფრთხოების ზომებიც შესაბამისად გაზრდილია წყარო.
ასევე წაიკითხეთ: კავკასია - ორ ფრონტს შორის!
ტაჯიკეთში მიმიდინარე მოვლენებს გამოეხმაურენ ევროპაში და ქვეყნის ხელმძღვანელობას მოუწონეს, აჯანყებულთა მიმართ გატარებული ღონისძიებები წყარო. თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ინიციდენტისადმი მაინც რეგიონულ მედიას აქვს მიქცეული და ქვეყნდება ვარაუდები გენერალისა და მისი მხარდამჭერების აჯანყების მიზეზების შესახებ. ვერსიები უამრავია და მასში ხედავენ როგორც საუდიტების, ისე ირანელებისა და რადიკალ ისლამისტთა კვალს. ევროპის რექციიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ რომ კვალი მაინც ისლამისტებმადე მივა, რაზეც გავრცელებული ვიდეო სიუჟეტებიც მოწმობს.
ტაჯიკური ოპოზიციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა გაქცეული გენერალის განცხადება მომხდართან დაკავშირებით, რომელშიც ის ქვეყნის ხელისუფლებას ადანაშაულებს და მომხდარ ინიციდენტებში ბრალს პრეზიდენტსა და მის სპეცსამსახურებს სდებს წყარო.
მიუხედავად შედეგისა თუ როგორ დამთავრდება აჯანყებული გენერლის ეპოპეა, ერთი რამ ნიშანდობლივია - ეს არის დასაწყისი ცენტრალური აზიის რეგიონში პერმანენტული ინიციდენტებისა, რომელიც არავინ იცის რაში გადაიზრდება რადგან, ზოგადი სოციალური ფონი რეგიონის ქვეყნებში მეტად არასახარბიელოა, რომელიც რა თქმა უნდა რომ სხვადასხვა ჯურის რადიკალურ იდეოლოგიათა გავრცელების კარგ საფუძველს ქმნის.
ასევე არც ის უნდა გამოვრიცხოთ ვარაუდებიდან რომ ეს ინციდენტი, რუსეთის სირიის კონფლიქტში ჩართვით იყოს განპირობებული...

Комментариев нет:
Отправить комментарий