საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ადმინისტრაციიდან დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ ორ კვირიანი სადაზვერვო ფრენების შემდეგ, სირიის ტერიტორიაზე მოქმედი ISIS-ის პოზიციებზე პირველი იერიში მიიტანეს, ფრანგულმა ბომბდამშენებმა წყარო.
რა შედეგი გამოიღო ამ იერიშმა ძნელი სათქმელია, თუმცა მნიშვნელოვანია თავად ფაქტი იმ ფონზე, როდესაც რუსული არმიაც იგივეს გაკეთებას აპირებს, მხოლოდ არა საერთაშორისო კოალიციის ეგიდით, არამედ ბაშარ ასადის მხარდამჭერი პოზიციიდან.
ზოგადად რუსეთის შესვლით სირიის კომფლიქტში, ვითარება ძალიან გართულდა რადგან რუსეთის ავიაციის მოქმედება არავინ იცის როგორ იქნება მხოლოდ ISIS-ს წინააღმდეგ მიმართული, როდესაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა აცხადებს რომ იქ ასადის მხარდასაჭერად არიან ჩასულები. ასეთი შეფასებები თავად სირიელი მაღლჩინოსნების მხრიდანაც კეთდებოდა და ეს ყველაფერი შესაძლოა გადაიზარდოს იმაში რომ ვითომ ტერორისტებზე იერიშების მიტანის ეგიდით, მოხდეს ასადის მოწინააღდმეგე ძალების განადგურება. რომელთა რიგებშიც ისლამისტი ტერორისტები არ არინ და ისინი თავად ებრძვიან რადიკალ ისლამისტთა დაჯგუფებას.
ერთი სიტყვით, სირიაში სრული სამხედრო ვაკხანალია სუფევს. უკვე ძნელია იმის გარჩევაც კი რამდნეი მხარეა ჩართული ამ კომფლიქტში და ვინ ვის მხარეს არის. ჩვენი ყურადღება რა თქმა უდნა რუსეთის სამხედრო კონტიგენტის შეყვანის შემდეგ უიფრო მიიქცია სირიამ, ვიდრე მანამდე იქცევდა და ამიტომაც ქართველი მკითხველისთვის ძნელი მისახვედრია ის ლოგიკა რომლითაც კომფლიქტი ვითარდება. ქართველი მკითხველისთვის კი არა და თავად სირიელებისთვის გახდა გაუგებარი უკვე ვინ ომობს და რატომ, რა მიზნებს იმსახურება და რატომ ეჭიდება ასადი ასე თავგამოდებით ძალაუფლებას, თუ კი ის ქვეყანა რომელსაც ის მართავდა აღარ იქნება!? აქვეყანა მართლაც აღარ არსებობს და უმეტესი მისი ნაწილი ნანგრევებად არის ქცეული. არც კულტური მემკვიდრეობის ძელგლებია დაცული და შეიძლება ითქვას ამ კომფლიქტის დასრულების შემდეგ ამ ქვეყნის ადგილას, ნანგრევების უდაბნო იქნება.
ასევე წაიკითხეთ: ევროპის დიპლომატიური ილუზია - რუსეთი და ISIS-ი...
ჩემის აზრით სირიის კომფლიქტი მხოლოდ ერთი ქვეყნის შიდა კომფლიქტის კონტექსტში არ უნდა განვიხილოთ. ის ისეთივე მრავალწახნაგოვანია როგორც თავად ახლო აღმოსავლეთის რეგიონი, ხოლო მასში ჩართული ზესახელმწიფოების ინტერესები რამდენიმე სვლიანია. მაგალითად, რუსეთის სამხედრო ბაზების გაძლერება და დამატებითი კონტიგენტისა თუ ტექნიკის გადასროლა, გარდა ასადის ხელისუფლებისთვის დახმარების გაწევისა, ასევე ნიშნავს იმას რომ სირიის პრობლემის ნაწილს ჩამოაშორებს ირანს. რომელსაც უფრო მეტი რესურსი დარჩება იემენისთვის და იქიდან, საუდიტებისთვის პრობლემების შექმნისათვის. რაც ნავთობის ფასებიდან გამომდინარე, რუსეთსაც აწყობს. რუსული ჩარევის ლოგიკა მხოლოდ რეგიონის მაქსიმაულურ დესტაბილიზებას გულისხმობს რომელიც ორ შედეგს აძლევს კრემლს. პირველი ეს არის საემიგრაციო კრიზისი გამწვავება ევროპის კონტინენტზე და მეორე ნავთობის ფასები. რაც უფრო მეტად გართულდება ვითარება რეგიონში, ევროპისკენ გაქცეული ემიგრანტთა ნაკადი მით უფრო გაიზრდება და ევროპას შიგნით შეექმნება უსაფრთხოების პრობლემა, რომელსაც აღმოსავლეთ ახალგარდა მეზობელთა პრობლემებისთვის დრო და რესურსი აღარ დარჩება. ნავთობის ფაასების ნაწილში კი ათასი ჯურის დაჯგუფებების ხელში მოხვედრილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და საბადოები, არსებული სანავთობო კარტელის დეზორიენტაციას იწვევს და ასეთ პირობებში განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე რუსული ნავთობის, როგორც შედარებით სტაბილური რეგიონიდან მომწოდებლის სტატუსის მქონე შესაძლოა ისევ მოთხოვნადი გახდეს. თუ კარგად დაუკვირდებით, მოვლენათა ეს ლოგიკა რუსეთის მიერ მოძულებულ, არსებული მოსოფლიო წესრიგის პრინციპებს შორის სამიზნეებს სრულად ასახავს და ააშკარავებს რუსეთის სამოქმედო გეგმას. ასევე დაწესებული საქნქციების შესუსტებისკენ უბიძგებს რიგ ევროპულ ქვეყნებს.
ასევე წაიკითეთ: სირია რუსეთისთვის ისლამისტებზე იერიშების მიტანის უფლებას ითხოვს!
აშშ-ს თავშეკავებულობა სირიის კომფლიქტიში არ არის განპირობებული აშშ-ს დაღლილობით ავღანეთის კომფლიქტის გამო ან უძლურებით. აქ ისეთი წარმოდგენა იქმნება რომ მისი ინდიფერენტულობა, ევროკავშირის გააქტიურების იძულებით არის განპირობებული და დღევანდელი ფრანგული საავიაციო იერიში ამ თვასლაზრისით არის სწორედ საინტერესო. თავად კი, ისევდაისევ ემოციების გარეშე თუ შევხედავთ მთელს ამ პროცესს, აღმოსავლეთ ევროპის დაცვით არის დაკავებული. ასეთი შესაძლებლბა კი მას შემდეგ გაჩნდა რაც ახლო აღმოსაველთის პროცესებში ჩინეთი ჩაერთო. ეს საკითხიც არ არის კარგად ახსნილი ქართულ მედია სივრცეში. ცნობისათვის ჩინეთი აქტიურად არის დაკავებული ავღანეთში თალიბანსა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში და ასევე უზარმაზარ ინვესტიციას ახორციელებს პაკისტანში ბმული.
მოკლე რეზიუმირება რომ გავაკეთო მთელი ამ პროცესების ჩემეული ხედვისა, გამოდის რომ ევროპა-ჩინეთი ახლო აღმოსავლეთის პროცესებში აქტიურად ერთვება. აშშ კი აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის წყნარი ოკეანის სანაპირო ქვეყნებით დაკავდება. შესაბამისად რუსეთის შევარდნა რეგიონში, ამ გლობალურ პროცესებში ჩართულობის სურვილით არის განპირობებული რადგან ევროპულ ნაწილში, საკუთარი იმიჯის სრული დისკრედიტირება მოახდინა უკრიანის კრიზისითა და ყირიმის ანექსიით. შედეგად კი მსოფლიო პოლიტიკის უმაღლესი ლიგიდან გარიცხეს (დიდი რვიანი). ეხლა კი სჭირდება იმის დამტკიცება რომ მნიშვნელოვანი მოთამაშეა მსოფლიო პოლიტიკაში და ცდილობს რამენაირადმე მოახდინოს ძველი პოზიციების დაბრუნება. თანაც ისე რომ ზემოთ ხსენებული და კრემლის მიერ მოძულებული მსოფლიო წესრიგის პრინციპებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობას აარიდოს თავი, სწეორად ამაზე მეტყველებს რუსულ პროპაგანდაში ის უამრავი სტატია, რომელიც გლობალურ პროცესებში რუსეთის ჩართულობის აუცილებლობას ეძღვნება.
მოკლე რეზიუმირება რომ გავაკეთო მთელი ამ პროცესების ჩემეული ხედვისა, გამოდის რომ ევროპა-ჩინეთი ახლო აღმოსავლეთის პროცესებში აქტიურად ერთვება. აშშ კი აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის წყნარი ოკეანის სანაპირო ქვეყნებით დაკავდება. შესაბამისად რუსეთის შევარდნა რეგიონში, ამ გლობალურ პროცესებში ჩართულობის სურვილით არის განპირობებული რადგან ევროპულ ნაწილში, საკუთარი იმიჯის სრული დისკრედიტირება მოახდინა უკრიანის კრიზისითა და ყირიმის ანექსიით. შედეგად კი მსოფლიო პოლიტიკის უმაღლესი ლიგიდან გარიცხეს (დიდი რვიანი). ეხლა კი სჭირდება იმის დამტკიცება რომ მნიშვნელოვანი მოთამაშეა მსოფლიო პოლიტიკაში და ცდილობს რამენაირადმე მოახდინოს ძველი პოზიციების დაბრუნება. თანაც ისე რომ ზემოთ ხსენებული და კრემლის მიერ მოძულებული მსოფლიო წესრიგის პრინციპებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობას აარიდოს თავი, სწეორად ამაზე მეტყველებს რუსულ პროპაგანდაში ის უამრავი სტატია, რომელიც გლობალურ პროცესებში რუსეთის ჩართულობის აუცილებლობას ეძღვნება.

Комментариев нет:
Отправить комментарий