შოკის მომგვრელი ისტორია გადახდა ორ რუსს, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩინური რესტორნის ძიებაში, ქუჩაში შემხვედრ აფროამერიკელს ეკითხებიან ჩინური რესტორნის ადგილმდებარეობას ინგლისურ ენაზე,
რაზეც შემხვედრი აფროამერიკელი აზუსეტბს, სუფთა უკრაინულ ენაზე, კითხვის დამსმელები ხომ არ არიან რუსები და მას შემდეგ რაც გაიგო რომ დიახაც რუსები იყვნენ, ასევე უკრაინულ ენაზე უპასუხა რომ რუსებს არ ელაპრაკებოდა, გზა განაგრძო და დატოვა გაოგნებული რუსები წყარო:
სულაც არ არის გამორიცხული ეს ვიდეო დადგმული იყოს მაგრამ გარდა იმისა რომ სახალისოა, სრულად წარმოაჩენს იმ დამოკიდებულებას რომელიც საკითხში გათვითცნობიერებულ ადამიანებს გააჩნიათ, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტიდან გამომდინარე ზოგადად რუსეთის და მისი მოქალაქეების მიმართ. ამ შემთხვევამ გამახსენა რუსების მიმართ დამოკიდებულება, სახვდასხვა ევროპულ კურორტებზე რომელიც თვალშისაცემი იყო წინა წლების განმავლობაში, ანუ მას შემდეგ რაც უკრაინის კრიზისი გაჩაღდა.
რა თქმა უნდა რომ ზემოთ მოცემული ვიდეო, დღის ყველაზე პოპულარული ვიდეოა უკრაინულ საინფორმაციო და ინტერნეტ სივრცეში.

Комментариев нет:
Отправить комментарий