Страницы

воскресенье, 27 сентября 2015 г.

ვითარება ყარაბახში: დაძაბულობას წინ რუსულ-სომხური წვრთნები უძღოდა! (ფოტო/photo)

ყარაბახის კომფლიქტის ზონაში, ბოლო დღეების განამვლობაში დაძაბული ვითარება კვალვ საშიშ ტენდენციას ინარჩუნებს. 25-26 სექტემბრის ღამის შეტაკებების შემდეგ, სომხური მხარის განცხადებით ოდნავ იკლო სროლების ინტენსივობამ თუმცა სრული შეწყვეტა ვერ ხერხდება.
წინა დღეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციიდან არანაირი წინაპირობა არ იკვეთებოდა ისეთი ხარისხის დაძაბიულობისთვის, რომელსაც ჰქონდა ადგილი. ეს კონკრეტული ეპიზოდი იმით არის საინტერესო რომ გამოყენებული იყო მსხვილკალიბრიანი ნაღმტყორცნები და არტილერია. აღნიშნულის შესახებ ორივე მხარე იტყობინებოდა და ერთმანეთს ადანაშაულებდა შეტაკების პროვოცირებაში. ორივე მხრეს აქვს დანაკარგები ცოცხალ ძალაში და ამის გამო, კიდევ უფრო მეტად მწვავე განცხადებები გაკეთდა, რომელთა შედეგიც შესაძლოა არ იყოს შინაარსის შესაბამისი თუმცა, რამდენიმე დღიან შეტაკებებს აუცილებლად განაპირობებს.
 დღეს აზერბაიჯანულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია გასული დღე-ღამის განმავლობაში მომხდარი შეტაკებების შესახებ და როგორც ამ ინფორმაციიდან ირკვევა, სომხური მხარის მიერ 74-ჯერ მოხდა ცეცხლის გახსნა აზერბაიაჯანული პოზიციების მიმართულებით. ხოლო საპასუხოდ აზერბაიჯანულმა არმიამ 80-ჯერ გახსნა ცეცხლი. მსხვერპლისა და დანაკარგების შესახებ ონფორმაცია არ ვრცელდება წყარო.
 უცნაურია რომ სომხურ მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, ა/წ  24 სექტემბერს გამართული რუსულ-სომხური ერთობლივი საჯარისო შენაერთის წვრთნების შესახებ. სწავლება "ალაგიაზის" პოლიგონზე გაიმართა სახელწოდებით "არაგაც 2015". სომხური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მასში მონაწილეობა მიიღო ავიაციამ, სატანკო შენაერთებმა, საჰაერო თავდაცვისა და უპილოტიო სადაზვერვო საფრენი აპრატების ეკიპაჟებმა და ა.შ. შეიძლება ითქვას რომ ყველა სახის საჯარისო ფორმირებამ რომელიც კი ყარაბახის კომფლიქტის კონტექსტში შეიძლება იქნას გამოყენებული. წვრთნებს ესწრებოდა სომხეთის მთავარი შტაბის უფროსი იური ხაჩატუროვი წყარო.





იმის გათვალისწინებით რომ ბოლო დროს აზერბაიჯანულ მედიაში ხშირად ვრცელდება ინფორმაციები რუსული შეიარაღების შესყიდვის შეასხებ, მრჩება შთაბეჭდილება რომ რუსეთ თავის ჩვეულ პოლიტიკას ანხორციელებს, როდესაც კომფლიქტის ორივე მხარეს აწვდიდა იარაღს და აქეზებდა ერთმანეთის წინააღმდეგ. ასევე აზერბაიჯანულ ვებგვერდებზე იწერებოდა თითქოს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის საიდუმლო შეთანხმება შედგა და ოკუპირებული არცახის ექვსი რაიონის დაბრუნების პირობა მიიღეს აზერბაიაჯანელებმა.
 ჩემი სუბიექტური შეფასებით ეს ყველაფერი ირანის გლობალური ნავთობის ბაზარზე დაბრუნებას უკავშირდება და რუსეთს, მოცემულ ვითარებაში არავითარ შემთხვევაში არ აწყობს იაფი ირანული ნავთობის ბაზარზე დაბრუნება, რადგან ეს კიდევ უფრო დაწევს ფასებს და კარგად მოგვეხსენება თუ რას ნიშნავს ეს რუსეთისთვის. აზერბაიჯანი ასევე საჭირო ხდება რუსეთის ახლო აღმოსავლეთის კომფლიქტში ჩართულობის კონტექსტში. რომელიც რუსული დიპლომატიისთვის ერთერთი მთავარი ზემოქმედების ბერკეტი ხდება საერთაშორისო პოლიტიკაში და იმდენად დიდი მნიშვნელობა მიენიჭა რომ ამ ოპერაციის ჩაშლა, ბანალური ლოგისტიკური პრობლემებით, უბრალოდ დაასამარებს ძლევამოსილი რუსეთის მითსა და მის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას.
 ამ კონტექსტში საოცარია საქართველოს ხელისუფლების პაციფიზმი. რომელიც ახალი ირანის ფაქტორის გამოყენებას არანაირად არ ცდილობს და რუსული პოლიტიკის მძევალი ხდება დღითი დღე ბმული, რაც რა თქმა უნდა რომ მხოლოდ მთავრობის პრობლემა არ არის და ის შედეგები რომელიც დადგება, მთელი ქვეყნის ტრაგედია იქნება! 

Комментариев нет:

Отправить комментарий