Страницы

воскресенье, 13 сентября 2015 г.

ევროპის დიპლომატიური ილუზია - რუსეთი და ISIS-ი...

წყარო
თვადაპირველი გაკვირვება, სირიაში რუსული არმიის წარმომადგენლების გამოჩენის შემდეგ გავლილია და რეალობად მიღებულია რომ რუსული არმია, შესაბამისად რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობაც, ბაშარ ასადის მხარდამჭერი და მოკავშირეა.
რაში გამოიხატება ეს მოკავშირეობა უკვე თვალნათელია და ვიცით რომ მხოლოდ საერთაშორისო ტრიბუნებზე, პოლიტიკური მხარდაჭერით არ შემოიფარგლება. პრაქტიკულად რუსეთმა საბჭოთა კავშირის ავღანეთში შეჭრის სცენა გაიმეორა და დარწმუნებული ვარ ისევე დაასრულებს, როგორც საბჭოთა კავშირმა დაასრულა თავისი არსებობა, თუმცა ეს ცალკე თემაა და ამ საკითხსაც აუცილებლად განვიხილავ უახლოეს მომავალში.
 ამ სტატიის მიზანი რომ უფრო თვალნათელი გახდეს ერთი დეტალი უნდა გავიხსენოთ, რომელიც რუსული ცუდი პოლიტიკის "გადაფარვებისთვის" რადენჯერმე იქნა გამოყენებული და უნდა აღინიშნოს რომ წარმატებითაც! ასეთი საკითხია საერთაშორისო ტერორიზმი. 
 90-იან წლების ბოლოს კავკასიის სისხლში ჩახრჩობა ამ არგუმენტით იქნა გამართლებული და ყველა ის არაადამიანურობა რომელიც რუსულმა არმიამ ჩაიდინა ჩეჩენი ერის წინაშე, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის არგუმენტით გამართლდა.
ანალოგიური თემის ამოწევის მცდელობა იყო საქართველოს შემთხვევაში, როდესაც პანკისის ხეობაში რუსული ბომბები ცვიოდა და ესეც შერჩა რუსეთს, ყოველგვარი შედეგის გარეშე. 
ანალოგიური მცდელობა იყო უკრაინის კრიზისის დაწყებისთანავე და ISIS-ის გამოჩენამ, შიეძლება ითქვას სულზე მოუსწრო რუსეთს, დასავლეთთან საერთაშორისო დონეზე კონტაქტების შესანარჩუნებლად. თუმცა, როგორც ვნახეთ ეს ფანდი ამ ჯერად არ გაუვიდათ. შედეგად კი მოხდა ის რომ რუსეთმა ურთულეს რეგიონულ კონფლიქტში შეჰყო თავი და ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა რომ სირიის კონფლიქტი, რუსეთისთვის ოქროს ძაფით მოწნული ყულფია, რომელიც ნელნელა მოგუდავს. პირველი პრობლემები რომელიც რუსეთს აუცილებლად გაუჩნდება ეს იქნება ცენტრალური აზიის ქვეყნები, შემდეგ კი ყველაფერი სხვა აქტორებზე იქნება დამოკიდებული, რუსეთს მხოლოდ დანაკარგების შემცირება ექნება საზრუნავად.
 მიუხედავად იმისა რომ რუსული საერთაშორისო ტერორიზმის თემატიკა ვერ იქნა გამოყენებული ისე, როგორც ეს კრემლისთვის იყო მისაღები, ლავროვი მაინც ჯიუტად განაგრძობდა თემით აპელირებას და ცდილობდა საკუთარი მნიშვნელობის გაზრდას ამ საკითხში. იმაზე რომ რუსული მხარდაჭერა, ვერაფერი დიდი შეღავათია დასავლეთის ქვეყნებისთვის ISIS-ის წინააღდეგ ბრძოლაში, მეტყველებს აშშ-ს გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელის, მარტინ დემპსის გუშინ გაკეთებული განცხადება, რომელშიც გენერალი აღნიშნავს რომ NATO-ს შესწევს უნარი ერთდროულად გაუმკლავდეს რუსეთსაც და ISIS-საც წყარო! დემპსის განცხადებას მოჰყვა, პრეზიდენტ ბარაქ ობამას შეფასებები რუსეთის არმიის წარმომადგენლების სირიაში გამოჩენის შესახებ და ის მდგომარეობს იმაში რომ კიდევ უფრო ააშკარავებს რუსეთის მხრიდან ამ ნაბიჯზე წასვლის არაადექვატურობას წყარო
 სამაგიეროდ სრულიად განსახვავებული შინაარსის განცხადებები კეთდება ევროპაში, კერძოდ კი გერმანიაში რომელიც უკიდეგანო პაციფიზმშია გადავარდნილი. 
 ჯერ იყო და დიდი განხილვა მოაწყვეს ბუნდესტაგში სირიის კონფლიქტის შესახებ. სადაც დაასკვნეს რომ სამხედრო გზით სირიის კონფლიქტის გადაჭრა ვერ მოხდება და ირანის შემორიგებით გაჩენილი ახალი დიპლმატიური საშუალებების გამოყენებაზე ალაპარაკდნენ, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას სირიის კონფლიქტის დიპლმატიური გზით მოგვარებისთვის წყარო. გუშინ კი გავრცელდა გერმანიის მთავრობის განცხადება რომელშიც ნათვქამია რომ მათ სურთ რუსეთის აქტიური მოაწილეობა ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში წყარო
 პრაქტიკულად იგივე სურვილი ამოძრავებს რუსეთს და ცდილობს ნებისმიერი გზით მოახდინოს საერთაშორისო ტერორიზმის პრობლემაში ჩართულობა, რომელიც მისცემს საშუალებას შეინარჩუნოს კონტაქტები დასავლეთთან და ამავე დროს გამოიყენოს ის შიდა მოხმრებისთვის, ფორმულით - "ჩვენს გარეშე გლობალურ პრობლემებს დასავლეთი ვერ გადალახავს"!
 ძნელი დასადგენია რას ეყრდნობიან გერმანელი პოლიტიკოსების როდესაც რუსეთის მიმართ რაციონალური ქცევის მოლოდინები აქვთ და მით უმეტეს გაუგებარია ფრაზის შინაარსი - "კომფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარება", მაშინ როდესაც ამ ფრაზის რეალურ ცხოვრებაში გატარება არ გვინახია. კიდევ უფრო გაუგებარია, რუსეთის მიმართ ასეთი დამოკიდებულება იმ ფონზე რაც მას უკვე გაკეთებული აქვს და ევროპულმა დიპლმატიამ ამ პრობლემების მეათედიც ვერ მოაგვარა. 
 შესაძლოა, და ეს არგუმენტიც მისაღებია რომ დასაველთი გაყოფილია რუსეთთან თამაშში მეთოდით - კარგი და ციუდი პოლიციელი, თუმცა ძალიან ძნელია რაციონალურად მიუდგე ამ საკითხს და პოლიტიკოსების "სწორ თამაშს" უმონაწილეოდ ადევნო თვალი მაშინ, როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, ასიათასობით ადამიანი დევნილია და მოცემულ მომენტში, უკრაინის მაგალითით ხალხი კვალვ იხოცება. 
 მგონი რომ ამ ყველაფრის შემდეგ ევროსკეპტიციზმი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, გასაგები და ბუნებრივი ხდება, რომელსაც ჩემი სუბიექტური შეფასებით, ევროპა აცნობიერებს მაგრამ აშშ-ს ფაქტორის გამო, უფრო მარტივ მოგვარებად პრობლემად მიიჩნევს, ვიდრე რუსეთთან ღია დაპისპირების შედეგად მიღებული ეკონომიკური თუ პოლიტიკური შედეგი იქნება! 

Комментариев нет:

Отправить комментарий