Страницы

пятница, 18 сентября 2015 г.

სირია რუსეთისთვის ისლამისტებზე იერიშების მიტანის უფლებას ითხოვს!

რუსეთს გაეროში ახალი რუპორი ჰყავს, რომელიც "კრემლის იმპერიის" მსოფლიო პოლიტიკის უმაღლეს ლიგაში დაბრუნების საქმეში, სამაგიერო დამხარებას უწევს.  სამაგიერო დახმარება კი თავად რუსეთის სახმედრო მანქანის სირიის კომფლიქტში ჩართვით არის
განპირობებული და ამას მოწმობს გაეროში სირიის წარმომადგენლის ბაშარ ჯაფაარის განცხადებაც, რომელიც რუსეთისთვის ISIS-ზე იერიშების მიტანის უფლებას მინიჭებას ითხოვს წყარო. მისი განმარტებით აშშ, არასერიოზულად იბრძვის რადიკალ ისლამისტთა წინააღმდეგ და მიაჩნია რომ რუსეთს ისეთივე უფლება აქვს საჰაერო დარტყმებს ანხორციელებდეს ISIS-ს პოზიციებზე, როგორც ამას აკეთებს აშშ. რუსეთის სამხედრო კონტიგენტის მიერ სამხედრო ბაზის მშენებლობის საკითხის კომენტირებისას, ჯაფაარმა განაცხადა რომ ეს არ არის საიდუმლო და რუსეთის არმიის მოქმედებები ხორციელდება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, რომელიც წლებია მოქმედებს.
 სირიის წარმომადგენელს გაეროში ავიწყდება რომ ლაპრაკია რუსეთზე, რომელმაც უამრავი პრობლემა შექმნა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით უკრაინისა და სხვა მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაცია/ანექსირებით. შესაბამისად ძალზედ საინტერესო იქნებოდა მოგვესმინა აღნიშნული პატივცემულისგან, რატომ შევიდა რუსული სამხედრო კონტიგენტი რეგიონში მაინცდამაინც ეხლა, როდესაც ნავთობის ფასები რუსეთისთვის კატასტროფულ ნიშნულამდე დავიდა და არა ერთი წლის ან თუნდაც ორი წლის უკან?! 
 საინეტერესია აცნობიერებს თუ არა იმ პასუხისმგებლობას,  სირიის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში და რამდენად არის მზად მისი ქვეყანა, აგოს პასუხი რუსეთის ქმედებებზე რეგიონში, თუ კი ის გასცდება ორი ქვეყნის თანამშრომლობის ფარგლებს და საკუთარი პოლიტიკის გამტკიცებისათვის საჭირო ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს? მით უმეტეს რომ რეგიონში რუსეთის სამხედრო აქტივობის გაზრდა, უცნაურად დაემთხვა სირიის სხვა ახლო პარტნიორის, ირანის დაზავებას დასავლეთთან და მის აქტივობას რეგიონში. რამაც გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი რომ რუსეთის მოქმედებები "დასწრებაზე თამაშს" გავს იმ შემთხვევისთვის თუ კი ასადის ხელისუფლებას არსებობას საფრთხე დაემუქრება. 
 ბოლო ორო-სამი კვირის განმავლობაში, თვალშისაცემია რუსული პროპაგანდის აქტივობა ახლო აღმოსავლეთის თემატიკითა და მასში დასავლეთის არაკეთილისნიდისიერიების ხაზგასმით, რომელიც ძირითადად მდგომარეობს იმაში რომ დასაველთის სამხედრო ბლოკის მიერ ISIS-ს წინააღმდეგ ბრძოლას არასაკმარისად მიიჩნევს, განსაკუთრებით უმუხრუჭო რუსი პოლიტიკოსები იმასაც კი არ ერიდებიან რომ ISIS-სა და აშშ-ს თანამშრომლობაში ამხელენ. 
 გაეროს ტრიბუნიდან, სირიის წარმოამდგენელი იმ სურვილს ახმოვანებს, რომელიც რუსეთს არაერთხელ დაუფიქსირებია. ჩემი სუბიექტური აზრია რომ, რუსეთის ანტიტერორისტულ საქმიანობაში ჩაბმის ასეთი აქტიური კამპანია, უკრაინაზე შეტევით მიღებული საერთაშორისო იზოლაციის კომპენსირების სურვილით არის განპირობებული და ცდილობს ზემოქმედება მოახდინოს, პირველ რიგში ევროპულ საზოგადოებაზე, რომელიც საემგრაციო კრიზისის გამო ძალიან შეშფოთებულია და რუსული პროპაგანდისტული გავლენისთვის კარგ ნედლეულს წარმოადგენს. ევრპულ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას კი შეეცდება შემდეგი ფორმულით - აშშ არასკმარის ძალისხმევას ხარჯავს ახლო აღმოსავლეთის კრიზისების დასაძლევად, რომელში დახმარების სურვილიც რუსეთს გააჩნია, რაც ნიშავს იმას რომ აშშ-ს, სირია-ერაყის ისლამისტური კრიზისის დასრულება არ სურს ნიმუში.  ეს მისცემს რუსეთს დამატებით ფორას აგერთვე უკრაინის კრიზისში, რადგან ვითარების ესკალაციას საკუთარი საზღვრების უშუალო სიახლოევს ევროპელები მოერიდებიან, თუნდაც ახალი საემიგრაციო ნაკადის გაჩენის შიშით უკრიანიდან, რომელიც თემატურად ისე შევა ევროპულ საინფორმაციო სივრცეში რომ სრულიად ლოგიკურ საფრთხედ გამოჩნდება. 
ამ დროს აშშ-მ უარი განაცხადა ანტიტერორისტული კოალიციაში რუსეთის ჩართვაზე წყარო, ხოლო რუსული სააგენტოები კი აბსულუტურად საპირისპირო შინაარსის სათაურებით აქვეყნებენ "ცუდად თარგმნილ" ინფორმაციას და ამტკიცებს რომ აშშ მოხარული იქნება რუსეთის ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვის წყარო
 უკრაინის ფრონტზე მანამდე იქნება სიმშვიდე, ვიდრე ახლო აღმოსავლეთის თემაზე აპელირებით, რუსეთი მაქსიმალურად არ ამოწურავს ქმედებათა რესურსს. კრემლი ვა-ბანკზეა წასული და მისთვის დანაკარგების რენტაბელობას არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს. ამიტომაც არის საშიში მისი ყოველი ნაბიჯი და წესით, სირიის წარმომადგენელს გაეროში, ეს საფრთხე უნდა აფიქრებდეს რადგან, რუსული პოლიტიკა დედამიწაზე ერთერთი ყველაზე უპრინციპო და არასანდოა! 

Комментариев нет:

Отправить комментарий