არ ვიცი აკვირდებით თუ არა მაგრამ ჩემთვის, თვალშისაცემია საქართველოში მიმდინარე მოვლენების პარალელური საინფორმაციო გამოხტომები რუსულ მედია სივრცეში, რომელმაც მედიის კლასიკური იერსახე ვერადავერ
შეიძინა და კონსპიროლოგიურ პროპგანდისტულ ტრანსლატორად იქცა, რომელიც უზურპირებულია ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიერ, რომელსაც იდეოლოგია არ აქვს. ეს ჯგუფი ცდილობს გვიან საბჭოთა კომუნისტურ იდეოლოგიას, მართლმადიდებლობა შუზავოს და საკუთარ იდეოლოგიურ პლატფორმად აქციოს, რომელშიც მენტალურ ღირებულებათა ძირითადი კონსტრუქცია, რელიგიურ თვალსაზრისებს ეფუძნება. ამ ღირებულებებში შენარჩუნებულია ის ძირითადი თეზისები, რომელიც კომუნისტურ რეჟიმს ჰქონდა შემუშავებული ანტიდასავლური პროპაგანდისათვის. მაშინაც და ეხლაც, კრემლის პროპაგანდა იყენებდა ისეთ ფენომენებს, რომლებიც საერთოა მთელი კაცობრიობისთვის და ძნელად თუ მოიძებნება კულტურა, რომელიც ამ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს უგულებელჰყოფს. აღნიშული ფენომენების, რუსული პოლიტიკური იდეოლოგიის მიერ უზურპირება ხდება, გადამეტებული ყურადღების გამახვილებით საინფორმაციო სივრცეში და აუცილებლად რელიგიურ მოღვაწეთა უშუალო მონაწილეობით. გამომდინარე საზოგადოებაში არსებული დეფიციტებიდან, ხდება ამ ფენომენების იდეალიზება. სოციალური თუ ღირებულებითი (ფსიქო-სოციალური) ფენომენის ასეთი იდეალიზაცია ქმნის ილუზიას რომ "ერის ღირებულებათა ფუნდამენტი" არის გაცნობიერებული და თუ კი ვინმეს, საკუთარ პირად სივრცეში არ აქვს იდეალური ფენომენი (ვთქვათ ოჯახი) ამ დეფიციტს , რელიგიის ან პროპგანდის გავლენით ივსებს. შესაბამისად ასეთი ადამიანი ხდება ზემოთ აღწერილი გაზვიადებული ფენომენების გულანთებული დამცველი და რაც უფრო დიდია დეფიციტი, მის პირად სივრცეში - მით უფრო აგრესიულია ის!
ამიტომაც იყო КГБ-ს და ეხლა უკვე ФСБ-ს არსენალში, ე.წ. "შავი პიარის" ქვაკუთხედი სექსი და მასთან დაკავშირებული ჭორების დაყრა!

ამ ჩანაწერის დაწერა გადამაწყვეტინა ბოლო ორი დღის განამვლობაში, ქართულ ინტერნეტსივრცეში ატეხილმა აჟიოტაჟმა, რომელიც რუსული ტელეარხის HTB-ს მიერ მომზადებული სიუჟეტის ანონსმა გამოიწვია და რა თქმა უნდა სააკაშვილის დისკრედიტაციის გარდა, არაფერს ისახავს მიზნად. ეს სიუჟეტი ზემოთ აღწერილი მექანიზმის კლასიკური ნიმუშია და დანიშნულებაც ადვილი მისახვედრია შესაბამისად.
სააკაშვილის, როგორც ოდესისი გუბერნატორის მიერ გადადგმულ ყოველ წარმატებულ ნაბიჯს, ისევე როგორც საქართველოში განხორციელებულ "რუსული სამყაროს" სტერეოტიპების განადგურების ყოველ ეპიზოდს, მოჰყვება მსგავსი სიუჟეტები რომელთა შინაარსიც, ძირითადად სექსთან ან ნარკოტიკების მოხმარებასთან არის დაკავშირებული. ამ პროპაგანდისტულ გამოტყორცნებს, როგორც წესი გულმოდგინებით იყენებენ ამჟამინდელი ქართველი ხელისუფალნიც და ეხლა, საშემოდგომო გამწვავების ფონზე, როდესაც საქართველოში ხმამღალა დაიწყო არსებული ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე ლაპარაკი, სულზე მოუსწრო ამ სიუჟეტმა!
ეს კი ნიშნავს იმას რომ რუსული სპეცსამსახურები საქმის კურსში არიან საქართველოს შიდა პოლიტიკური საკითხებში, ანუ რომელ პოლიტიკურ ძალას აქვს ყველაზე მეტი შანსი, გაიმარჯვოს მომავალ არჩევნებში დღეს მიმიდინარე მოვლენების გათვალისწინებით და შესაბამისად, აზღვევენ სასურველ ძალებს. ამავე დროს რუსები, ორი კურდღლის მოკვლას ცდილობენ ერთი გასროლით და სააკაშვილისთვის ზიანის მიყენებას, უკრაინული საზოგადოების აღქმაშიც ახდენენ. ჩვენთვის თუ ეს ყველაფერი, კარგად ნაცნობი მოსკოვის კლასიკური რეაქციაა, უკრაინელებისთვის ჯერ კიდევ ახალია, თანაც მაშტაბიდან გამომდინარე უფრო ეფექტური და ატაცებადი!
რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი ელემენტარულად იმაზე მაინც დაფიქრდება რომ ბიძინას სტაფილოს წვენისა და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობის მიუხედავად, მისი პოლიტიკური "ფსიხე" სრულიად არაჯანმრთელია და ალბათ იმაზეც დაფიქრდება რომ სექსი ფიზიკურ სამყაროში არსებულ ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს! ეს ნახევრად ხუმრობით.

Комментариев нет:
Отправить комментарий