Страницы

понедельник, 14 сентября 2015 г.

კიშინოვში საპროტესტო აქცია განახლდა

მოლდოვას დედაქალაქ კიშინოვში საპროტესტო აქცია, მთავრობის გადაყენებისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით დღეს კვლავ ახალი ძალით განახლდა.
აღნიშნული მოთხოვნით პირველი საპროტესტო აქცია მიმდინარე წლის 6 სექტემბერს გაიმართა, რომელშიც ასი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მოთხოვნები უცვლელია და დღეს კიშინოვში შეკრებილი მოქალაქეები ითხოვენ ქვეყნის პრეზიდენტისგან კორიმპირებული მთავრობის გადაყენებას და არა უგვიანეს 2016 წლის მარტისა, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას. მანამდე კი საპროტესტო აქციის მონაწილეები "სახალხო მთავრობის" შექმნას აპირებენ წყარო.
საპროტესტო აქციის განახლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, ევროდეპუტატმა მოლდოვიდან ანდი კრისტიამ. რომელმაც აღნიშნა რომ მოსახლეობის პროტესტი საფუძვლიანია და იქვე დაამატა რომ ქვეყნის ხელისუფლებაში არსებობს პრობლემების მოგვარების პოლიტიკური ნება. მისი თქმით ქვეყანას არსებულ ვითარებაში რევოლუციაზე მეტად, ევოლუცია სჭირდება წყარო.  
 რამდენიმე დღეა ვაკვირდები რუსული პროპაგანდის დამოკიდებულებას მოლდოვაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ და აღსანიშნავია რომ იქ საკუთარი "საყრდენი" ვერ მოძებნეს. მოხდა ისიც რომ რუსული პროპაგანდის ერთერთი მძლავრი ინსტრუმენტის LifeNews-ის გადამღები ჯგუფი კიშინოვის აეროპორტის სასაზღვო კონტროლმა ქვეყანაში არ შეუშვა წყარო.
 საპროტესტო აქციების დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მოლდოვაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა, რუსეთის დუმის, დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომრემ ლეონიდ სლუცკიმ, რომელმაც საპროტესტო აქციებში რა თქმა უნდა რომ ისევ დასავლეთის "ხელის ფათური" დაინახა და შემდეგი აზრი განავითარა - "მოლდოვის ევროკავშირთან დაახლოებამ არ მოიტანა შედეგი და ხალხმა დაიწყო აღმოსავლეთით ყურება, ამიტომ არ გამოვრიცხავ ამ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები იყვნენ პროდასავლურად განწყობილი ძალები, რომლებიც ქვეყნის ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან"-ო წყარო.   
 რუს პოლიტიკოსთა და პროპგანდისტთა შეფასებები როგორიც არ უნდა იყოს მოლდოვის დედაქალაქში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ერთი რამ ფაქტია - იქ პრორუსული მოსაზრებებს ადგილი არ აქვს და ეს ნიშანდობლივია რადგან რუსეთმა, როგორც მიზიდულობის ცენტრმა უამრავი ადამიანის თვალში დაკარგა მომხიბვლელობა, თანაც ისეთი პირი უჩანს რომ სამუდამოდ ან იმ დრომდე ვიდრე კრემლის მესვეურები აგრესიულ და მტაცებლურ პოლიტიკას აწარმოებენ პოსტსაბჭოთა სივრცეში.   

Комментариев нет:

Отправить комментарий