ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სტიქია მძვინვარებს. რეგიონული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ სტატიებში ნათქვამია რომ უკანასკნელი 75 წლის განმავლობაში, ეს ყველაზე ძლიერი ქარიშხალია წყარო.
მხოლოდ სტიქიის შედეგად დაღუპულია 8 ადამიანი და სხვადასხვა ჩივილებით, განსაკუთრებით სასუნთქი არხების დაზიანებით, ორი ათასზე მეტმა პაციენტმა მიმიართ ამედიკოსებს.
აღნიშული სტიქია გახდა მუსლიმთა წმინდა ქალაქ მექაში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზიც, რომლის დროსაც ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და უამრავი დაშავდა. ძლიერი ქარიშხალის გამო წაიქცა ალ-ხარამის მეჩეთთან მდომი ერთერთი საამშენებლო ამწე, რომელმაც მეჩეთის ერთერთი ნაწილში სახურავი ჩაანგრია და იქ მყოფი ადამიანები ქვეშ მოიყოლა. ამწეს წაქცევის მომენტი თვითმხილველმა გადაიღო:
აღნიშნული ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია წუხელ, გვიან ღამით გავრცელდა, თუმცა თვადაპირველ შეტყობინებებში იტყობინებოდნენ რომ მექაში მოხდა ტერორისტული აქტი წყარო. მოგვიანებით ცნობილი გახდა ტრაგედიის რეალური მიზეზი და წინმსწრები შეფასებები ტერორისტული აქტის შესახებ, რომელიც ძირითადად ინტერნეტის რუსულენოვან სეგმენტში გავრცელდა, ან წაიშალა ან შეიცვალა.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მაშველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მაშველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი.



Комментариев нет:
Отправить комментарий