ბოლო რამდენიმე დღეა, საერთაშორისო პოლიტიკის თემატიკაში ახალი საკითხი შემოვიდა. რუსეთის სირიის კონფლიქტში მონაწილეობა აღარ არის დაუდასტურებელი ინფორმაცია.
ჯიუტი ფაქტია რომ რუსული არმიის წარმომადგენლები ამ კონფლიქტში მონაწილეობას იღებენ და არაბუნებრივი ამაში არაფერია. რუსული პოლიტიკური ამბიციებიდან გამომდინარე, მისთვის ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების გაღვივება და პრობლემების გააქტიურება რომელიც ასევე ირიბ ზემოქმედებასაც ახდენს დასავლეთზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ახლო აღმოსავლეთიდან დაძრული ასეულ ათასობით ემიგრანტი, სერიოზული საფრთხეა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის და ამავე დროს, რეგიონში დაძაბულობა ყოველთვის მოქმედებდა ნავთობის ფასებზე, რომელიც პრობლემატურია რუსეთის ხელმძღვანელობისთვის იმდენად რამდენადაც ნავთობის გაყიდვებიდან შემოსავალი შეადგენს კრემლის ბიუჯეტის შევსების, ძირითად წყაროს. შესაბამისად, რუსული არმიის სირიის კონფლიქტში ჩარევამ გამოიწვია ის რომ საჭირო გახდა, სირიაში გაგზავნილი სამხედროებისთვის ლოგისტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რისთვისაც რუსეთი საკუთარ სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციასა და სამხედრო საზღვაო ფლოტს იყენებს. აღნიშული საავიაციო რეისების შესასრულებლად, რუსულმა მხარემ მიმდინარე თვის დასაწყისში, საჰაერო სოვრცის გამოყენების მოთხოვნით მიმართა ბულგარეთისა და საბერძნეთის მთავრობებს. დღეს ცნობილი გახდა ბულგარეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბეტინ ჟოტევმა გაახმოვანა და რომელშიც აღნიშულია რომ რუსული მხარის მიერ გაკეთებულ მოთხოვნაზე, გამოეყენებინა ბულგარეთის საჰაერო სივრცე, რუსეთიდან სირიაში "ჰუმანიტარული" რეისების შესასრულებლად, მიღებული იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება და არ მიეცა რუსულ ავიაციას 1- დან 24-სექტემბრის ჩათვლით ბულგარეთის საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება, რადგან გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი რომ განაცხადში მითითებული ტვირთი, არ შეესაბამება რეალურად გადასაზიდ ტვირთს წყარო. რუსულ მხარეს მიმართვაზე პასუხი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, გასულ უქმე დღეებზე გადაეგზავნა.
ასევე წაიკითხეთ: ვალენტინა მატვიენკოს ვიზიტი გაეროში ჩაიშალა!
რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა რომ რუსული ავიაცია ფაქტის წინაშე დადგა და ამიტომ ორმა რუსულმა თვითმფრინავმა ბულგარეთისგან უარის მიღების შემდეგ, ირანის გავლით გაფრენა გადაწყვიტა წყარო. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის საგარეო აქტივობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტომაშევმა განაცხადა რომ რუსეთი, მიუხედავად წინააღდმეგობებისა მაინც განაგრძობს სირიელი ხალხის დახმარებას და მათთვის ჰუმანიტარული ტვირთების ჩატანას. უკანა გზაზე კი სირიიდან გამოჰყავთ რუსეთისა და დსთ-ს წევრი ქვეყნების მოქალქეები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს გამოთქვამენ.
რა თქმა უნდა რომ ბულგარეთის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას, მოჰყვა შეფასებები რუსი პოლიტიკოსების მხრიდან და რამდენიმე განცხადება გავრცელდა რომლის შინაარსიც გულისხმობს იმას რომ რუსეთმა, ადექვატური ნაბიჯით უნდა უპასუხის ბულგარელების გადაწყვეტილებას. რუსეთის დუმის ქვედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ნიკოლაი ლევიჩევის განცხადებით - "ბულგარეთი, ამ გადაწყვეტილებით მოწინააღდმეგეთა ბანაკში ჩაიწერა, რაზეც ადექვატურ ზომებს მიიღებს რუსული მხარე". მისი თქმით "ჰუმანიტარული ტვიერთებისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა, რომელიც სირიის ომით დაზარალებული ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, არაადამიანური და არაშორსმხედველური გადაწყვეტილებაა". თითქმის იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრმა ლეონიდ კალაშნიკოვმა. მისი თქმით ბულგარეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები სამუდამოდ გაფუჭდა წყარო.
როგორც ირკვევა რუსეთმა ანალოგიური თხოვნით მიმართა საბერძნეთის ხელისუფლებას, რაზეც ნეგატიური რეაქცია ჰქონდა საბერძნეთში აშშ-ს წყარო და ამ დრომდე ბერძნებს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ. პრინციპში ბერძნების გადაწყვეტილებას აზრი აღარც აქვს რადგან ბულგარეთის საჰაერო სივრცის გვერდის ავლით, საბერძნეთის საჰაერო სივრცეს რუსული ავიაცია ვერ გამოიყენებს. აღმოსავლეთ ევროპისა და უკრაინულ მედიაში იწერებოდა რომ ბერძნებს გაუმარტივდათ რუსებისთვის უარის თქმა, ბულგარეთის უარის შემდეგ, თუმცა კვლავ განსჯის საგნად რჩება თურქეთის უმოქმედობა და რუსული სამხედრო გემებისთვის ბოსფორის სრუტის გამოყენება, რომლებიც სავარაუდოდ შეიარაღებას ეზიდებიან სირიაში წყარო.

Комментариев нет:
Отправить комментарий