მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში რუსეთში დაგეგმილია რუს თანამემამულეთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ფონდის მე-V საერთაშორისო კონფერენცია.
აღნიშული ორგანიზაცია დაფუძნებულია 2011 წელს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით და მათი დანიშნულება, ახლო და შორეულ საზღვარგარეთში "თანამემამულეთა" სამართლებრივი მხარდაჭერაა. ამისთვის როგორც ჩანს შესაბამისი დაფინანსებაც აქვთ რუსეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილი და თუ კი ისევ რუსული პოლიტიკის დღევანდელი მამა-მთვარების განცხადებებს გავიხსენებთ, ამ ორგანიზაციას ერთერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, პრორუსული იდეოლოგიის გავრცელების თვალსაზრისით. უფრო თვალნათელი რომ გახდეს თუ რას გულისხმობენ რუსი "ჰუმანისტები" ერთი შეხედვით უწყინარი - სამართლებრივი დახმარება, უფლებების დაცვა და ა.შ. ტერმინების მიღმა, მაგალითად მოვიყვან ფონდის ხელმძღვანელის, იგორ პანევკინის მიერ გაკეთებულ განმარტებას, რომელშიც აღწერს თუ ვის გულისხმობენ თანამემამულეებში - მისი თქმით, ეთნიკურად რუსები ფონდის მომხმარებელთა ერთ მესამედს შეადგენენ, დანარჩენი კი ყველა ის ადამიანია, რომელიც საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს "რუსულ სამყაროსთან"(?!). შესაბამისად ეს ნიშნავს იმას რომ ამ ორგანიზაციის იდეოლოგია საბჭოთა მოქლაქეების ერთგვარ "რეამინირებას" ისახავს მიზნად. მისივე თქმით ყველა იმ ადამიანმა რომელმაც მიმართა ფონდის ფილიალებს სხვადასხვა რესპუბლიკებში, გაიარეს ინდივიდუალური გასაუბრება და შეუვსეს შესაბამისი ბლანკები! პანევკინისვე განცხადებიდან ირკვევა რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ორი ფილიალი მოქმედებს საქართველოში, ასევე ორ-ორი ფილიალი აქვთ ყაზახეთში, მოლდოვეთში, ლიტვასა და ლატვიაში! ყაზახეთში ამ ორგანიზაციის ფილიალის მოქმედება გასულ წელს პუტინის გამოხტომაზე (ყაზახეთის სახელმწიფოებრიობის შესახებ გაკეთებული განცხადება ბმული) ყაზახების რეაგირების შემდეგ მკვეთრად გააქტიურდა, სხვა რუსეთის საპატრიარქოსთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან ერთად. აღსანიშნავია რომ ფონდის ფილიალები სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა სახელითა და იურიდიული ფორმით არსებობენ, რაც პანევნიკის განცხადებით განპირობებულია ადგილზე არსებული დამოკიდებულებით, ზოგადად პრორუსული ორგანიზაციების მიმართ. მაგალითად მათ წარმომადგენლებს აკრძალული აქვთ შესვლა ლატვიასა და ესტონეთში. ასევე დიდი პრობლემები აქვთ უკრაინაში, რადგან ყველა ჯურის პრორუსული ორგანიზიაცია განსაკუთრებული ყურადღების კონტროლის ობიექტია და მით უმეტეს მსგავსი შინაარსის ორგანიზაციის უყურადღებიოდა დატოვება არფრისდიდებით არ იქნება გამართლებული როგორც უკრაინისათვის, ისე საქართველოსთვის წყარო. იმისათვის რომ ბოლომდე გასაგები იყოს ამ ორგანიზაციის მნიშვნელობა, თვად რუსული საგარეო პოლიტიკისათვის, სრულიად საკმარისია ლავროვის 2014 წლის დეკემბერში გაკეთებული განცხადება, რომელმაც 2015 წლის პრიორიტეტად, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა უფლებების დაცვა გამოაცხადა წყარო.
ვერ ვიტყვი რომ უცნაურად დაემთახვა ნოემბრის დასაწყისში გასამართი კონგრესის ანონსი და გუშინ 9 სექტემბერს, ამავე ორგანიზაციის საქართველოს ფიალალის მიერ მოწყობილი "პრესკონფერენცია", რომელზეც საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელმა ვინმე ალექსანდრე ბეჟენცევმა საქართველოში ორ წლიანი მოღვაწეობა შეაფასა. საქართველოში რუს თანამემამულეთა დაცვის ცენტრი 2013 წლის 15 ივლისიდან მოქმედებს და ამ დრომდე დამხარება გაუწია 1702 ადამიანს?! ძირითად პრობლემებად, რომელსაც აწყდებიან საქართველოში "ნებაყოფლობითი რუსული სამყაროს" წევრები და რომლებმაც აღნიშულ ცენტრს მიმართეს დახმარებისთვის, ყოფილა შემდეგი სახის პრობლემატიკა:
- რუსული ენის გამოყენების შეზღუდვა.
- თანამემამულეთა ეკონომიკური ინტერესების შეზღუდვა.
- საყოფაცხოვრებო ნაციონალიზმი.
- საქართველოში არსებული ზოგადი ეკონომიკური პირობები.
- საერთო პოლიტიკური ვითარება და მთლიანობაში სამართლებრივი დაუცველობა.
ასევე წაიკითხეთ: NATO საქართველოში - რუსული პროპაგანდის რეაქცია!
გამომდინარე იქიდან რომ აღნშული ორგანიზაციის ქართული ფილიალი რუსული გრანტით არის დაფინანსებული, ნიშნავს იმიას რომ ყველა ის ინდივიდუალური გასაუბრება და რეგისტრაცია, მიზნად ისახავდა დონორისათვის ადგილობრივი რესურსის ჩვენებას. როგორც ჩანს 1702 ადამიანი ცოტაა დამკვეთისთვის და ამავე პრესკონფერენციაზე, ფილიალის ხელმძღვანელმა აღნიშნა რომ სახელმწიფო ენის არცოდნისა და სიღატაკის გამო, ძალიან დიდი ნაწილი "თანამემამულეებისა" ამ მონაცემში ვერ მოხვდა! უცნაურია თავად "პრესკონფერენციის" ფორმატი რომელსაც არავინ იცის რომელი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. განსაკუთრებით გაურკვევლი კი "პრესკონფერენციის" დასრულებისას, დამსწრეთათვის თვით იგორ პანევკინის მიერ ხელმოწერილი სიგელების გადაცემაა, რომელიც "თანამემამულეთა" მხარდაჭერაში შეტანილი წვლილისათვის დაიმსახურეს?!წყარო
![]() |
| იგორ პანევკინი (ბიოგრაფია) |
საქართველოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, უკვე საგანგაშოა ის რომ ზოგადად რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ შექმნილი ფონდიდან ფინანსდებიან ორგანიზაციები, რაოდენ ჰუმანიტარული მიზნების დეკლარირებასაც არ უნდა ახდენდნენ ისინი. საგანგაშოა ის დამოკიდებულება რომელიც ამ საკითხისადმი გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას.
პრობლემა აქტუალურია და საზოგადოებამ, თავისი დამოკიდებულება ღიად უნდა დააფიქსიროს, მსგავისი ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით.


Комментариев нет:
Отправить комментарий