ყაზახეთში გაიმართა თურქეთისა და ყაზახეთის სპეცდანიშნულების რაზმების ერთობლივი წვრთნები. აღნიშნული სწავლება ორი ქვეყნის სპეცდანიშნულების ერთობლივი წვრთნების პირველი შემთხვევაა.
წვრთნის შესახებ, სახელწოდებით "კაბილან ჟოლი-2015" (ავაზას გზა) ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს. რომელიც წვრთნის დეტალების დასახელების ნაცვლად მის მეთაურთან, ყაზახეთის არმიის პოლკოვნიკ ბოლატ ჟურაბაევთან ინტერვიუს გვთავაზობს ბმული. რომლიდანაც ირკვევა სწავლების სცენარი და დანიშნულება. პოლკოვნიკის თქმით სწავლების მიზანი ორი ქვეყნის სპეცდანიშნულების რაზმების რადიკალ ისლამისტთა დაჯგუფების წინააღმდეგ ერთობილივი ბრძოლის მეთოდების დამუშავებაში მდგომარეობდა. გამომდინარე იქიდან რომ თურქ სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლებს გაცილებით დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვთ, ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ეს წვრთნა რადგან ცენტრალური აზიის ქვეყნები პოტენციურად რადიკალ ისლამისტთა მხრიდან თავდახმების რეალური საფრთხის წინაშე დგანან და მათ შორის არც ყაზახეთია გამონაკლისი.
ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთი ევროკავშირთან დაახლოებისათვის მკვეთრ ნაბიჯებს დგამს!
აღნიშნული სწავლება, გარდა კონკრეტული სამხედრო მნიშვნელობისა, პოლიტიკურადაც ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან როგორც მოგეხსენებათ ყაზახეთი არის ОДКБ-ს წევრი, რომლის ძირითადი ბირთვიც რუსული არმიის შენაერთებისგან შედგება, ხოლო თურქეთი კი NATO-ს წევრია. ყაზახების ასეთი გადაწყვეტილება რომ თურქებთან ერთად ჩაეტარებინათ წვრთნა, შარშან ყაზახეთის გენერალური შტაბის უფროსისა და ქვეყნის თავდაცვის მაღალი ჩინების თურქეთში ვიზიტისას იქნა მიღებული. თურქეთ-ყაზახეთის ამ ტიპის დამეგობრება მიუთითებს იმ უიმედობაზე რომელიც ОДКБ-ს მიმართ არსებობს ყაზახეთის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობაში. ასევე იმაზეც მეტყველებს რომ შუა აზიის რეგიონში თურქეთის კავშირები ძლიერდება და მის საგარეო პოლიტიკაში, შუა აზიის რეგიონი სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.
![]() |
| ერთობლივი წვრთნების მეთაური პოლკოვნიკი ბოლატ ჟურაბაევი |





Комментариев нет:
Отправить комментарий