სომხური მხარე ყარაბახში ახალი დანაკრგების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ე.წ. ყარაბახის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აზერბაიჯანულმა მხარემ არტილერიის გამოყენებით სომხური პოზიცები დაბომბა რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულია ოთხი და დაჭრილია თექვსმეტი სომეხი ეროვნების ჯარისკაცი, მათგანი ოთხი მძიმედ წყარო, წყარო. საკუთარი დანაკარგების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას ასევე აზერბაიჯანული მხარეც სადაც ნათქვამია რომ სომხური მხარის მიერ მსხვილკალიბრიანი ნაღმტყორცნების გამოყენებით დაიბომბა აზერბაიჯანის არმიის პროზიცეიბი რასაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა. მოკლულია ერთი და დაჭრილია სამი მებრძოლი წყარო.
ორივე ქვეყნების თავდაცვის სამინიტროები მუქარის შემცველ განცხადებებს ავრცელებენ და დაღუპელების გამო შურსიძიებით იმუქრებიან. სომხური მხარის განცხადებით მათი სამხედრო ძალებისთვის ცნობილია აზერბაიჯანული არტილერიის, ცოცხალი ძალისა და ბრონირებული ტექნიკის დისლოკაციის ადგილები. შესაბამისად ადექვატური ზომების მიღებასა და ამ წერტილების განადგურებით იმუქრებიან წყარო.
პარალელურად აზერბაიჯანული მხარე ავრცელებს ინფორმაციას გასული დღე-ღამის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში მომხდარი შეტაკებების რაოდენობის შესახებ, რომელიც მათი ინფორმაციით სიმხური მხარის მიერ 74-ჯერ იქნა დარღვეული წყარო.
როგორც წესი ყარაბხის კომფლიქტის ზონაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მეტად პროპაგანდისტული და სუბიექტურია. თუმცა ბოლო სამი დღის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია და მათზე საერთაშორისო მომლაპარაკებლების რეაქციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვითარება მეტად დაძაბულია ბმული.
ასევე წაიკითხეთ: აზერბაიჯანი: დადგა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დრო! (ფოტო/photo)
ვითარების სიმძიმეზე მიუთითებს ასევე ის რომ სომხეთში იეზიდების სათვისტომომ გაავრცელა განცხადება მოხალისეთა ბატალიონის შექმნის შესახებ, რომელიც მოტივირებულია აზერბაიჯანული არმიის აქტივობით წყარო. სადამდე შეიძლება განვითარდეს ეს ესკალაცია არავინ იცის რადგან რაიმე კონკრეტული ღია პოლიტიკური პროცესი ამ მოვლენებს არ უძღოდა წინ. დღეს განცხადება გააკეთა სომხეთის პრეზიდენტმა რომელმაც თავის გამოსვლაში პირველად თქვა რომ ყარაბახი არის სომხეთის განუყოფელი ნაწილი წყარო. შეგახსენებთ რომ ყარაბახი არ უღიარებია თავად სომხეთს და ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ასეთ კონტექსტში იყო ის მოხსენიებული. სომეხები ასევე უკმაყოფილონი არიან საერთაშორისო შუამავლების რეაქციით. რომლებიც როგორც წესი, შეშფოთებითა და როგროც მათ თქევს "უმისამართო კრიტიკით" შემოიფარგლებიან.
გავრცელებული ინფორმციით მოცემულ მომენტში ყარაბახის კომფლიქტის ზონაში სროლების ინტენსივობამ იკლო.

Комментариев нет:
Отправить комментарий